Myxococcales

 Myxococcales (ლათ.) – მიქსობაქტერიების რიგი. კლასი Δ-პროტეობაქტერიები. მიქსობაქტერიები გავრცელებულია ნიადაგში და შეუძლიათ ცოცვით გადაადგილება. ისინი ქმნიან სპეციფიკურ კოლონიებს, რომლებიც არეს ზედაპირზე გადაადგილდებიან. კოლონიები ასინთეზებს მრავალრიცხოვან ეგზოფერმენტებს (ლიზოციმი, პროტეაზები და ცელულაზები). აღნიშნული ფერმენტებით მიქსობაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ ორგანული სუბსტრატები, მათ შორის სხვა ბაქტერიები. მიქსობატერიების კოლონიებს ხშირად მგლების ხროვას ადარებენ. საკვები სუბსტრატების უკმარისობისას, ისინი იწყებენ ნაყოფის სხეულაკის და მიქსოსპორების განვითარებას. შიმშილობის პერიოდში ყოველი უჯრედი ასინთეზებს  А-ფაქტორის გარკვეულ რაოდენობას. უჯრედების დიდი რიცხვის შემთხვევაში კონცენტრაცია აღწევეს ზღვრულ დონეს (დაახლოებით 10 მკმოლი/ლ-ზე) და იწყება ნაყოფის სხეულაკის ჩამოყალიბება, რომელიც რეგულირდება С-ფაქტორით (მოლეკულური მასა 17 კდა). ნაყოფის სხეულაკის წარმოშობის შემდეგ, უჯრედები უძლებენ მიკროსპორების გამოშრობას, ერთიანდებიან და იცვლიან ფორმას. ყოველი ასეთი მიკროსპორა, დასაბამს აძლევს ახალ, ვეგეტატიურ ჩხირისებრ უჯრედს, რომლებიც განივი დაყოფით მრავლდებიან. მიკობაქტერიების სისტემატიკურ ნიშნებს მიეკუთვნება მათი უჯრედების ფორმა, ზომა და ნაყოფის სხეულაკის ფერი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.