სმექტა – SMECTA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: დიოქტაედრული სმექტიტი/DIOSMECTITE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი პერორალური სუსპენზიისმოსამზადებლად: პაკეტში 3 გ, შეფუთვაში 10 და 30 ც.
1 პაკ.
დიოქტაედრული სმექტიტი……..     3 გ
გლუკოზა…………………………..    0.749 გ
ნატრიუმის საქარინი………………. 0.007 გ
ვანილინი…………………………….. 0.004 გ

ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული დიარეის მკურნალობა, მათ შორის ბავშვებში;
ეზოფაგიტით, გასტროდუოდენიტით გამოწვეული სიმპტომების და მსხვილი ნაწლავის დაავადებების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

1 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 პაკეტი დღეში.
1-2 წლის ასაკის ბავშვებში – 1-2 პაკეტი დღეში.
ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით – 2-3 პაკეტი დღეში.

ბავშვებში პაკეტის შიგთავსის დამატება შესაძლებელია 50 მლ ტევადობის წყლიან ბოთლში, რის შემდეგაც იგი ნაწილდება რამოდენიმე მიღებაზე დღის განმავლობაში, ან შესაძლებელია მისი შერევა ნახევრად თხიერ საკვებში _ წვენში, კომპოტში, პიურეში და სხვა.
ეზოფაგიტის დროს პრეპარატის მიღება ხდება ჭამის შემდეგ, ხოლო სხვა შემთხვევებში საკვების მიღებებს შორის.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება ყაბზობა. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატით 7 დღიანი მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ტემპერატურის მომატებით, ან ღებინებით მიმდინარე ტკივილის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სმექტას კომბინაცია სხვა პრეპარატებთან ნებადართული არ არის. სხვა პრეპარატების მიღება აუცილებელია 1-1.5 სთ-ით ადრე სმექტას მიღებამდე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL, საფრანგეთი

გაფრთხილება