Pseudomonas syringae

Pseudomonas syringae
(ლათ.) – იასამნის ფსევდომონა. პირველად აღმოჩენილი იყო იასამანში. გრამუარყოფითი ფიტოპათოგენური სახეობა. ჩხირისებრი ფორმის უჯრედით და ერთი შოლტით. მცენარეებში იწვევს მღვრიე ლორწოს დენას, აზიანებს ნაყოფს და ფოთლებზე აჩენს ლაქებს. P. syringae იწვევს მრავალი სახეობის მცენარის ინფიცირებას. არსებობს დაახლოებით 50 პათოვარი – შტამი. საქაროზიან აგარის კულტურაზე P. syringae წარმომქნის პოლიმერ – ლევანს, სიდეროფორ – პიოვერდინს და ფიტოტოქსინ – სირინგომიცინს. ბაქტერიის პათოგენურობის ერთ-ერთი მექანიზმია, მცენარის მოყინვა, რაც დაკავშირებულია ცილა INA-თან (ინგლ.ice nucleation active), რომელიც არის ბაქტერიის უჯრედის კედელის გარე ზედაპირზე და წარმოქმნის ყინულის კრისტალებს. მსგავსი მექანიზმით მას შეუძლია წვიმის წვეთში წარმოქმნას ყინული კრისტალები, ამიტომ P. syringae განიხილება, როგორც ატმოსფერული ნალექების წარმოქმნის მნიშვნელოვანი ფაქტორი. P. syringae შეუძლია არსებობა მცენარის ფესვის ფილოსფეროში, როგორც საპროფიტს და ამასთან არ იწვევს პათოლოგიურ  პროცესებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.