Shewanella oneidensis

Shewanella oneidensis (ლათ.) – გრამუარყოფითი სახეობა. ფაკულტატური ანაერობი. გვარი Shewanella. ბინადრობს ზღვების ფსკერზე, შესაძლოა აღმოჩნდეს ნიადაგში. შეუძლია მეტალების ნაერთების აღდგენა. მიმდინარეობს მუშაობა Shewanella oneidensis -ის საშუალებით, დაცული იყოს ლითონების ზედაპირი კოროზიისაგან. ბაქტერია არ წარმოქმნის სპორებს. მოძრაობს პარალელურად განლაგებული შოლტების საშუალებით. არ გააჩნია ცილოვანი გარსი. S. Oneidensis-ს  ურანის და ქრომის ნაერთებისაგან (უხსნად მდგომარეობაში გადაყვანის გზით) შეუძლია წყალსატევების გაწმენდა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.