Shigella dysenteriae

Shigella dysenteriae
(ლათ.) – გრამუარყოფითი  ბაქტერიების სახეობა. წარმოადგენს დაავადება – ბაქტერიული დიზენტერიის გამომწვევს. უმოძრაო, ბოლოებში მომრგვალებული ჩხირისებრი ბაქტერიაა. არ წარმოქმნის სპორას და კაფსულას. ზოგიერთ სახეობებს აქვთ თხელი კაფსულარული შრე – გლიკოქალიქსი. ქეომოორგანოჰეტეროტროფია. ფაკულტატური ანაერობი. იზრდება მარტივ საკულტივაციო არეებზე. Shigella dysenteriae იწვევს დიზენტერიას. გადაცემის გზა ფეკალურ-ორალურია. შედის მაკროფაგში და იწვევს მის აპოპტოზს. წარმომქნის ენდო- და ეგზოტოქსინებს. ზოგიერთ შტამს და მათ შორის Shigella dysenteriae გააჩნია მიკროკაფსულა რაც ადგეზიის საშუალებაა და ამით თავს არიდებს, ადამიანის იმუნურ სისტემას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.