Thioploca

Thioploca
 (ლათ.) – გამა-პროტეობაქტერიების გვარი. რიგი
Thiotrichales. ძაფისებრი გოგირდის ბაქტერიები, რომელიც გვხვდება სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, 3000 მეტრის სიღმეზე. დიდი ვაკუოლი, იკავებს უჯრედის მოცულობის 80%-ს. უჯრედი შეიცავს სულფიდებსა და ნიტრატებს. ნიტრატის სულფიდის ჟანგვის შედეგად ბაქტერია იღებს ენერგიას. ნიტრატის კონცენტრაცია ვაკუოლში ძალიან მაღალია (500 mM), მაშინ, როცა გარემოში სადაც ისინი ბინადრობენ, აზოტის შემცველობა დაბალია (25 мкM). ვინაიდან ისინი იყენებენ, როგორც გოგირდს ისე აზოტს, მათ შესაბამისად შეუძლიათ აზოტისა და გოგირდის ციკლებს შორის მნიშვნელოვანი კავშირის უზრუნველყოფა. ისინი გამოყოფენ ლორწოვან გარსს, რომლითაც ქმნიან გვირაბებს, სადაც ერთმანეთში გადაადგილდება ზღვაში არსებული  სულფიდ – და ნიტრატშემცველი ნალექები. 2018 წლის ოქტომბერის მონაცემებით გვარი შეიცავს 4 სახეობას:
Thioploca araucae Maier and Gallardo 1984
Thioploca chileae Maier and Gallardo 1984
Thioploca ingrica (ex Visloukh 1911) Maier 1984
Thioploca schmidlei Lauterborn 1907


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.