Verrucomicrobia

Verrucomicrobia (ლათ. Verruca – ბორცვი) –  ბაქტერიების ტიპი, რომელსაც ძირითად მიეკუთვნება არაკულტივირებადი ფორმები. მეტაგენომური მონაცემებით, ისინი ბუნებაში ფართოდ არიან გავრცელებული. ნიადაგში შეადგენენ მიკროორგანიზმთა 1-დან 10%-მდე, ამიტომ გააჩნიათ ეკოლოგიური  მნიშვნელობა. Verrucomicrobia-ს წარმომადგენლები გრამუარყოფითი ბაქტერიებია, უმრავლეოსობას უჯრედის ზედაპირზე გააჩნია ამობურცვული წარმონაქმნები. ქემოორგანოჰეტეროტროფებია, ადუღენენ სხვადასხვა ნახშირწყლებს. ზოგიერთს შეუძლია მეთანის დაჟანგვა, рН-ის ექსტრემალურად დაბალ მნიშვნელობაზე. Verrucomicrobia-ს შორის არიან ანაერობები, ფაკულტატური ანაერობები და აერობები. ყველაზე კარგად იზრდებიან 25°C-ზე და 4-დან 7-მდე pH-ზე. ნიადაგის გარდა გვხვდებიან წყალსატევებში, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.