ტერსო / TERSO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები

ჩვენებები:
რქოვანას შეშუპების და სუბშეშუპების ოსმოსური მკურნალობა, გლაუკომის ეედემატოზური სიმპტომების  ადიუვანტური თერაპია

შემადგენლობა:
მანიტოლი, გლიცეროლი, EDTA დინატრიუმის მარილი, ქლორობუტანი, ჰიალურონის მჟავას  ნატრიუმის მარილი, ბუფერული ხსნარი pH 7,2.

გამოყენება:
ჩაიწვეთეთ ერთი ან ორი წვეთი დაზიანებულ თვალში (ებში) 2-3 – ჯერ დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

უსაფრთხოების ზომები:
• პროდუქტი სტერილურია გახსნამდე
• თავი მჭირდოდ დაახურეთ
• ნუ გამოიყენებთ გახსნიდან 60 დღის შემდეგ
• ნუ გამოიყენებთ კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
• შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
• ნუ გადაყლაპავთ
• ნუ გამოიყენებთ შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
• გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს
• მოერიდეთ თვალის ზედაპირთან, თვალის ირგვლივ სტრუქტურებთან, ხელებთან და სხვა ზედაპირებთან კონტეინერის აპლიკატორის კონტაქტს
• ნუ გამოიყენებთ პროდუქტს, თუ შეფუთვა შელახულია

გამოშვების ფორმა: 8 მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: DMG,  იტალია

გაფრთხილება