ტერფენადინი შტადა – TERFENADINE STADA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტერფენადინი/TERFENADINE

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი, ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20, 50 და 100 ც.
1 ტაბ.
ტერფენადინი………            60მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, ლაქტოზა 1H2O, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.

ჩვენებები:
ანტიჰისტამინური საშუალება ალერგიის სამკურნალოდ.
გამოიყენება ალერგიული სურდოსა და კონიუნქტივიტის დროს ანთების მოვლენების შესამცირებლად, ასევე კანის ალერგიული დაავადებებისას.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილთათვის და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, რომელთა სხეულის წონაც 50 კგ-ზე მეტია შემდეგი დოზირებით:
ალერგიული სურდო და ალერგიული კონიუნქტივიტი:
საწყისი დოზა 1 ტაბ. (60 მგ) დღეში, რომელიც შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში დღეში ორ ტაბლეტამდე (120 მგ) გავზარდოთ. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის ერთდროულად ან დღეში 2-ჯერ მიღება.
კანის ალერგიული დაავადებები:
საშუალოდ დღეში 2-ჯერ 1 ტაბ (60 მგ). შესაძლებელია 2 ტაბლეტის (120 მგ) მიღება დილას.
ტკივილის არასაკმარისი გაყუჩების შემთხვევაში არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. დაუშვებელია დამატებით სხვა ანტიჰისტამინურ საშუალებასთან მისი კომბინირება (იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე).
ტაბლეტი ინიშნება ჭამის შემდეგ დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობის სითხის მიყოლებით (1/2-1 ჭიქა).
დაუშვებელია გრეიპფრუტის წვენთან ერთად მიღება.
თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევისას (განსაკუთრებით, როდესაც კრეატინინის კლირენსი 40 ნაკლებია ვიდრე მლ/წთ-ში) საჭიროა დოზის 50%-ით შემცირება. ასაკის გამო თირკმელების ფუნქციის დარღვევისას ტერფენადინის დოზის ცვლილება აუცილებელი არაა.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების მიმდინარეობის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ყველაზე მძიმე, მაგრამ იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს QT-ინტერვალის გახანგრძლივება. შესაძლებელია აღმოცენებულ იქნას პარკუჭოვანი, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო რითმის დარღვევა (პარკუჭოვნი ტაქიარითმია), როგორიცაა მაგალითად პარკუჭოვანი ტაქიკარდია, torsades depointes, მოციმციმე არითმია და გულის გაჩერება.
გულის ფრიალი შეიძლება არითმიის წინამორბედი ნიშანი იყოს.
პრეპარატის მიღებას შეიძლება თან მოჰყვეს სისხლის წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ცნობიერების გარდამავალი დაკარგვა და კრუნჩხვითი შეტევები.
სხვა გვერდითი მოვლენები: ცნობიერების დაბინდვა, უძილობა, დეპრესია, გაბრუება, დაღლილობა, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, კანკალი, ოფლიანობა, არასასიამოვნო შეგრძნებები, მხედველობის დარღვევა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანგიოშეშუპება (კანის ან ლორწოვანი გარსის შეშუპება), ბრონქოსპაზმი, ქავილი;
კანის სიმპტომები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ერითემა და ფოტოსენსიბილიზაცია);
თმის ცვენა, ალოპეცია, პირის, ცხვირის და ყელის სიმშრალე;
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ ტკივილები, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ნაღველდენის შეფერხება, სიყვითლე, ჰეპატიტი;
თროთმბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), გალაქტორეა, დისმენორეა, ხშირი დიურეზი, ტკივილი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ.

უკუჩვენებები:
* დაუშვებელებია პრეპარატის გამოყენება ტერფენადინის ან სხვა შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
* ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი ხარისხით დარღვევისას ტერფენადინის ინაქტივაცია შეიძლება საგრძნობლად იქნას შენელებული. განსაკუთრებით იმ პრეპარატებთან კომბინაციის დროს, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტების ინჰიბირებას.
* ტერფენადინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთში აღგზნების გატარების შეფერხება (QT-ინტერვალის გახანგრძლივება), გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევით.
დაუშვებელია ტერფენადინის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას, მაგალითად, სიყვითლე, ჰეპატიტი ან ღვიძლის ციროზი;
– კომბინირებული დანიშვნა (აგრეთვე, გარეგანი გამოყენებისას) სოკოს ან ანტიმიკრობულ გარკვეულ პრეპარატებთან, მაგალითად მიკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი ან ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ჟოზამიცინი ან ტროლეანდომიცინი;
– მიბეფრადილის დიჰიდროქლორიდით (გულსისხლძარღვთა დაავადების საწინააღმდეგო საშუალება) კომბინირებული მკურნალობის დროს;
– იმ მედიკამენტებით მკურნალობის დროს, რომლებიც ღვიძლში ტერფენადინის დაშლას აფერხებენ;
– მკურნალობის დროს არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენის მიღება;
– აგრეთვე დაუშვებელია პრეპარატის მიღება გულის კუნთში აღგზნების გატარების ცნობილი თანდაყოლილი დარღვევის დროს (QT-ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ფუნქციის იშვიათი დარღვევა, რასაც შეუძლია გულის არითმიის გამოწვევა). იგივე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია QT-ინტერვალის გახანგრძლივება, მაგალითად:
– პაციენტისათვის შემაწუხებელი ბრადიკარდია;
– გულის რითმის დარღვევები ანამნეზში;
– გულის ყველა სხვა დაავადება, რომელიც ტკივილს იწვევს;
– კომბინირებული გამოყენება გულის რითმის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (I და III ჯგუფის ანტიარითმიული პრეპარატები);
– ურთდროული მკურნალობა სხვა საშუალებებთან, რომლებიც QT-ინტერვალს ახანგრძლივებენ;
– ელექტროლიტური დარღვევა, განსაკუთრებით, კალიუმისა და მაგნიუმის დაბალი დონე პლაზმაში;
– თანმხლები დაავადებები (მაგალითად, კვების დარღვვევა, ხშირი ღებინება ან დიარეა) ან ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტური ცვლის დარღვევა.

ორსულობა და ლატაცია:
! ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტერფენადინი არ ინიშნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლო სარგებელი სჭარბობს პოტენციურ რისკს. არ მოიპოვება მონაცემები ნაყოფზე მისი მოქმედების უსაფრთხოების შესახებ. დადგენილია, რომ ტერფენადინი გადადის დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ ტერფენადინი არ არის განკუთვნილი 12 წლის ასაკამდე, ან სხეულის 50 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისათვის.
◄ ტერფენადინის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გაახანგრლივობს QT-ინტერვალი სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი რითმის დარღვევებით (ვენტრიკულური ტაქიარითმია, პარკუჭების ტაქიკარდია, და პარკუჭების ციმციმი), შემდეგ შემთხვევებში:
– ჭარბი დოზირება;
– პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით;
– სხვა მედიკამენტებთან კომბინაციისას, რომლებიც ღვიძლში ნივთიერებათა ცვლას აბრკოლებენ. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო აღენიშნებათ QT -ინტერვალის გახაგრძლივება.
◄ მიუხედავად იმისა, რომ კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში არ იქნა დადგენილი ტერფენადინის მომადუნებელი ზემოქმედება, ყურადსაღებია შემდეგი ჩივილები: პროსტრაციის მდგომარეობა, სისუსტე, დაღლილობა და თავბრუსხვევა, ოფლიანობა, კანკალი, ძილის დარღვევა და ღამის შიშები, რომლებიც ტერფენადინის არაპირდაპირი მოქმედებით უნდა იყოს გამოწვეული.
აღნიშნული სიმპტომების გამო შესაძლებელია ყურადღების კონცენტრაციისა და რეაგირების უნარის დაქვეითება, რამაც შეიძლება საფრთხე შექმნას ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების მომსახურებისას. ალკოჰოლი ზრდის აღნიშნულ საშიშროებას.

ჭარბი დოზირება:
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის (როგორც ერთჯერადი, ასევე დღიურის) გადაჭარბება.
საჭიროების შემთხვევაში ტარდება QT ინტერვალის ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლი და სხვა ჩვეულებრივი ზომები, როგორიცაა კუჭის ამორეცხვა და ა.შ.
დოზის გადაჭარბების ნიშნებია: პირის სიმშრალე, დისკომფორტი, ღებინება, დაღლილობა, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, თავის ტკივილი, კანკალი, ცალკეულ შემთხვევებში კრუნჩხვითი შეტევები, გულის აჩქარება ან ფრიალი, სისხლის წნევის დაქვეითება და გულის რითმის დარღვევა.
პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება დანიშნულების მიხედვით, გაორმაგებული დოზის განმეორებითი მიღების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– სხვა პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია შეანელოოს ტერფენადინის მეტაბოლიზმი. დაუშლელი ტერფენადინის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვოს QT -ინტერვალის გახანგრძლივება. გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევებით.
შემდეგმა საშუალებებმა შეიძლება შეანელონ პრეპარატის ინაქტივაცია (დაუშვებელია მათი მიღება ტერფენადინთან ერთად):
– სოკოს საწინააღმდეგო ან ანტიმიკრობული (აგრეთვე, გარეგანი პრეპარატები): მიკონაზოლი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ჟოსამიცინი ან ტროლეანდომიცინი;
– მიბეფრადილის დიჰიდროქლორიდი (გულ-სისხლძარღვთა დაავადების საწინააღმდეგო საშუალება);
– სეროტონინის ცვლაზე მოქმედი ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, ნეფაზოდონი, პაროქსეტინი, ციტალოგრამი (ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება), HIV-პროტეაზას ინჰიბიტორები ინდინავირი, რიტონავირი, საკვინავირი, ნელფინავირი (შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება);
– გრეიპფრუტის წვენის მიღება, რადგან შეიძლება ტერფენადინის დაშლა შეაფერხოს.
გულზე მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ტერფენადინის სხვა მედიკამენტებთან კომბინაციის დროს, რომლებსაც პოტენციურად გულის რითმის დარღვევები შეუძლიათ გამოიწვიონ. ამგვარი საშუალებებია:
– ანტიჰისტამინური მედიკამენტები ალერგიებისა და თივის ცხელების სამკურნალოდ, რომლებიც QT -ინტერვალს ახანგრძლივვებენ;
– ანტიარიათმიული პრეპარატები (განსაკუთრებით I და III ჯგუფის ანტიარითმიული პრეპარატები);
– ბეპრიდილი (სტენოკარდიის საწინააღმდეგო საშუალება);
– ტრიმეტოპრიმი, ოფლოქსაცინი (ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება);
– ციზაპრიდი (კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალება);
– დეპრესიებიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ლითიუმი) საწინააღმდეგო გარკვეული მედიკამენტები;
– პრობუცილი (ჰიპოლიპიდემიური საშუალება);
– მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ ელექტროლიტურ ცვლაზე, აგრეთვე იწვევენ QT – ინტერვალის გაზრდას. ამის მაგალითია ზოგიერთი დიურეზული, საფაღარათო საშუალებები და სტეროიდული ჰორმონები მაღალ დოზებში.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: STADA ARZNEIMITTEL, გერმანია

გაფრთხილება