ტუსივინი-ორალური წვეთი /Tussivin Oral Drop

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ჩვენებები
ადიუვანტური მკურნალობა მწვავე ხველის შემსუბუქებისთვის

შემადგენლობა
დიდი კამის (Foeniculum vulgare)  & ზათარიას (Zataria multiflora) ეთერზეთები
მოქმედი ნივთიერებები
თიმოლი და კარვაკროლი, ანეთოლი და ფენხონი

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმი
1-ზათარია
ევროკომისიამ დაამტკიცა ზათარიას ეფექტურობა ხველისა და ბრონქიტის დროს. თიმოლის და კარვაკროლის შემთხვევაში ფართო სპექტრის ბაქტერიის საწინააღმდეგო ეფექტების ჩართულობა შეინიშნება   ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს. სარწმუნოა, რომ თიმოლი და კარვაკროლი  ახდენენ თავიანთ ანტიბაქტერიულ აქტიურობას ბაქტერიულ მემბრანაში ცილასთან კომპლექსის წარმოქმნით. აგრეთვე, თიმოლსა და კარვაკროლს აღმოაჩნდათ სინერგისტული მოქმედება. გარდა ამისა,  შესაბამისი დოზებით თიმოლმა და კარვაკროლმა აჩვენა, რომ აქვთ ტრაქეაზე  რელაქსაციური ეფექტები. სხვადასხვა კლინიკური კვლევებით, დამტკიცდა ზათარიას ეფექტურობა პროდუქტიულ ხველაზე.
2-კამა
ევროკომისიამ დაამტკიცა კამის ეფექტურობა, ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთების სამკურნალოდ. კამა არის ამოსახველებელი და ის აძლიერებს რესპირატორული ტრაქტის მოციმციმე ეპითელიუმის მუკოცილიარულ აქტიურობას.  კამაში წარმოდგენილი  ანეთოლის ქიმიური სტუქტურა  კატექოლამინის (ადრენალინი, ნორადრენალინი, დოფამინი) მსგავსია და ადრენალინის მსგავსად, კამა არის ბრონქოდილატატორი. კამის ეთერზეთის ანტიბაქტერიული თვისებები არის განსაზღვრული, როგორც იდენტური ან მეტი ვიდრე ანტიბიოტიკების: სტრეპტოპენიცილინის, პენიცილინის და ტეტრაციკლინის.კამის ამოსახველებელი თვისებების გათვალისწინებით, ხველის შემსუბუქებასთან ერთად, ტუსივინის ორალური წვეთების თვისებაა, დაეხმაროს ნახველის გამოძევებაში.

დოზირება და მიღების წესი
3 – ჯერ დღეში, ყოველ ჯერზე მიიღება 20 წვეთი მცირე რაოდენობით წყალში გახსნილი. იმ შემთხვევაში,  თუ ტუსივინის ორალური წვეთის გემო არის არასასიამოვნო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, შეურიეთ 20-30 წვეთი მცირე რაოდენობით წყალში და ლოკალურად დაიტანეთ გულმკერდის არეში.

უკუჩვენებები:
• ორსულობა
• ლაქტაცია
• მენსტრუაციის პერიოდი
• ალერგიული ასთმა
• ბავშვები 2 წლამდე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად ფოტოდერმატიტი, ვერტიგო, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება გამოვლინდა რეკომენდირებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ მიიღება

დამატებითი შენიშვნები:
• ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
• სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად მსგავსად ტუსივინის ორალური წვეთები  შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.
• გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ კონტეინერს და შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება სინათლისაგან მოშორებულ ადგილას  15-30°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 15მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება