ციპროფლავი / CIPROFLAV

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ციპროფლოქსაცინი / CIPROFLOXACIN
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა

1 მლ
ციპროფლოქსაცინი…….. 3 მგ (3,5 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის აცეტატი ტრიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (ხსნარი), დისტილირებული წყალი.
ჩვენებები
-რქოვანას წყლული, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით;
-თვალების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით;
მიღების წესები და დოზები
ციპროფლავი 0,3% გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
დამატებითი კითხვებით მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმული პირები)

ჩვეულებრივ: დაზიანებულ თვალში (თვალებში) 1-2 წვეთი დღეში 4-ჯერ.
მძიმე ინფექციების შემთხვევაში – პირველი 2 დღე – დღეში 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში.
-რქოვანას წყლული, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით;
ყურადღება: პრეპარატი გამოიყენება ქვემოთ მითითებული სქემის შესაბამისად, ღამის საათებშიც კი.
პირველი დღე: პრეპარატის ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში (თვალებში) 2 წვეთი ყოველ 15 წუთში პირველი 6 საათის განმავლობაში, შემდეგ 2 წვეთი ყოველ 30 წუთში მკურნალობის პირველი დღის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში. მეორე დღე: პრეპარატის ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში (თვალებში) ყოველ 1 საათში 2 წვეთი.
მესამე დღიდან მეთოთხმეტე დღემდე: ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში (თვალებში) ყოველ 4 საათში 2 წვეთი. თერაპიის გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს ექიმი იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ითხოვს მკურნალობის გაგრძელებას 14 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში.
-თვალების ზედაპირული ანთება, რომელიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. დანიშნულებისაგან დამოუკიდებლად, გამოყენების მაქსიმალური პერიოდი შეადგენს 21 დღეს.
ბავშვები:

1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ხარისხი არ არის დადგენილი. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის აზრით, ციპროფლავი 0,3% პრეპრატის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება.
გამოყენების წესი
პრეპარატი არის მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის – ჩაწვეთება ხდება კონიუქტივის პარკში. ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება საწვეთურის ბოლოსთან შეხება.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ხელების დაბანა. ხუფის მოხსნის შემდეგ ხდება პრეპარატის თვალში (თვალებში) ჩაწვეთება. თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, საჭიროა დამატებითი ჩაწვეთება. პრეპარატის აბსორბციის მიზნით საჭიროა თვალის დახუჭვა 2 წუთის განმავლობაში, დახამხამება არ შეიძლება. შემდეგ, პრეპარატის შესაძლო ნარჩენების მოცილების მიზნით საჭიროა ხელების ხელახალი დაბანა და ფლაკონის დახურვა
პრეპარატის ციპროფლავი 0,3% დოზის გამოტოვების შემთხვევაში
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გამოტოვებული დოზა არ გამოიყენება. შემდეგი ჩაწვეთება ხდება მკურნალობის სქემის შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პრეპარატმა ციპროფლავი 0,3% შეიძლება გამოიწვიო არასასურველი ეფექტების განვითარება.
შესაძლო გვერდითი ეფექტები: წვა, დისკომფორტი თვალებში, რაც ხასიათდება თვალში ქვიშის ან უცხო სხეულის შეგრძნებით; თეთრი კრისტალური პრეციპიტატის და (ან) იქტიოზური მდგომარეობის გამოვლენა, კონიუქტივის ჰიპერემია, ჩაწვეთებისთანავე არასასიამოვნო გემო პირში.
გამოვლენილია: რქოვანას ლაქების განვითარება, კერატოპათია და (ან) კერატიტი, ალერგიული რეაქციები, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა, სინათლის შიში, პათოლოგიური ჩანართები რქოვანაში, ღებინება, მხედველობის დარღვევა. შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
რქოვანას წყლულის მქონე პირებში პრეპარატის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე თეთრი პრეციპიტატების განვითარება. მოცემული რეაქცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის გამოყენებისათვის და არ მოქმედებს რქოვანას წყლულის მკურნალობის ეფექტზე. პრეციპიტატები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობიდან 1-7 დღის განმავლობაში და ქრება თერაპიის დასრულების შემდეგ.
თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მოცემული რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის დასრულებიდან 13 დღის განმავლობაში.
პრეპარატი ციპროფლავი 0,3% გამოყენების პერიოდში ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები. მოცემულ ინსტრუქციაში მითითებული, ან სხვა ნებისმიერი არასასურველი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
უკუჩვენება
-ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, მათ შორის სხვა ქინოლონების მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში დანიშნული დოზის მსგავსად.
ორსულობა და ლაქტაცია
სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის რჩევა. ორსულობის პერიოდში ციპროფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ საშიშროებას.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის შესაბამისი ზომების დაცვა.
განსაკუთრებული მითითებები
-პირებში, რომლებსაც ციპროფლოქსაცინის გამოყენების შემდეგ განუვითარდათ ჰიპერმგრძნობელობის უეცარი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი. თუ პრეპარატის გამოყენებისას გამოვლინდა გამონაყარი ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა სიმპტომი, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
-ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თერაპიის მიმართ მდგრადი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების ან მიკოზების განვითარება. ასეთი ინფექციის განვითარებისას, შემდგომი თერაპია ტარდება ექიმის შეხედულების შესაბამისად.
-პრეპარატი ციპროფლავი 0,3% გამოყენებისას არ არის სასურველი რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება. თუ მსგავსი ნიშნები ვლინდებოდა წარსულში, ზემოთ მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედებასთან დაკავშირებით მონაცემები მოწოდებული არ არის.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იყენებთ ან ადრე იყენებდით თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.
ციპროფლოქსაცინისა და სხვა ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებების ურთიერთზემოქმედების თაობაზე შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.
ქინოლონების გამოყენება (მათ შორის ციპროფლოქსაცინი) ზრდის თეოფილინის კონცენტრაციას სისხლის შრატში, ზემოქმედებს კოფეინის მეტაბოლიზმზე, აძლიერებს პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებას (მაგალითად, აცენოკუმაროლი). ციკლოსპორინისა და ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კრეატინინის დონის დროებითი მატება.
პრეპარატი არ გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალების ჩაწვეთებისთანავე. არ შეიძლება პრეპარატის შერევა სხვა ხსნართან.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 0.3% 3მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ხსნარის სახით პოლიეთილენის ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: პოლფა ვარშავა, პოლონეთი

გაფრთხილება