ცისპლატინი / CISPLATIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ცისპლატინი /cisplatin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტინეოპლაზიური აგენტი
შემადგენლობა
ცისპლატინი საინექციო არის სტერილური, იზოტონური, კონსერვანტებისგან თავისუფალი ხსნარი, შეიცავს ცისპლატინს აშშფ 1მგ/მლ, ნატრიუმის ქლორიდს ბფ და მანიტოლს ბფ ჰგახსნილს საინექციო წყალში ბფ.
ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი: ცისპლატინი არის პლატინის ნაერთი რომელშიც აქტიურია მხოლოდ ცის-იზომერი. ის აპროდუცირებს ინტრა და ჯაჭვშიდა ჯვარედინ კავშირს რომელიც გარდაქმნის დნმ-ის სტრუქტურას და აინჰიბირებს დნმ სინთეზს. დამატებით, უფრო ნაკლებად, ცისპლატინი აინჰიბირებს პროტეინის და რნმ-ის სინთეზს. არ არის ფაზა-სპეციფიკური უჯრედულ ციკლში.
ფარმაკოკინეტიკა
განაწილება: ცისპლატინი კონცენტრირდება ღვიძლში, თირკმელებში, წვრილ ნაწლავში და სათესლეებში. არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, აქედან გამომდინარე არ აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში დიდი რაოდენობით. ცისპლატინის დონე ცერებროსპინალურ სითხეში დაბალია თუმცა მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიძლება აღმოჩნდეს ინტრაცერებრულ სიმსივნეებში. ცხოველებზე კვლევები აჩვენებს კარგ შეღწევას საკვერცხის და საშვილოსნოს ქსოვილში.
ელიმინაცია და ექსკრეცია: ინტრავენური ინექციის შემდეგ, პლაზმაში დარჩენა ბიფაზურია. საწყისი ფაზა სწრაფია ნახევარგამოყოფის პერიოდი 25-49 წუთი და მას მოყვება გახანგრძლივებული ელიმინაციის ფაზა ნახევარგამოყოფის პერიოდით 2-4 დღე. ელიმინაციის ხანგრძლივი ფაზა სავარაუდოდ გამოწვეულია ცილებთან მაღალი კავშირით. ნორმაში 90%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს, მაგრამ შეიძლება მეტი იყოს ნელი ინფუზიისას. ექსკრეცია ხდება უპირატესად თირკმელებით. დოზის დაახლოებით 15-25% სწრაფად გამოიყოფა, ძირითადად ინტაქტური პრეპარტის სახით პირველ 2-4 საათში და 20-75% პირველ 24 საათში. ნარჩენი წარმოადგენს პრეპარატის კავშირს ქსოვილებთან ან პლაზმის ცილებთან.
ჩვენებები
ცისპლატინის ინექცია შეიძლება მოხდეს მონოთერაპიით ან კომბინაციაში სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად შემდეგი მდგომარეოების მკურნალობისას:
• მეტასტაზური არასემიომატური მიკრობულ უჯრედოვანი კარცინომა
• შორსწასული სტადია, რეფრაქტერული საკვერცხის კარცინომა
• შორსწასული სტადია, რეფრაქტერული ნაღვლის ბუშტის კარცინომა
• რეფრაქტერული, თავისა და კისრის ქერქოვანუჯრედოვანი კარცინომა
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და ბავშვები ერთი აგენტით თერაპია:
დოზირების ტიპიური სქემებია:
50-100მგ/მ2 ერთეული ივ ინფუზიის სახით ყოველ 3-4კვირაში 6-8საათის განამვლობაში; ან ნელი ივ ინფუზია 15-20 მგ/მ2/დღეში 5 დღის განმავლობაში ყოველ 3-4 კვირაში. დოზირება უნდა შემცირდეს პაციენტებში ძვლის ტვინის ფუქნციის დეპრესიით.
კომბინირებული თერაპია
ცისპლატინი ხშირად გამოიყენება კომბინირებულ ტერაპიაში შემდეგ ციტოტოქსიურ აგენტებთან ერთად:
სათესლეების კიბოს მკურნალობა: ვინბლასტინი, ბლეომიცინი, აქტინომიცინი დ;
საკვერცხეების კიბოს მკურნალობა: ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ჰექსამეთილმელამინი, 5-ფლურურაცილი; თავის და კისრის კიბოს მკურნალობა: ბლეომიცინი, მეთოტრექსატი.
შემდგომი მკურნალობა ცისპლატინით
ცისპლატინის განმეორებითი კურსი არ უნდა ჩატარდეს სანამ:
• შრატში კრეატინინის დონე არ იქნება 140მიკრომოლ/ლ-ზე ნაკლები ან პლაზმაში შარდის მჟავა 9მმოლ/ლ-ზე ნაკლები
• მოცირკულირე სისხლის ელემენტები არ იქნება შესაბამის დონეზე (თრომბოციტები მინიმუმ 100,000/მმ3, ლეიკოციტები 4000/ მმ3).
ძირითადი აუდიოგრამა უნდა ჩატარდეს და საჭიროა პაციენტის მონიტორინგი პერიოდულას სმენის დარღვევის გამოსავლენად (იხ. უსაფრთხოების ზომები).
ღვიძლის ფუნქციის დაზიანება: ადამიანებში კვლევებმა აჩვენა ცისპლატინის მაღალი ათვისება ღვიძლის მიერ. აღწერილია ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) და ტუტე ფოსფატაზას მომატება ღვიძლის ტოქსიურობის კლინიკურ ნიშნებთან ერთად.
ცისპლატინი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
თირკმლის ფუნქციის დაზიანება: ცისპლატინი აითვისება თირკმლის ქსოვილის მიერ და ავლენს დოზადამოკიდებულ და კუმულაციურ ნეფროტოქსიკურობა ს. ძირითადად შარდში გამოიყოფა. ცისპლატინის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და პლაზმაში მისი დონე მნიშვნელოვნად იზრდება.
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, თირკმის ფუნქციის ადრე არსებული დარღვევით. ცისპლატინი უკუნაჩვენებია პაციენტებში შრატში კრეატინინის დონით 200მიკრომოლი/ლ-ზე მეტად. განმეორებითი კურსები სასურველი არ არის სანამ შრატში კრეატინინის დონე არ ქინება 140მიკრომოლ/ლ-ზე ნაკლები და/ან სისხლში შარდის მჟავა 9მმოლ/ლ-ზე ნაკლები.
მიღება: საჭიროა პაციენტების ადექვატური ჰიდრატაცია ცისპლატინის მიღებამდე და მის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, შარდის კარგად გამოყოფასა და ნეფროტოქსიურობის რისკის მინიმალიზაციაში დასარწმუნებლად.
მკურნალობამდელი ჰიდრატაცია: ჰიდრატაცია შეიძლება მიღწეულ იქნას ინტრავენურად 5%-იანი გლუკოზის 2ლიტრის ინფუზიით 1/2-1/3 მარილის ხსნარში 2-4 საათით ადრე ინფუზიით.
მიღება: ცისპლატინის ინექციას შეიძლება დაემატოს 1 ლიტრი სუფრის მარილის ხსნარი და გადაისხას სასურველ დროს.
მკურნალობის შემდგომი ჰიდრატაცია: მნიშვნელოვანია ადექვატური ჰიდრატაციის და შარდის გამოყოფის შენარჩუნება 24 საათის განმავლობაში ინფუზიის შემდეგ. პროდუქტი და მისი ნარევები არ შეიცავს სნტიმიკრობულ აგენტს/ მიკრობიოლოგიური საფრთხის შესამცირებლად რეკომენდებულია შემდგომი დილუცია გამოყენებამდე და და ინფუზიის დაწყება რაც შეიძლება მალე ნარევების მომზადების შემდეგ. ინფუზია უნდა დამთავრდეს 24 საათში და ნარჩენები განადგურდეს.
გვერდითი მოვლენები
• გასტროინტესტინური დარღვევები: მწვავე გულისრევა და ღებინება ჩვეულებრივ იწყება 1-4 საათის შემდეგ მკურნალობიდან და შეიძლება პერსისტირებდეს 1 კვირამდე. სეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. გვერდითი ეფექტები მხოლოდ ნაწილობრივ იხსნება სტანდარტული ანტიემეტური საშუალებებით. აღწერილი ტოქსიკურობა მოიცავს ღრძილების პლატინის ხაზსაც.
• თირკმლის და შარდის დარღვევები: მწვავე რენული ტოქსიკურობა, რომელიც ხშირი იყო წარსულში და წარმოადგენდა ძირითად დოზის შემზღუდველ ტოქსიკურობას, ბევრად შემცირდა 6-8 საათიანი ინფუზიების გამოყენებით და თანმხლები ინტრავენური ჰიდრატაციით და ფორსირებული დიურეზით. კუმულაციური ტოქსიკურობა, პრობლემად რჩება და შეიძლება იყოს მწვავე. თირკმლის დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია მილაკების დაზიანებასთან შეიძლება პირველად აღინიშნოს დოზირებიდან მეორე კვირას და გამოვლინდება შრატში კრეატინინის მომატებით, სისხლში შარდის ნიტროგენის, შრატში შარდის მჟავა და/ან კრეატინინის კლირენსის დაქვეითებით. თირკმის უკმარისობა ჩვეულებრივ მსუბუქი ან საშუალოა და შექცევადია პრეპარატის ჩვეული დოზებისას, თუმცა მაღალი ან განმეორებითი დოზის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თირკმლის დაზიანების სიმწვავე და ხანგრძლივობა და განვითარდეს თირკმლის შეუქცევადი უკმარისობა (ზოგჯერ ფატალური). თირკმლის უკმარისობა აღწერილია პრეპარატის ინტრაპერიტონეალური შეყვანის შემდეგ.
• სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: ძვლის ტვინის მსუბუქი ტოქსიკურობა შეიძლება განვითარდეს ლეიკოპენიის და თრომბოციტოპენიის დროს. ეს ეფექტები ჩვეულებრივ შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ცისპლატინმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ანემია: ეს არ არის ზუსტად დოზასთან დაკავშირებული და შემთხვევით გამოწვეულია ჰემოლიზით.
• იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსიური და ანაფიაქსიის მსგავსი რეაქციები როგორიცაა სიწითლე, სახის შეშუპება, ქოშინი, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ადრე ექსპოზირებულნი იყვნენ ცისპლატინისადმი. რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება ცისპლატინის მიღებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში და შეიძლება გაკონტროლდეს ინტრავეურად ადრენალინის, კორტიკოსტეროიდების და/ან ანტიჰისტამინების შეყვანით.
• ყურის და ლაბირინთის დარღვევები: ყურებში უნი ან ბილატერალური შუილი და /ან სმენის დაქვეითება მაღალ სიხშირეებზე (> 4000 ჰერცი) შეიძლება განვითარდეს პაციენტების 10%-ში და ჩვეულებრივ შექცევადია. სმენის სისტემის ზარალი დოზა დამოკიდებული და კუმულაციურია და უფრო ხშირად აღწერილია ძალიან ახალგაზრდა ან ხანდაზმულ პაციენტებში. სმენის ფუნქციის მონიტორინგი საჭიროა უფრო ხშირად მკურნალობის დროს.
• ნერვული სისტემის დარღვევები: პერიფერიული ნეიროპათია ჩნდება იშვიათად პრეპარატის ჩვეული დოზირებისას. ჩვეულებრივ სენსორული ბუნებისაა (მაგ. პარესთეზია ზემო და ქვემო კიდურებში), მაგრამ შეიძლაბ მოიცავდეს მოტორულ სიძნელეებსაც, რეფლექსების დაქვეითებას ან არ არსებობას და ფეხების სისუსტეს. ავტონომიური ნეიროპათია, კრუნჩხვები, მეტყველების გაძნელება, გემოვნების დაკარგვა და მეხსიერების დაკარგვა აგრეთვე აღწერილია. ეს ნეიროპათიები ჩვეულებრივ ჩნდება გახანგრძლივებული თერაპიის შემდეგ, მაგრამ აგრეთვე განვითარდა პრეპარატის ერთეული დოზის შემდეგაც. სეიძლება აღინიშნოს არეფლექსია და პროპრიოცეფციის და ვიბრაციის სეგრძნების დაკარგვა განსაკუთრებით, თუ ცისპლატინის გამოყენება ხდება მაღალი დოზებით ან რეკომენდებულზე ხშირად. ზოგ პაციენტში ეს შეიძლება იყოს შეუქცევადი, თუმცა ისინი ნაწილობრივ ან სრულად შექცევადია სხვებში ცისპლატინის შეწყვეტის შემდეგ. ცერებროვასკულ;ური შემთხვევები აღწერილია ცისპლატინით ნამკურალებ პაციენტებში.
• თვალის დარღვევები: ბადურის ტოქსიკურობა გამოვლინდება როგორც მხედველობის დაბინდვა და ფერების აღქმის დარღვევა. ოპტიკური ნევრიტი, პაპილოედემა და რქოვანას სიბრმავე აღწერილია იშვიათ შემთხვევებში ცისპლატინის მიღების შემდეგ. ეს მოვლენები ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის გამოყოფის შემდეგ.
• გულის დარღვევები: კარდიოვასკულური ანომალიები (კორონარული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმიები, პოსტურალური ჰიპოტენზია, თრომბოზური მიკროანგიოპათია და სხვ).
• სუნთქვის, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები: ფილტვის ტოქსიკურობა აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ცისპლატინით მკურნალობენ ბლეომიცინთან ან 5-ფლუორურაცილთან კომბინაცაიში.
• ჰეპატობილიარული დარღვევები: მსუბუქი და ტრანზიტორული მომატება შრატში ალტ და ასტ-სა შეიძლება განვითარდეს იშვიათად.
• კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: მსუბუქი ალოპეცია. იშვიათად ურტიკარია ან მაკულოპაპულოზური გამონაყარი კანზე.
• ძვალკუნთოვანი და სემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: მიალგია.
• რეპროდუქციული სისტემის და მკერდის დარღვევები: ცისპლატინმა შეიძლება იმოქმედოს მამაკაცის ფერტილობაზე. სპერმატოგენეზის დარღვევა და აზოსპერმია აღწერილია. თუმცა სპერმატოგენეზის დაზიანება შეიძლება იყოს შეიძლება იყოს შექცევადი, მამაკაცები, რომლებიც იტარებენ ცისპლატინით მკურნალობას, უნდა გააფრთხილონ მამაკაცის ფერტილობაზე შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ.
• მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: ცისპლატინმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების სერიოზული დარღვევები, ძირითადად ჰიპომაგნემია, ჰიპოკალციემია და ჰიპოკალიემია, რაც დაკავშირებულია თირკმლის მილაკების დისფუნქციასთან. ჰიპომაგნემია და.ან ჰიპოკალციემია შეიძლება გახდეს სიმპტომური, აღინიშნოს კუნთების გაღიზიანება და კრუნჩხვები, ტრემორი, ცარპოპედალური სპაზმი ან/და ტეტანია. სხვა აღწერილი ტოქსიკურობა არის ჰიპერურიკემია, ჰიპონატრიემია და არაშესაბამისი ანტიდიურეზული ჰორმონის სინდრომი. ალოპურინოლი შეიძLება გამოყენებულ იქნას შრატში შარდის მჟავას დოზის შესამცირებლად.
• ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მდგომარეობა: პირექსია, ლოკალური ეფექტები როგორიცაა ფლებიტი, ცელულიტი და კანის ნეკროზი (პრეპარატის ექსტრავაზაციის შედეგად) შეიძლება განვითარდეს.
უკუჩვენება
ცისპლატინის ინექცია უკუნაჩვენებია შემდეგი მდგოამრეობების დროს:
• თირკმლის დაზიანება
• სმენის დარღვევები
• ძვლის ტვინის დეპრესია
• ორსულობა და ლაქტაცია
• პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ცისპლატინის ან პლატინის შემცველი შენაერთების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება ორსულობის დროს: კატეგორია დ. ცისპლატინი მუტაგენური აღმოჩენილია ბაქტერიულ კულტურებში და აპროდუცირებს ქრომოსომურ აბერაციებს ცხოველების ქსოვილების უჯრედებში. თაგვებში ცისპლატინი ტერატოგენური და ემბრიოტოქსიურია და მისი გამოყენება ორსულ ქალებში რეკომენდებული არ არის. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ანდექვატური კონტრაცეპტივები და ცისპლატინი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს რისკს.
თუ პაციენტი დაორსულდება პრეპარატის მიღების პერიოდში იგი უნდა გააფრთხილონ ნაყოფისთვის საფრთხის შესახებ.

გამოყენება ლაქტაციის დროს: უცნობია გამოიყოფა თუ არა ცისპლატინი რძეში. თუმცა ახალშობილისთვის პოტენციური რისკის გამო რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა ცისპლატინით მკურნალობის დროს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება*: პოტენციურად ნეფროტოქსიკური და ოტოტოქსიკური პრეპარატები როგორიცაა ამინოგლიკოზიდები და მარყუჟოვანი დიურეზულები შეიძლება აძლიერებდნენ ცისპლატინის ნეფროტოქსიკურ და ოტოტოქსიკურ ეფექტებს.
ცოცხალი ვაქცინები არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ცისპლატინით მკურნალობა. ცისპლატინი ურთიერთქმედებს ალუმინთან და წარმოქმნის შავ ნალექს. ნემსები, შპრიცები, კათეტერები და ან ინტრავენური მოწყობილობები რომლებიც შეიცავს ალუმინს არ უნდა გამოიყენონ ცისპლატინის შეყვანისას.
განსაკუთრებული მითითებები
ცისპლატინის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობით, რომლებსაც აქვთ ციტოტოქსიკური აგენტებით მკრუნალობის გამოცდილება და როდესაც ცისპლატინით თერაპიის პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს. შესაბამისი აღჭურვილობა უნდა არსებობდეს გართულებების ადექვატური მენეჯმენტისთვის მათი აღმოცენების შემთხვევაში.
ნეფროტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად, საჭიროა განზავება თერაპიამდე, თერაპიის დროს და თერაპიის შემდეგ (იხ.დოზირება და მიღება). თერაპიის დაწყებამდე, შემდრგ კი შეასბამის დოზებამდე საჭიროა შემდეგი პარამეტრების მონიტორინგი: თირკმლის ფუნქცია გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს), სისხლში შარდის ნიტროგენის (სშმ), შრატის კრეატინინის და კრეატინინის კლირენსის ჩათვლით; ელექტროლიტების ჰიპომაგნემიის ან ჰიპოკალციემიის აღმოსაჩენად; სმენის ფუნქცია; ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები; ღვიძLის ფუნქცია და ნევროლოგიური სტატუსი.
• ნეფროტოქსიკურობა: კუმულაციური და დოზადაკავშირებული უკმარისობა ცისპლატინის დოზის მთავარი შემზღუდველი ტოქსიკურობა ა. ყველაზე ხშირად განვითარებული ცვლილებები არის გფს-ს დაქვეითება, რომელიც აისახება შრატში კრეატინინის დონის მატებით და თირკმელში პლაზმის ეფექტური ნაკადის სემცირებით. მკურნალობამდელი და მკურნალობის შემდგომი განზავება შეიძლება ამცირებდეს ნეფროტოქსიკურობა ს (იხ. დოზირება და მიღება).
თირკმლის ფუნქცია ნორმას უნდა დაუბრუნდეს შემდეგი დოზების მიცემამდე. • მიელოსუპრესია: ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა დოზა-დამოკიდებული და კუმულაციურია. მოცირკულირე თრომბოციტების და ლეიკოციტების ყველაზე დაბალი დონე ზოგადად აღინიშნება 18-23 დღის (მერყეობს 7.3-45) განმავლობაში პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელდება 39 დღეში (მერყეობს 13-62). ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია უფრო ხშირად აღინიშნება 50მგ/მ2-ზე მაღალი დოზების გამოყენებისას.
ცისპლატინის შემდეგი კურსები არ უნდა დაიწყოს სანამ თრომბოციტების დონე არ იქნება 100,000/მმ3-ზე მეტი და თეთრი უჯრედების დონე 4,000/მმ3-ზე მეტი. • ანემია: ანემია (ჰემოგლობინის დაქვეითება 2გ%-ზე ემტად) აღინიშნება პაციენტების მნიშვნელოვან რაოდენობაში, სვეულებრივ მკურნალობის რამდენიმე კურსის შემდეგ. შეფუთული ერითროციტების ტრანსფუზია შეიძლება საჭირო გახდეს მწვავე შემთხვევებში.
კუმბსის დადებითი ჰემოლიზური ანემია აღინიშნა ცისპლატინის გამოყენებისას. ცისპლატინის შემეგმა კურსებმა სენსიბილიზებულ ინდივიდებში შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზის ზრდა.
• გულსირევა და ღებინება: გულისრევა და ღებინება აღინიშნება თითქმის ყველა პაციენტში რომლებსაც ცისპლატინით მკურნალობენ და ზოგჯერ ისეთი მწვავეა, რომ საჭირო ხდება დოზირების შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.
• ოტოტოქსიკურობა: ოტოტოქსიკურობა კუმულაციურია და ჩნდება ძირითადად მაღალი დოზების გამოყენებისას. ყურებში შუილი ან სმენის უეცრად დაქვეითება ოტოტოქსიურობის ნიშანია. ყურებში შუილი ჩვეულებრივ ტრანზიტორულია, გრძელდება რამდენიმე საათიდან ერთ კვირამდე თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. სმენის დაქეითება ჩვეულებრივ უნილატერალური ან ბილატერალურია და ჩნდება 4000-დან 8000 ჰერცამდე. სმენის ამ დარღვევების სიხშირე და სიმწვავე იზრდება დოზის განმერეობისას და მწვავე დარღვევები შეიძლება შექცევადი არ იყოს. სმენის ფუნქციის მონიტორინგი საჭიროა ოტოტოქსიურობის ამ სიმპტომების ასაცილებლად.
• ჰიპომაგნემია და ჰიპოკალციემია: ჰიპომაგნემია ჩნდება ხშირად და სავარაუდოდ გამოწვეულია თირკმლის მილაკების დაზიანებით რაც იწვევს მაგნიუმის იონების დაკარგვას. მეორადი ჰიპოკალცემია შეიძლება გაჩნდეს ტეტანიით. აუცილებელია ელექტროლიტების მონიტორინგი.
• ნეიროტოქსიკურობა: პერიფერიული ნეიროპათია, პოსტურალური ჰიპოტენზია, მიასთენიური სინდრომი, კრუნჩხვები და მხედველობის დაკარგვა შეიძლება განვითარდეს ცისპლატინით გახანგრძლივებული მკურნალობის შემდეგ. ამ სიმპტომების განვითარებისას რეკომენდებულია ცისპლატინის მიღების შეწყვეტა.
• ანაფილაქსია: ცისპლატინით თერაპიის შემდეგ აღწერილია შემთხვევითი მეორადი რეაქციები. პაციენტები, რომლებიც იღებენ ცისპლატინს უნდა გამოიკვლიონ შესაძლო ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციების გამოსავლენად და აუცილებელი მედიკამენტები და აღჭურვილობა უნდა არსებობდეს ამ რეაქციების სამკურნალოდ. პაციენტები ანამნეზში ოჯახური ატოპიით უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ჭარბი დოზირება
მკურნალობა სიმპტომურია.იხ გვერდითი ეფექტები შესაძლო გართულებებისთვის.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის უსაფრთხოების ზომები
როგორც ყველა ანტინეოპლაზიური საშუალების შემთხვევაში, ცისპლატინის ინექცია უნდა მოამზადოს ტრენირებულმა პერსონალმა. ეს უნდა მოხდეს შესაბამისად მომზადებულ გარემოში (სასურველია ციტოტოქსიურ ლამინარულ კაბინაში). ცისპლატინის დაჭერისას უნდა ატარონ დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანები, ნიღაბი და თვალის დამცავი. თუ ხსნარის კონტაქტი ხდება კანთან ან ლორწოვანთან, დაზიანებული უბანი სასწრაფოდ უნდა გაირეცხოს წყლით და საპნით. რეკომენდბეულია რომ ორსულმა პერსონალმა არ დაიჭიროს ციტოტოქსიური აგენტები როგორიცაა ცისპლატინი.
რეკომენდებულია ლუერ-ლოკის შპრიცები. რეკომენდებულია ფართო ნემსები წნევის და აეროზოლის ფორმირების შესაძლებლობის მინიმალიზაციისთვის. აეროზოლები აგრეთვე შეიძლება შემცირდეს მომზადების დროს ნახვრეტებიანი ნემსის გამოყენებისას. ცისპლატინის მომზადების დროს გამოყენებული საშუალებები უნდა განადგურდეს ორმაგად დალუქულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებით და 1100°C-ზე დაწვით.
გადაღვრა და განადგურება
გადაღვრის შემთხვევაში, უნდა შეიზღუდოს დაზიანებულ უბანთან მიშვლა. ატარეთ ორი წყვილი ხელთათმანი (ლატექსი), რესპირატორული ნიღაბი, დამცავი ტანსაცმელი და უსაფრთხოების სათვალე. დაღვრილი სითხის გავრცელება შეზღუდეთ შესაბამისი მასალით როგორიცაა აბსორბენტი პირსახოცი ან ადსორბენტი გრანულები. დაღვრილი მასა აგრეთვე შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის 5%-იანი ჰიპოქლორიტით. შეაგროვეთ აბსორბირებული მასალა და სხვა ნამტვრევები დაღვრილი მასიდან და მოათავსეთ გამძლე პლასტიურ კონტეინერში და აღნიშნეთ შესაბამისად.
ციტოტოქსიური ნარჩენი უნდა მიიჩნიონ სახიფათოდ ან ტოქსიურად და აღინიშნოს “ციტოტოქსიური ნარჩენი 1100°C-ზე დასაწვავად”. ნარჩენი მასალები უნდა დაიწვას 1100°C-ზე მინიმუმ 1 წამი. გაწმინდეთ დაღვრილი მასის შემდეგ დარჩენილი ადგილი დიდი რაოდენობით წყლით.

ინახება 15-25°C ტემპერატურაზე. გაყინვა არ შეიძლება.
დაიცავით სინათლისგან. მხოლოდ ერთი გამოყენებისთვის. გაანადგურეთ გამოუყენებელი მასალა.
ვარგისობის ვადა (თვე/წელი) მითითებულია შეფუთვაზე.
გამოშვების ფორმა: 100მგ/100მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ფაიზერი, აშშ

გაფრთხილება