ჰეფიბელი ფლორა – ჰუმანითი / Happybelly Flora – Humanity

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები. ლაქტობაქტერიების კომბინაცია ფოლიუმის მაჟავას და B12 ვიტამინთან ერთად.
ათქ კოდი:  A07FA51
შემადგენლობა
თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ფოლის მჟავა      1.5მგ
ვიტამინი B12      15მკგ
ლაქტობაქტერიები   120 მილიონი სპორა
(Lactobacillus sporogenes/Bacillus coagulans)
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის Lactic Acid Bacillus (Bacillus coagulans (Lb.sporogenes),ფილის მჟავა და ვიტამინი B12.
თერაპიულ ეფექტს განაპირობებენ ბაქტერიები, რომლებიც აპროდუცირებენ რძემჟავას და გააჩნიათ ანტაგონისტური მოქმედება პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ. ბაქტერიების სპორები აქტიურდებიან კუჭში, შემდგომ 12-გოჯა ნაწლავში გადადიან ცოცხალ, ვეგეტეტურ ფორმაში და L(+) რძემჟავას პროდუცირების გზით ხელს უწყობენ სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას.  ლაქტობაქტერიები ააქტიურებენ ცილების, ცხიმების და რთული ნახშირწყლების ფერმენტატულ დაშლას (ასევე ბავშვებში ლაქტაზური უკმარისობის შემთხვევაში) და ხელს უწყობენ ნაწლავების ლორწოვანი გარსის განახლების პროცესებს.
ფოლის მჟავა (ვიტამინი В9) საჭიროა ნორმალური ლეიკო- და ერითროპოეზისათვის, ამინომჟავების, ნუკლეინური მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზისთვის.
ვიტამინი В12 (ციანოკობალამინი) მონაწილეობს ნახრირწყლების, ცილების და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ნუკლეინის მჟავების სინთეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ასტიმულირებს ერითროპოეზს.
ფარმაკოკინეტიკა
არ არის შესწავლილი.
ჩვენებები
გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში (6 თვის ასაკიდან):
• სხვადასხვა ეტიოლოგიის  ქრონიკული კოლიტი (მათ შორის  არასპეციფიური ეროზიული კოლიტი),  ენტერიტი
• ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების გამოყენებით და სხვა  მიზეზით გამოწვეული დასბაქტერიოზი (დიარეა, ყაბზობა,  დისპეფსია, ანორექსია) სხვადასხვა სომატური დაავადების დროს
• „მოგზაურთა დიარეა“, ინფექციური დიარეა
• ნაწლავური დარღვევები (პათოგენური და პირობითად ნაწლავური მიკროორგანიზმებით გამოწვეული მწვავე ნაწლავური ინფექციების შემდგომი პერიოდი)
• დამხმარე თერაპიის სახით ჭინჭრის ციების, ეგზემის, სავაბშვო დიათეზის და ატოპიური დერმატიტის დროს
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ერითრემია, ერითროციტოზი, თრომბოემბოლია, ავთვისებიანი წარმონაქმნები, კობაკამინის არანამკურნალევი დეფიციტი, ფენილკეტონურია, ლებერის დაავადება (მხედველობის ნერვია ატროფია).
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ფოლის მჟავა
ფოლის მჟავის შეწოვა მცირდება ანალგეტიკებთან, ანტიკონვულსანტებთან, ანტაციდებთან, ალორამფენიკოლთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინთან, ანტიბიოტიკებთან, სულფანილამიდებთან და ციტოსტატიკებთან ერთდროული გამოყენებისას.
ფოლის მჟავა აჩქარებს ფენიტოინის მეტაბოლიზმს.
ფოლატის დეფიციტის მქონე პაციენტებში ფოლის მჟავის გამოყენებისას მცირდება ფენობარბიტალის, ფენიტოინის, პრიმიდონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური შეტევის პროვოცირება.
პერორალური კონტრაცეპტივებს, ეტანოლს, სულფასალაზინს, ციკლოსერინს, გლუტეტიმიდს და მეტოტრექსატს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ფოლატის მეტაბოლიზმზე.
არ გამოიყენება მინერალურ მჟავეებთან, ტუტე საშუალებებთან, ვინაიდან შეიძლება მოხდეს ფოლის მჟავის ინაქტივაცია.
ქოლესტირამინთან ერთდროული გამოყენებისას  შესაძლოა აბსორბციის შემცირება და ცვლილება. ფოლის მჟავა მიიღება ქოლესტირამინის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.
ციანოკობალამინი
ამინოგლიკოზიდები, სალიცილატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები, კოლხიცინი, კალიუმის პრეპარატები ამცირებენ ციანოკობალამინის შეწოვას და მოქმედებენ მის კინეტიკაზე. კანამიცინთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინთან, ტეტრაციკლინთან ერთდროული გამოყენებისას ციანოკობალამინის შეწოვა მცირდება.
თიამინთან ერთდროული მიღებისას იზრდება თიამინით გამოწვეული ალერგიული რეაქციების სიხშირე.
ქლორამფენიკოლი ამცირებს პრეპარატის მოქმედებას ჰემოპოეზზე. ციტამენის მოქმედება მცირდება ციანოკობალამინთან ერთდროული გამოყენებისას. პერორალური კონტრაცეპტივები ამცირებენ ციანოკობალამინის კონცენტრაციას.
განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატის მიღებისას არ შეიძლება ცხელი სასმელების მიყოლება. 6 თვიდან ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიცემა შესაძლებელია უშუალოდ ჭამის წინ. რძემჟავას მაპროდუცირებელი ბაქტერიების ანტიბიოტიკორეზისტენტობის გათვალისწინებით, პრეპარატის გამოყენება ხელს არ უშლის ანტიბიოტიკოთერაპიას. პრეპარატით მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ბაქტერიოფაგებით თერაპიის შემდეგ. ციანოკობალამინით მკურნალობისას შესაძლებელია ფუნიკულური მიელოზის და პერნიციოზული ანემიის კლინიკური სურათის და ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება. ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში (მეგალობლასტური ანემიის და ვინამინ В12 დეფიციტის გამოკლებით) პრეპარატი არ გამოიყენება. არ გამოიყენება მძიმე სტენოკარდიის და გულის  დეკომპენსირებული  უკმარისობის მქომე პაციენტებში.  არ გამოიყენება გალაქტოზის აუტანლობის, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტის და მალაბსორბციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ორსულობა და ლაქტაცია
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, საჭიროების შემთხვევაში.
გამოყენების წესი და დოზირება
კოლიტი, დისბაქტერიოზი: მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლიდან  ინიშნება  1 კაფსულა დღეში ორჯერ  ჭამამდე 40 წუთით ადრე ან უშუალოდ ჭამის წინ.
6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში  კაფსულის შიგთავსი იხსნება 10 მლ დედის რძეში ან გადადუღებულ წყალში (ოთახის ტემპერატურის) სუსპენზიის მიღებით; სუსპენზიის ერთჯერადი დოზა შეადგენს 5 მლ.
მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 2 კაფსულას, დღიური- 4 კაფსულას.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ხასიათზე.
ნაწლავური პრობლემების  მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირას, ქრონიკული კოლიტისას- 1,5-2 თვეს, ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზისას- 3-4 კვირა. მიღებული კლინიკური ეფექტის გამყარების მიზნით, მიკროფლორის სრული ნორმალიზაციის არარსებობისას პრეპარატი ინიშნება შემანარჩუნებელი დოზით  1 კაფსულა დღეში ერთხელ 1-1,5 თვის განმავლობაში.
რეციდივების მიმდინარე დაავადების დროს გამოიყენება განმეორებითი მკურნალობის კურსები. პრეპარატის მიღების წინ საჭიროა მიკროფლორის გამოკვლევა.
ბავშვებში გამოყენება
გამოიყენება 6 თვის ასაკიდან. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია სხვა ფორმის გამოყენება (ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი).
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ფოლის მჟავის ჭარბი დოზირებას შეუძლია ვიტამინი В12-ს დეფიციტის შენიღბვა. ფოლის მჟავის ძალიან დიდ დოზების (15მგ/დღეში) მიღებისას შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა (გულისრევა, მეტეორიზმი, მწარე გემო პირში). ციანოკობალამინით ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია განვითარდეს: ფილტვის შეშუპება, გულის უკმარისობა, პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი, აკნეს კეთილთვისებიანი ფორმა. დიდ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის ფერმენტების აქტივობის დარღვევა, გულის ტკივილი, ჰიპერკოაგულაცია. შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაღრმავება.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური მკურნალობა.
გვერდითი ეფექტები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დისპეფსია, გულისრევის შეგრძნება, მეტეორიზმი, დისკომფორტის შეგრძნება, უმადობა, დიარეა.
კანი და კანქვეშა ქსავილები: კანის გაწითლება, ქავილი, გამონაყარი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, აკნე, ბულოზური გამონაყარი.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიის, ანგიონევროზული შეშუპების და ბრონქოსპაზმის ჩათვლით).
ნერვული სისტემა: თავის ტკივილი,  აგზნება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულის ტკივილი, ტაქიკარდია, პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი.
სხვა: წამოხურებები, საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ჰიპერთერმია.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე, ბნელ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
გამოშვების ფორმა: კაფსულა №30
შეფუთვა
10 კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Mepro Pharmaceuticals, ინდოეთი

გაფრთხილება