ჰექსაცილი წვეთები (ნატუროპათი) / Hexacyl (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

ჩვენება
შემანარჩუნებელი მკურნალობა ჰეპატობილიარული სისტემის და თირკმლის ფუნქციური დარღვევების დროს

თვისებები
Hexacyl-ის შემადგენელ კომპონენტებს – Sulfur, Lycopodium და Berberis-სს წამლის ჰომეოპათიურ ასპექტში მოქმედების ერთნაირი სპექტრი აქვს. თითოეული კომპონენტის მოქმედების ძირითადი დანიშნულებაა სისხლის მიმოქცევის სისტემაში ვენური
შეგუბება და აქედან გამომდინარე სხვა ორგანოებში, უპირველესად კი, ღვიძლსა და თირკმლებში არსებული დამახასიათებელი დარღვევები. ჰომეოპათიური რეპერტორიზაციისათვის (საჭირო პრეპარატების შერჩევა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჩივილების მიხედვით) გადამწყვეტია შემდეგი სიმპტომები:
• ღვიძლის და თირკმლების დეტოქსიური ფუნქციის დაქვეითება (შარდმჟავა დიათეზი), რაც შეგუბებას და მასთან დაკავშირებულ  ნაღვლის და შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნა უწყობს ხელს
• მრავალრიცხოვანი ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოწვეული, საჭმლის მომნელებელი სეკრეტორული ნივთიერებების არასაკმარისი გამომუშავებით.
• ცვლილებები კანი მხრივ, მშრალი ან ჩირქოვანი ეგზემა ძლიერი ქავილით და სიწითლით, განსაკუთრებით, სხეულის ბუნებრივ ხვრელებში, რაც ნივთიერებათა ცუდ ცვლაზე მიუთითებს.
• მამოძრავებელი აპარატის გადაძაბვა და ტკივილი, რასაც ახლავს გამოხატული სისუსტე
• კარდიული დარღვევები, გამოწვეული ღვიძლის და პორტული ვენის სისტემაში შეგუბებითი მოვლენებით წამყვანი სიმპტომებია: ძლიერი ქავილი, წვა, გახდომა, გაუარესება სითბოს, სიცივისა და წოლის ფონზე. გაუმჯობესება სუფთა ჰაერზე და ზომიერ ფიზიკური აქტიურობის გავლენით. Hexacyl ნაჩვენებია დრენაჟისათვის ყველა ტოქსიური და ინფექციური დაზიანების დროს, რომელიც ცილის გაძლიერებული კატაბოლიზმით მიმდინარეობს, მაგალითად, საკვები პროდუქტის აუტანლობა, ინფექციები და ინტოქსიკაციები.

მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობის დროს მიიღება ყოველ ნახევარ საათში (2 საათის განმავლობაში), დღეში არაუმეტეს 12-ჯერ 5-10 წვეთი, მცირე რაოდენობით წყალთან  ერთად.
მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს ყოველდღიურად მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
Hexacyl-ის მიღება არ შეიძლება ალკოჰოლიზმის, ღვიძლის დაავადებების დროს Hexacyl-ი მიიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ სიფრთხილის ზომები ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის. ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება და ბავშვთა ასაკი უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად მითითებები ეს პრეპარატი შეიცავს
59.9 მოც. % ეთანოლს

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ, 30 მლ და 100 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება