დესლონორმი / Deslonorm

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დესლონორმი / Deslonorm-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დეზლორატადინი/desloratadine

დესლონორმი / Deslonorm-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები


დესლონორმი / Deslonorm აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქ კოდი:  R06AX27
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება – დეზლორატადინი – 5მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი, იზოპროპილის სპირტი, დიქლორმეთანი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დესლონორმი წარმოადგენს არასედაციურ, ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინურ საშუალებას, პერიფერიული H1- ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორს. მიღების შემდეგ დესლონორმი სელექტიურად აბლოკირებს პერიფერიული ჰისტამინის H1-რეცეპტორებს. ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას და ამსუბუქებს მის მიმდინარეობას. ახასიათებს ანტიექსუდაციური მოქმედება, ამცირებს კაპილარების გამტარობას, ხელს უშლის ქსოვილების შეშუპებას და გლუვკუნთოვანი ქსოვილების სპაზმის განვითარებას. არ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, არ ახასიათებს სედაციური მოქმედება, არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე. არ იწვევს ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებას.
დესლონორმი აინჰიბირებს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა რეაქციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ალეგიული ანთებითი პროცესის განვითარებას.
დესლონორმი მოქმედებას იწყებს მიღებიდან 30 წუთში და ახასიათებს ხანგრძლივი (არანაკლებ 24 სთ.) ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:
დესლონორმი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მიღებიდან – 30 წუთში შესაძლებელია მისი განსაზღვრა სისხლის პლაზმაში, Cmax მიიღწევა 3 საათში.
საკვების მიღება არ ახდენს გავლენას მის ორგანიზმში გადანაწილებაზე. არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ორგანიზმიდან გამოიდევნება ძირითადად გლუკურონიდთან შეკავშირებული მეტაბოლიტის სახით, მცირე რაოდენობა კი უცვლელი სახით. T1/2 საშუალოდ-27 საათია (20-30სთ).

ჩვენებები:
სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი;
ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია.

მიღების წესი და დოზირება:
დესლონორმის მიღება სასურველია ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
12 წლიდან – 5 მგ ერთხელ დღეში;
6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5მგ დღეში ერთხელ;
1-6 წლამდე ასაკის  ბავშვებში – 1,25მგ დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:
დესლორატადინის კლინიკური მნიშვნელობის გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. იშვიათად შესაძლებელია: დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი; ძალიან იშვიათად: ტაქიკარდია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
1 წლამდე ასაკის ბავშვები;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში.

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მძიმე სახის გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ასეთ დროს სასურველია კუჭის ამორეცხვა დააქტივირებული ნახშირის მიღება. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის. არ აძლიერებს ცნს-ზე ეთანოლის ზეგავლენას.
გამოშვების ფორმა: 5მგ ტაბლეტი № 10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ევრომედიკალი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook