ელპიკაინი 5 % კრემი / LPKain

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლიდოკაინი, პრილოკაინი/ lidocaine, prilocaine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანალგეზიური და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები
გარეგანი გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერებები:
1 გ კრემი შეიცავს 25 მგ ლიდოკაინს (2,5%) და 25 მგ პრილოკაინს (2,5%).
დამხმარე ნივთიერებები:Croduret 54 (PEG-54 ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი), Synthalen MP (კარბომერი), ნატრიუმის ჰიდროქსიდის გრანულა, გამოხდილი წყალი

რა არის ელპიკაინი კრემი და რისთვის გამოიყენება ის?
ელპიკაინი კრემი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, რომლის გამოყენებაც ხდება კანზე. იწვევს ტრანზიტორული მგრძნობელობის დაქვეითებას გამოყენების ადგილას, თუმცა შეხების შეგრძნება შენარჩუნებულია. ელპიკაინი კრემი გამოიყენება კანზე, გენიტალურ (რეპროდუქციული ორგანოები) ლორწოვან გარსებზე და ქვემო კიდურების წყლულებზე.

ელპიკაინი კრემი წარმოდგენილია 5 გ და 10 გ ალუმინის ტუბებში.

ელპიკაინი კრემი გამოიყენება კანის ზედაპირული ანესთეზიისთვის ინექციისას, პუნქციისას, სისხლძარღვებისა და ვენის კათეტერიზაციის დროს, ქირურგიული ჩარევებისას;
ელპიკაინი კრემი გამოიყენება ზედაპირული ანესთეზიისთვის, ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულის ქირურგიული დამუშავებისას (მექანიკური გასუფთავებისას), მაგალითად, ფიბრინის ჩირქისა და ნეკროზული ქსოვილების მოშორებისას;
ელპიკაინი კრემი გამოიყენება სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ზედაპირული ანესთეზიისთვის, მტკივნეული მანიპულაციების ჩატარებისას (მხოლოდ მოზრდილებში) და გაუტკივარებისთვის, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ინექციამდე.

რა უნდა იცოდეთ ელპიკაინი კრემის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ელპიკაინი კრემი, თუ:
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლიდოკაინის, პრილოკაინის ან ელპკაინ კრემში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გყავთ ნაადრევად დაბადებული ახალშობილი.
გყავთ 12 თვემდე ასაკის შვილი, რომელიც თანადროულად მკურნალობს სისხლში მეტჰემოგლობინის დონეზე ზეგავლენის მქონე მედიკამენტებით.

გამოიჩინეთ განსაკუთრებელი სიფრთხილე ელპიკაინი კრემის გამოყენების დროს შემდეგ შემთხვევბში:
თუ თქვენ გიწევთ უჩვეულო და არასასიამოვნო ალერგიულ გარემოში ცხოვრობა, ელპიკაინი კრემის ან რაიმე სხვა მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
არ გამოიყენოთ ელპიკაინი კრემი სისხლმდენ ჭრილობებზე და კანის გამონაყარის დროს გარდა ქვემო კიდურბეის წყლულისა.
არ გამოიყენოთ ელპიკაინი კრემი თვალთან ახლოს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. თუ კრემი შემთხვევით თვალთან ახლოს მოგიხვდათ, დაუყოვნებლივ დაიბანეთ თბილი წყლით ან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით, ყურადღებით იყავით სანამ დაბუჟება გაგივლის.
არ გამოიყენოთ ელპიკაინი კრემი, თუ გაქვთ ყურის დაფის დაზიანება.
თუ გაკეთებული გაქვთ ინტრადერმული ვაქცინა (მაგ.: BCG) ვაქცინის შემოწმების დროის შემდეგ მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას უკმარისობის მსგავსი დაავადება, იშვიათი თანდაყოლილი ან იდიოპატური მეტჰემოგლობინემია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
(მეტჰემოგლობინემია არის მდგომარეობა, როდესაც ჭარბი ჰემოგლობინი გარდაიქმნება მეტჰემოგლობინად. ჩვეულებრივჰემოგლობინი მეტჰემოგლობინის სახით ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება სისხლში. თუ მეტჰემოგლობინის დონე მაღალია,გაძნელებულია ჟანგბადის ტრანსპორტიება სისხლში.

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ „ატოფიური დერმატიტი“,  კანზე კრემი გაიჩერეთ მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში.
თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე თუნდაც წარსულში გამოგიცდიათ, კონსულტაციისთცის მიმართეთ ექიმს.

ელპიკაინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ელპიკაინის კანზე ან ლორწოვან გარსებზე გამოყენების შემთხვევაში საკვები და სასმელიზეგავლენას არ ახდენს მის მოქმედებაზე.

ელპიკაინის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის პერიოდში ელპიკაინის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მინიმალური ოდენობით და ხანმოკლე დროით.

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ელპიკაინის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ანფარმაცევტს.
ელპიკაინის კრემი გადადის დედის რძეში. თუმცა მისი ოდენობა დედის რძეში იმდენად მცირეა, რომ ბავშვისთვისარ წარმოადგენს რისკს.

მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა
ელპიკაინის კრემს არ გააჩნია მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელპიკაინში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
თუ თქვენ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ელპიკაინში შემავალი ნივთიერებების მიმართ, ამ ნივითიერებებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არაა.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ თქვენ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მედიკამენტს, მიმართეთ ექიმს:

მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, როგორც მეტჰემოგლობინემიის გამომწვევი (მაგ.: სულფონამიდები)
სხვა ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებები (მაგ.: ტოკაინიდი)
კლასი III  ანტიარითმიული პრეპარატები (გულის ცემის მარეგულირებელი მედიკამენტები, მაგ.: ამიოდარონი)
მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ თირკმელებიდან ლიდოკაინის გაწმენდას (მაგ.: ციმეტიდინი, ბეტაბლოკერები).
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეპტორულ ან არარეცეპტორულ პრეპარატებს.

ელპიკაინი კრემის მიღების წესი
გამოყენების ინსტრუქცია დადოზირება:

ამ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ზოგადი დოზირების შესახებ, რომლესაცელპიკაინის გამოყენების დროს უნდა მიმართოთ. ექიმი განსაზღვრავს მიღების დოზას. თუ გინდათ, რომ მედიკამენტის გამოყენება ეფექტური აღმოჩნდეს მიყევით ინსტრუქციას.

გახსენით ტუბის დამცავი გარსი თავსახურზე მოცემული ბასრი წვერის მეშვეობით.

ელპიკაინი კრემის კანზე გამოყენება
კანზე დაიტანეთ კრემის თხელი ფენა. დაფარეთ ტეგადერმის ან ჰერმეტული ქსოვილის(მაგ.: ბანდაჟი) მეშვეობით. 2 გ კრემისთვის თქვენ უნდა გამოიყენოთ 5 გრამიანი ტუბის დაახლოებით ნახევარი.

მეორეხარისხოვანი ოპერაციები კანზე, როგორიცაა ნემსის შეყვანა და ადგილობრივი დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა: გამოიყენეთ 2 გ 1-დან 5-საათამდე.

თუ საჭიროა კანის ბიოფსია ან დაზიანებული კანის მკურნალობა კანის ვრცელ ნაწილზე: გამოიყენეთ დაახლოებით 1,5-2 გ 10სმ2 ნაწილზე 2-დან 5-საათამდე.

სხეულის დიდ ნაწილზე ახლადგაპარსული კანისთვის (სამკურნალო კანის მაქსიმალური რეკომენდირებული ზონა 600 სმ2 – ეს ზედაპირი უდრის დაახლოებით 30×20 სმ A4 ფორმატის ზომებს): გამოიყენეთ 1 გრ/10 სმ2 1-დან 5 საათამდე. მაქსიმალური რეკომენდირებული დოზაა 60 გ).

ელპიკაინი კრემის გამოყენება ზოგიერთი კანის დაავადების დროს
თუ თქვენ გაქვთ კანის დაავდება ე.წ. „ატოფიური დერმატიტი“ ან მოლუსკი (დაავადება გამოხატული პატარა სიმსივნეებით კანზე) კრემის მცირე დროით გამოყენება, 15-30 წუთი საკმარისია.

გამოიყენეთ ელპიკაინი კრემი გენიტალურ (რეპროდუქციული ორგანოები) ლორწოვან გარსებზე ან გენიტალურ კანზე
გენიტალური ლორწოვანი გარსი: ადგილობრივი დაზიანებების ქირურგიული მკურნალობის დროს, როგორიცაა გენიტალური მეჭეჭის ექსციზია: ექიმმა ან ექთანმა უნდა გამოიყენოს ელპიკაინი ოპერაციამდე 5-10 წუთით ადრე. 5-10 წუთიანი პროცედურისთვის ნორმალური დოზაა 5-10 გრ ელპიკაინი კრემი. სამედიცინო პროცედურა უნდა დაიწყოს კრემის გამოყენებისთანავე.

კაცის გენიტალური კანი: ექიმის რჩევის შესაბამისად ადგილობრივი ანესთეზიური საშუალებების გამოყენებამდე. ნორმალური დოზაა 1 გ კანის ყოველი 10 სმ2 (10 კვადრატული სანტიმეტრი), ზონისთვის გამოიყენება 15 წუთით.

ქალის გენიტალური კანი:ექიმის რჩევით ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებების გამოყენებამდე. ნორმალური დოზაა 1-2 გ კანის ყოველი 10 სმ2 (10 კვადრატული სანტიმეტრი) ზონისთვის, გამოიყენება 60 წუთით.

გამოიყენეთ ელპიკაინი კრემი ქვემო კიდურების წყლულებისთვის  გაწმენდამდე ან სამედიცინო დამუშავებამდე.
კრემის გამოყენების შემდეგქვემო კიდურების წყლულები დაიფარეთ ჰერმეტული სახვევით, როგორიცაა პლასტიკური სახვევი. გამოყენების მინიმალური დროა 30 წუთი. 60 წუთით გამოყენება უზრუნველყოფს უფრო მეტ ანესთეზიას. გაწმენდამდე მოიშორეთ კრემი ბამბის დოლბანდით და დაუყოვნებლივ დაიწყეთ გაწმენდა.

ფეხის წყლულის შემთხვევაში ელპიკაინი კრემი გამოიყენება სქელ შრეზე 10 სმ2 ზონაზე, დაახლოებით 1-2 გ მაქსიმუმ 10 გ ელპკაინ კრემი გამოიყენება ფეხის წყლულის გაწმენდამდე დაახლოებით 15-ჯერ 1-2 თვიანი პერიოდის განმავლობაში.

მიღების წესი:
გამოიყენება კანზე, გენიტალურ ლორწოვან გარსებზე, გენიტალურ კანზე და ქვემო კიდურების წყლულებზე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:

ელპიკაინი კრემის გამოყენება კანზე
გაუტკივარება ნემსის შეყვანისას, კონტაგიოზური მოლუსკის მოსაცილებლად და სხვა მცირე ზედაპირზე ქირურგიული მანიპულაციების ჩასატარებლად. კრემი დაიტანება სქლად კანზე და უნდა დაიფაროს ოკლუზიური ნახვევით. დოზა უნდა შეესაბამებოდეს დასამუშავებელი ზედაპირის ფართობს და არ უნდა აღემატებოდეს 1 გ. საცხს 10 სმ.2 -ზე.

0-3 თვის ასაკის ბავშვები:
წასმის ფართობი: მაქსიმუმ 10 სმ.2 (ჯამური 1 გ კრემი; მაქსიმალური დღიური დოზაა); აპლიკაციის ხანგრძლივობა: 1 სთ. (მნიშვნელოვანია: არაუმეტეს 1 სთ).

3-12 თვის ასაკის ბავშვები:
წასმის ფართობი: მაქსიმუმ 20 სმ2 (ჯამური 2 გ კრემი); აპლიკაციის ხანგრძლივობა:  1 საათი.

1-6 წლამდე ასაკის ბავშვები:
წასმის ფართობი: მაქსიმუმ 100სმ2 (ჯამური 10 გ კრემი); აპლიკაციის ხანგრძლივობა: 1 საათი, მაქსიმუმ 5 საათი.

6-12 წლამდე ასაკის ბავშვები:
წასმის ფართობი: მაქსიმუმ 200 სმ2 (ჯამური 20 გ კრემი); აპლიკაციის ხანგრძლივობა: 1 საათი, მაქსიმუმ 5 საათი.

ელიკაინი კრემის გამოყენება კანის ზოგიერთი დაავადების დროს
„ატოფიური დერმატიის“ მქონე ბავშვებში მოლუსკის ექსციზიის დროს რეკომედირებულია ელპიკაინის გამოყენება 30 წუთის განმავლობაში.

ელპიკაინ კრემის გამოყენება გენიტალურ (რეპროდუქციული ორგანოები) ლორწოვან გარსებზე ან გენიტალურ კანზე.
დაუშვებელია ელპიკაინი კრემის გამოყენება გენიტალურ ლორწოვან გარსებზე.

თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ელპიკაინის კრემს აქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ელპიკაინი კრემის საჭიროზე მეტი დოზის გამოყენებისას:
ელპიკაინი კრემის ჭარბი დოზით გამოყენების დროს თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები: ჩხვლეტის შეგრძნება პირის გარშემო კანზე და ენის დაბუჟება, თავბრუსხვევის შეგრძნება, ბუნდოვანი მხედველობა. ელპიკაინი კრემის ჭარბი დოზით გამოყენებისას მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დამხარებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები არ აღგენიშნებათ. ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზებში არ აღინიშნება ტოქსიკური ეფექტი.
არსებობს „მწვავე მეტჰემოგლობინემიის“ (სისხლის პიგმენტურ დონესთან დაკავშირებული პრობლემა) რისკი. ამ შემთხვევაში კანი ხდება მოლურჯო-მონაცრისფრო, რაც გამოწვეულია ჟაგბადის ნაკლებობით. მეტჰემოგლობინემიის შემჩნევა შესაძლებელია ციანოზით (მოლურჯო-მონაცრისფრო კანის შეფერილობა). ამ შემთხვევაში მეთილენ ლურჯის ინექცია წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

ელპიკაინი კრემის საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ელპიკაინი კრემის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

თუ ელპიკაინი კრემის გამოყენების შემდეგ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები გაგრძლედება, მიმართეთ ექიმს. ეს რეაქციები ზოგადად ხანმოკლეა და დროსთან ერთად გაივლის.

ქვემოთ მოცემულია გვედრითი მოვლენების ჩამონათვალი:
ძალიან გავრცელებული:სულ მცირე  10 ადამიანში აღენიშნება 1 ადამიანს

გავრცელებული:სულ მცირე 10 ადამიანში აღენიშნება 1 ადამიანს, მაგრამ 100 პაციენტში შეიძლება აღენიშნებოდეს 1-ზე მეტს.

ნაკლებად გავრცელებული :სულ ცირე 100 ადამიანში აღენიშნება 1 ადამიანს, მაგრამ 1000 პაციენტში შეიძლება აღენიშნებოდეს 1-ზე მეტს.

იშვიათი: სულ ცირე 1000 ადამიანში აღენიშნება 1 ადამიანს, მაგრამ 10000 პაციენტში შეიძლება აღენიშნებოდეს 1-ზე მეტს.

ძალიან იშვიათი :სულ ცირე 10000 ადამიანში აღენიშნება 1 ადამიანს.

თუ თქვენ გრძნობთ აღნიშნულ გვერდით მოვლენებს და ეს გვერდითი მოვლენები გრძლედება გარკვეული დროის განმავლობაში მიმართეთ ექიმს.

გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:
გამოყენების ადგილას ჰიპერემია, შეშუპება, ფერმკრთალი კანი.
გამოყენების ადგილას წვის მსუბუქი შეგრძნება და ქავილი  მხოლოდ გამოყენების დროს.
ზემოთ ჩამოთვლილია ელპიკაინი კრემით გამოწვეული მსუბუქი გვერდითი მოვლენები და ხანმოკლე დროში შემცირება.

ნაკლებად გავრცელებული  გვერდითი მოვლენებია:
მსუბუქი ალერგიული რეაქციები, რომლებიც ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს ადგილობრივმა საანესთეზიო საშუალებებმა (ყველაზე ძლიერია ანაფილაქსიური შოკი), რომელიც ელპიკაინი კრემის გამოყენების დროს ძალიან იშვიათია.
მეტჰემოგლობინემია (კანის მოლურჯო-მონაცრისფრო პიგმენტაცია)
პატარა წითელი წინწკლები კანზე კრემის გამოყენების ადგილას. ეს უფრო დამახასიათებელია ბავშვებისთვის, რომელთაც აწუხებთ კანის პრობლემები, როგორიცაა “ატოფიური დერმატიტი“ ან „მოლუსკი“.
თვალის გაღიზიანება კრემის შემხვევით თვალში მოხვედრის შემთხვევაში.
ეს არის ელპიკაინი კრემით გამოწვეული იშვიათი გვერდითი მოვლენები. თუ თქვენ შენიშნავთ რომელიმე მათგანს შეწყვიტეთ კრემის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გამოცდის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ელპიკაინი კრემის შენახვის პირობები
ელპიკაინი კრემი ინახება შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ თავის ორიგინალ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC.
არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ ელპიკაინი კრემი გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.
თუ შენიშნავთ რომ შეფუთვა დაზიანებულია არ გამოიყენოთ მედიკამენტი.
გამოშვების ფორმა:
5% (25მგ+25მგ)/გ 5გ an 10გ კრემი ალუმინის ტუბი №5 + გამჭვირვალე სახვევი №5
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება