ვიადერმი კანის / Viaderm Skin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები
ნუტრიცეპტული თერაპია გარეგანი სილამაზისთვის
შემადგენლობა
1 კაფსულა  შეიცავს:  ჰიალურონის მჟავა – 5.0 მგ., ფურისულას ზეთი – 350.0 მგ., სილიციუმი – 10.0 მგ., კოენზიმ Q10 – 15.0 მგ
არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.

„ვიადერმი კანის სილამაზე“   – ქალბატონებისთვის,  რომლებსაც  სურთ  შეანელონ  კანის დაბერების პროცესი. ახალგაზრდა ქალბატონებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სიბერის ნიშნები, მაგრამ სურთ შეინარჩუნონ ჯანმრთელი, ელასტიური და ლამაზი კანი. ქალბატონებისთვის, რომლებიც ეძებენ კანის მოვლისთვის საუკეთესო საშუალებას ხანგრძლივი დადებითი ეფექტით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
:  „ვიადერმი  კანის  სილამაზე“ არის  უნიკალური ბუნებრივი მკვებავი კოსმეტიკური პროდუქტი. შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ზრუნავენ თქვენი კანის მდგომარეობაზე. შეიცავს ოთხ ძლიერ ეფექტურ კომპონენტს – ჰიალურონის მჟავას, ფურისულას ზეთს, კოენზიმ Q10 და  სილიციუმს. “ვიადერმი კანის სილამაზე“ –  პერორალური თერაპიაა და გარეგანი გამოყენების კოსმეტიკური საშუალებებისგან  განსხვავებით  მოქმედებეს  ორგანიზმზე შიგნიდან, დერმის ღრმა შრეებში, სადაც სათავეს იღებს პრობლემა და ამგვარად აქვს მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი.  პრეპარატი ეფექტურად აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს, ტენიანობას და ამცირებს ნაოჭებს. მისი რეგულარული მიღება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი და ლამაზი კანი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიალურონის მჟავა- არის მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი, რომელიც  მონაწილეობს ქსოვილებში სითხის ტრანსპორტირებასა და გადანაწილებაში. პირდაპირ მოქმედებს უჯრედის მეტაბოლიზმზე და რეგენერაციის პროცესებზე. ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე და სიმკვრივეზე. ფურისულას ზეთი- მდიდარია E ვიტამინით “ახალგაზრდობის ვიტამინი“ და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად გამა ლინოლენის მჟავა). გამა ლინოლენის მჟავას უკმარისობა იწვევს კანის გამოშრობას, მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. გააჩნია მკვებავი, დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება. ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს. კანიდან ჩამოფრცქვნის მკვდარ უჯრედებს, აღადგენს კანის ზედაპირულ შრეს და მატებს კანს სიგლუვეს. სილიციუმი – მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების სიმკვრივეს და გამძლეობას, რაც არის კანის, თმის  და ფრჩხილების  ძირითადი საყრდენი. სილიციუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა  და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს  კოლაგენის სინთეზში, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას. კოენზიმ Q10 (უბიქინონი)- ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს  უჯრედებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნისა და დაბერებისაგან.
ჩვენება
პიგმენტური ლაქები, აკნეს შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია და ნაწიბურები, ნაადრევი დაბერება და ნაოჭები,  მზისმიერი ელასტოზი, კანის სიმშრალე, კანზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები: სტრესი და უძილობა, ნიკოტინი, ალკოჰოლი, სოლარიუმი, არაჯანსაღი კვება და ხანგრძლივი დიეტები, ჭარბი და უხარისხო კოსმეტიკა, მეტეოროლიგიური ფაქტორები.
უკუჩვენება
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.
ორსულობა და ლაქტაცია
ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება.
მიღების წესი და დოზირება
1 კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით. გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა გულისრევის შეგრძნება და კუჭის ტკივილი.
გამოშვების ფორმა
N30 კაფსულა ბლისტერში, მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად.
N60 კაფსულა ბლისტერში, მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად.

შენახვის პირობები
15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი  წარმოების თარიღიდან.
გამოშვების ფორმა:
კაფსულა N30; N60
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Walmark, ჩეხეთი

გაფრთხილება