ერბავენი / Erbaven

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფლებოტონური ეფექტის მქონე
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენელი კომპონენტები:  1 ტაბლეტი შეიცავს:
Troxerutin (ფლავონოიდები)300 მგ
ცხენის წაბლას ხის ქერქი (horse chestnut)  ტიტრირებული 3-4% ესცინამდე 60 მგ
ცენტელას ფოთოლი (centella levels)  ტიტრირებული 2 % asiatikosidi 30 მგ
წითელი ვაზის ფოთოლი (red vine leaves) ტიტრირებული 5% პოლიფენოლამდე 30 მგ
თაგვისარას ფესვი (butcher’s broom root)ტიტრირებული 5% საპონინებამდე 20 მგ
მოცვი ნაყოფი (billberry fruits)  ტიტრირებული 15% ანტოციანიდებამდე 20 მგ

დამხმარე ნივთიერება; შემავსებლები: ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი,   შემომგარსველები; მიკროკრისტალური ცელულოზა, acetic acid esteris of mono and fatty acid, გლიცერინი, ხილისა და მცენარეების კონცენტრატები (ალისარჩული, ბოლოკი, ვაშლი, მოცხარი, კარტოფილი, ალუბალი) ანტი აგლომერანტები: მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატურალური საღებავები:  ტიტანის დიოქსიდი.
არ შეიცავს: გლუტეინს, კონსერვატებს, ხელოვნურ საღებავებს, გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს,

ერბავენი:
– არეგულირებს ვენურ პრობლემებს;
– ხსნის შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებას ქვემო კიდურებში;
– აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და სისხლძარღვების კედლის ოქსიგენაციას;
– ამაღლებს სისხლძარღვების კედლის სიმტკიცეს.
შემადგენელი კომპონენტები:
ერბავენი წარმოადგენს ESI s.p.a., -ს სამეცნიერო კვლევით ბაზაზე ტიტრაციის მეთოდით შექმნილ ექსკლუზიურ ნარევს, რომელში შემავალი კომპონენტების მაღალ ვენეტონურ ეფექტს უზრუნველყოფს მათი ურთიერთ სინქრონულობა
ეფექტი მიიღება 10 დღიანი მკურნალობის შემდეგ.

კომპონენტები:
ტროქსერუტინი – იაპონური სოფორადან (Sophora japonica) მიღებული ფლავონოიდები ეფექტურად არეგულირებენ ვენურ უკმარისობას,ხსნიან შეშუპებას და აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას
ცხენისწაბლა – ბუნებრივად მდიდარია ესცინებით,რომელთაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული ვაზოკონსტრი -ქტორული და ფლებოპროტექტორული აქტივობა.
ცენტელა – ატონიზირებს სისხლძარღვის კედელს, აუმჯობესებს ვენურ ცირკულაციას და ხსნის სტაზს, აძლიერებს სისხლის მიდინებას გულისკენ, ამცირებს სიმძიმეს კიდურებში,ზრდის სისხლძარღვების კედლის სიმტკიცეს, აუმჯობესებს ცირკულაციას.
წითელი ვაზი – შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლები და კვარცეტინები აძლიერებენ სისხლძარღვის კედელს,გააჩნიათ ვენომატონიზირებელი მოქმედება.
თაგვისარა – ამცირებს სისხლძარვების განვლადობას. ახასიათებს ვაზოკონსტრიქტორული და ფლებოპროტექტორული აქტივობა.
მოცვი – ანტოციანიდები და ტანინები ახდენენ სისხლძარღვის კედლის სტაბილიზაციას, ამცირებე სისხლძარღვების განვლადობას, შეშუპების ჩამოყალიბებას.

მიღების რეჟიმი:
1 ტაბ. – 1ჯერ დღეში დიდი რაოდენობის (200მლ) წყალთან ერთად.
მკურნალობის კურსი განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიამრთ, ფეხმძიმობა, ლაქტაცია.
არ შეიცავს:  გლუტეინს, რძის დერივატებს, ლაქტოზას, გმკ, ხელოვნირ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არსებობს კლინიკური მონაცემები აქტიური ინგრედიენტების ტერატოგენული ეფექტისა და სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25ºCტამპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
წარმოადგენს  ბიოლოგიურად  აქტიურ  დანამატს.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ESI s.p.a. იტალია

გაფრთხილება