კორდაფენი – CORDAFEN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნიფედიპინი/NIFEDIPINE
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის არხების ბლოკატორი, 1.4 დიჰიდროპირიდინის წარმოებული.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 25 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ნიფედიპინი…………………….           10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტი: კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცულელოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ქინოლინის ყვითელი ლაქი ე//-104, ტიტანის ორჟანგი, ტალკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია კალციუმის იონების უჯრედებში ტრანსმემბრანული შეღწევის დათრგუნვაზე, ძირითადად არტერიული სისხლძარღვების გლუვ მუსკულატურაში. ნიფედიპინი სისხლის შრატში კალციუმის იონების კონცენტრაციაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. ნიფედიპინი კორონარული და პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებით დაბლა სწევს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინაღობას, ამცირებს გულზე პოსტდატვირთვას, აუმჯობესებს კორონარულ მიმოქცევას, ამცირებსმიოკარდის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, უმნიშვნელოდ ამცირებს მოკარდიუმის კუმშვადობას.
ფარმაკოკინეტიკა:
ნიფედიპინი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სწრაფად შეიწოვება (დაახლოებით 90%) შიგნით მიღებული პრეპარატის დოზის 45-75%-მდე აღწევს სისხლში შეუცვლელი სახით.
სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1.5 საათის შემდეგ. საკვების მიღება ნიფედიპინის შეწოვის სიჩქარეს ამცირებს, მაგრამ აბსორბირებული პრეპარატის რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს.
ნიფედიპინის ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია ღვიძლის ციროზის მქონე ავადმყოფებში. ნიფედიპინი უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს (92-98%). სისხლის პლაზმის ცილებთან დაკავშირება შემცირებულია ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში.
მეტაბოლიზმი: პრეპარატი სწრაფად და მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. არააქტიური მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება დაჟანგვის და ჰიდროლიზის გზით.
გამოყოფა: ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-5 საათს. დაახლოებით 70-80% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდით და განავლით.
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება ცვალებადობდეს (ღვიძლის ციროზიან ავადმყოფებში 7 დღემდე).
ჩვენებები:
გულის იშემიური დაავადება;

არტერიული ჰეპერტენზია;
მიღების წესი და დოზირება:
კორდაფენის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
მოზრდილები: საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ 3-ჯერ დღეში, არტერიული წნევის კონტროლით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 60 მგ -ს.
ავადმყოფებმა, რომლებიც საჭიროებენ ნიფედიპინის უმაღლეს დოზებს, სასურველია მიიღონ პროლონგირებული მოქმედების პრეპარატი. ნიფედიპინს ღებულობენ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.
გვერდითი მოვლენები:
აღინიშნება თავბრუსხვევა, სახის ჰიპერემია, თავის ტკივილი, მომატებული სისუსტე, გულისრევა, კრუნჩხვები, ტრემორი, პერიფერიული შეშუპება, მომატებული ნერვული აგზნებულობა, გულისცემის შეგრძნება, ბრონქოსპაზმი, ხველება, ცხვირის ლორწოვანის ჰიპერემია, ფარინგიტი. გვერდითი მოქმედების გამოვლინება დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე.
უკუჩვენებები:
* ნიფედიპინზე და დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულებზე მომატებული მგრძნობელობა:
* არასტაბილური სტენოკარდია;
* არ გამიოყენება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მომდევნო 4 კვირის განმავლობაში.
* 18 წლამდე ასაკის ბავშვები;
*რიფამპიცინთან ერთდროული მკურნალობა;
* არ გამოიყენება კარდიოგენული შოკის დროს;
* სინუსური კვანძის სისუსტის მინდრომი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა C კატეგორია.
ორსულ ქალებში ნიფედიპინის გამოყენების კვლევები არ არსებობს. კორდაფენის ორსულებში გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისათვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფის შესაძლებელ რისკს.
* ლაქტაცია: ნიფედიპინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთებული მითითებები:
* პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს გულის იშემიური დაავადების სიმპტომები, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გამოვლინებები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატებისას.
* ნიფედიპინით მკურნალობის დაწყებამდე მიოკარდიუმის იშემიის სიმპტომების გაძლიერების შესაძლებლობის გამო, ბეტა ადრენობლოკატორების მომხმარებელმა ავადმყოფებმა ამ საშუალებებით მკურნალობა უეცრად არ უნდა შეწყვიტონ.
* ავადმყოფებში გულის უკმარისობით, აორტალური სტენოზით, განსაკუთრებით ბეტა ბლოკატორებით მკურნალობისას კორდაფენის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, რადგან ნიფედიპინის შეუძლია დააჩქაროს ან გააუარესოს გულის უკმარისობის უკვე არსებული სიმპტომატიკა.
* საჭიროა ყურადღება მიექცეს პერიფერიულ შეშუპებებს.
სისხლძარღვთა საერთო წინაღობის შემცირების გამო ნიფედიპინს შეუძლია გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, ამიტომ საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის პერიოდში და პრეპარატის დოზის მომატებისას.
* ნიფედიპინმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას შეიძლება გააძლიეროს გულის იშემიური დაავადების სიმპტომები. გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე გაზარდოს არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფების სიკვდილიანობა.
* ნიფედიპინის გამოყენება შესაძლებელია ავადმყოფებში ორგანული ნიტრატების აუტანლობის ან მათ მიმართ მდგრადობის დროს.
პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვაზე: კორდაფენის მიღებისას, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შესაძლებელია არტერიული წნევის შემცირებასთან დაკავშირებული რეაქციის სიჩქარის დაქვეითება. ეს უნდა გაითვალისწინონ პოტენციურად სახიფათო, მომატებული ყურადღების და სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციების საჭიროების მქონე მოსამსახურე პირებმა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია, სინუსური კვანძის მოქმედების დათრგუნვა, ბრადიკარდია, არითმია.
მკურნალობა: სასუნთქი სისტემის მხარდასაჭერად მიმართული თერაპია. მოზრდილები – კალციუმის მარილები ინტრავენურად.
ნიფედიპინი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება პლაზმის ცილებს, რაც გავლენას ახდენს მისი გამოყოფის დროზე, განსაკუთრებით ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
ჰემოდიალიზი და ჰემოტრანსფუზია ნიფედიპინის ორგანიზმიდან გამოსაყვანად არ გამოიყენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ავადმყოფები ძირითადად კარგად იტანენ ნიფედიპინის და ბეტა ადრენობლოკატორების ერთდროულ მიღებას, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, ასევე შეიძლება გამწვავდეს გულის იშემიური დაავადების და გულის უკმარისობის სიმპტომები.
– პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორგანულ ნიტრატებთან კომპლექსურ თერაპიაში.
– ნიფედიპინი ზრდის შრატში საგულე გლიკოზიდების დონეს. ამიტომ ამ პრეპარატებით მკურნალობის დასაწყისში დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა საგულე გლიკოზიდების კონცენტრაციის კონტროლი.
– ავადმყოფებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნიფედიპინს და არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებს, ადგილი აქვს პროთრომბინის დროის გაზრდას.
– ნიფედიპინის და ვარფარინის ერთდროული მიღება ზრდის პროთრომბინის დონეს.
– ნიფედიპინთან ერთად მიღებული ციმეტიდინი ზრდის სისხლის შრატში ნიფედიპინის კონცენტრაციას. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი სავარაუდოდ დაკავშირებულია ციტოქრომ P450-ის აქტივობის ინჰიბირებასთან.
ასეთი ურთიერთქმედება არ შეიმჩნევა ნიფედიპინის და რანიტიდინის ერთობლივი გამოყენებისას.
– ალკოჰოლი ზრდის ნიფედიპინის ბიოშეღწევადობას (სავარაუდოდ ციტოქრომ P450-ის დამუხრუჭების გზით).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: POLPHARMA, პოლონეთი

გაფრთხილება