კეტანოვი – KETANOV

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კეტოროლაკი/KETOROLAC

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 100 ც.
1 ტაბ.
კეტოროლაკი………….          10 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც. 1 ამპ.
კეტოროლაკი…………………30 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ახდენს ანთების საწინააღმდეგო და გამოხატულ ანალგეზიურ მოქმედებას.
მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზის ფერმენტის ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დამუხრუჭებით. იგი არ იწვევს სედატიურ მოქმედებას, გავლენას არ ახდენს ოპოიდურ რეცეპტორებზე. კეტანოვი არ იწვევს სასუნთქი ცენტრის დათრგუნვას და არ ახდენს გავლენას ფსიქომოტორულ ფუნქციაზე.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისა და ინტრამუსკულარული შეყვანისას კეტანოვი შეიწოვება სწრაფად და სრულად. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 40-50 წთ-ის შემდეგ, როგორც პერორალური მიღებისას, ასევე ინტრამუსკულარული შეყვანისას. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე.
განაწილება: პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 99%-ზე მეტს.
გამოყოფა: როგორც პერორალური მიღებისას, ასევე ინტრამუსკულარული შეყვანისას T1/2შეადგენს 4-6 საათს.
მიღებული დოზის 90%-ზე მეტი გამოიყოფა შარდთან ერთად, ამასთან 60%-ზე მეტი უცვლელი სახით. დანარჩენი რაოდენობა გამოიყოფა განავალთან ერთად.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევებისას: ხანდაზმული ასაკის პირებსა და ავადმყოფებს, თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევებით, გამოყოფის სიჩქარე უმცირდება, T1/2 კი იზრდება.
ჩვენებები:
სხვადასხვა გენეზის ტკივილების ხანმოკლე კუპირება, მათ შორის:
პოსტტრავმატიული ტკივილები (ამოვარდნილობის, მოტეხილობის და რბილი ქსოვილების დაზიანების შემდეგ);
პოსტოპერაციული ტკივილები (მ.შ. აბდომინალური, გინეკოლოგიური, ორთოპედიური ოპერაციების შემდეგ);
კბილის ტკივილი (მ.შ. ქირურგიული სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ);
ტკივილები მშობიარობის შემდგომ პერიოდში;
ტკივილის სინდრომი ონკოლოგიური დაავადებების დროს;
ტკივილის სინდრომი ოსტეართროზის დროს;
იშიალგია.
პრეპარატი არ გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სინდრომის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში:
პერორალურად უნიშნავენ 10 მგ ყოველ 4-6 სთ-ში. ძლიერი ტკივილების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე 3-4-ჯერ დღე-ღამეში.
საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარულად შეჰყავთ ერთჯერადი დოზით 10-30 მგ (ტკივილის სინდრომის გამოხატვისაგან დამოკიდებულებით), შემდეგ 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში. საინექციო ხსნარის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა – 2 დღე.
პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (პრეპარატის ნებისმიერი ფორმისათვის) – 90 მგ.
ავადმყოფებისათვის სხეულის მასით 50 კგ-მდე, 65 წელზე მეტი ასაკისა და პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 60 მგ-ს.
გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: სტომატიტი, ღებინება, შეკრულობა, დისპეფსია, გასტრიტი, კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სიმშრალე პირის ღრუში.
ცნსის მხრივ: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ნერვიულობა, პარესტეზია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: გახშირებული შარდდენა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ნეფროლოგიური სინდრომი, ინტერსტიციალური ნეფრიტი.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სისხლის პლაზმაში კრეატინინის და/ან შარდოვანას დონის მომატება.
წყალელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული წნევის ცვლილებები.
სისხლის შედედების მხრივ: ტრომბოციტოპენია, პურპურა, ჰემატომის წარმოქმნა, სისხლდენა ცხვირიდან, შედებების დროის გახანგრძლივება.
სასუნთქი გზების მხრივ: ქოშინი.
ალერგიული რეაქცია: ჭინჭრის ციება.
სხვადასხვა: წყურვილი.
უკუჩვენებები:
* კუჭისადა 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების დროს;
* კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა;
* ბრონქიალური ასთმა;
* გამოხატული ცერებრო-ვასკულარული დარღვევები;
* თირკმლის ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევები, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი;
* ანამნეზში სისხლის შედედების დარღვევა;
* ჰემორაგიული დიათეზი;
* სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული მიღება;
* ორსულობა;
* მშობიარობა;
* ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
* ბავშვები და მოზარდული ასაკი 16 წლამდე;
* კეტოროლაკისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
კეტანოვის მიღება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისათვის სასარგებლო პოტენციალური შედეგი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
* ლაქტაციის პერიოდში კეტანოვის მიღების აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტაზე.
განსაკუთრებული მითითებები:
* თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციადარღვეულ პაციენტებს პრეპარატი ენიშნებათ ფრთხილად. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში იზრდება გვერდითი მოვლენების რისკის განვითარება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღნიშნული.
ცხოველებს, რომლებიც ერთჯერადად პერორალურად ღებულობდნენ პრეპარატის დოზას 100მგ/კგ სხეულის მასაზე, აღენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აქტივობის დაქვეითება, დიარეა, ფერის დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, ხიხინი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– კეტანოვის ერთდროული მიღებისას სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
– In vitro კეტოროლაკი რამდენადმე ამცირებს ვარფარინის სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: RANBAXY LABORATORIES, ინდოეთი

გაფრთხილება