პირატროპილი

პირატროპილი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პირატროპილი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პირაცეტამი/PIRACETAM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 12 ც.
1 მლ 1 ამპ.
პირაცეტამი…………   200 მგ 1 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის აცეტატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, წყალი ინექციისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პირაცეტამი მიეკუთვნება ნოოტროპული საშუალებების ჯგუფს. იგი აუმჯობესებს შემეცნებით პროცესებსა და მეხსიერებას, აგრეთვე ყურადღების კონცენტრაციის უნარს, პრეპარატი არ ავლენსდამამშვიდებელ ან ფსიქომასტიმულირებელ მოქმედებას.
პირაცეტამი სხვადასხვა გზით მოქმედებს ცნსზე: იგი ხელს უწყობს თავის ტვინში ნერვული იმპულსების გატარების მოდულირებას, აუმჯობესებს ნეირონების პლასტიურობას, იცავს მათ მეტაბოლურ  ჰომეოსტაზს და ახდენს ზემოქმედებას თავის ტვინის მიკროცირკულაციაზე უშუალოდ ჰემორეოლოგიურ თვისებებზე ზეგავლენით, მაგრამ იგი არ იწვევს სისხლძარღვების გამაფართოვებელ მოქმედებას.
– პრეპარატის პერიოდული ან მუდმივი შეყვანისას პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თავის ტვინის შემეცნებითი ფუნქცია იწვევს ეეგ-ს მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც მიუთითებს შემეცნებითი ფუნქციის აქტივობასა და გაუმჯობესებას  (უფრო მეტად ალფა და ბეტა ტალღებზე ზემოქმედებით, ხოლო ნაკლებად დელტა ტალღებზე).
– პირაცეტამი ცნს-ის ნეირონებზე ავლენს დაცვით მოქმედებას, მაგალითად თავის ტვინის ჰიპოქსიის, ქიმიური საშუალებებით მოწამვლის და ელექტროშოკური თერაპის დროს.
– პირაცეტამი ამცირებს პროვოცირებული ნისტაგმის პერიოდს.
– პირაცეტამი სისხლძარღვოვანი გენეზის: დემენციის ან თავის ტვინის მწვავე ინსულტის დროს აუმჯობესებს ჟანგბადისა და გლუკოზის ადგილობრივ უტილიზაციას.
– პრეპარატის მოქმედება ჰემორეოლოგიურ თვისებებზე ვლინდება თრომბოციტების ფუნქციის დაქვეითებით; სისხლის საერთო სიბლანტის დაქვეითებით სისხლის ფორმიანი ელემენტების ელასტიურობის მომატების გზით, განსაკუთრებით ერითროციტების და სისხლის პლაზმის სიბლანტის შემცირებით, აგრეთვე სისხლძარღვების სპაზმის პრევენციით.

ჩვენებები:
თავის ტვინის იშემიური ინსულტი;
ქერქული წარმოშობის კლონური კრუნჩხვები;
ხანდაზმულ პერიოდში ინვოლუცია (მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური უკმარისობა);
თავბრუსხვევა და თანმხლები წონასწორობის დარღვევა, გამონაკლისს წარმოადგენს სისხლძარღვოვანი და ფსიქიური წარმოშობის თავბრუსხვევა.

მიღების წესი და დოზირება:
მწვავედ განვითარებული გართულებების შემთხვევაში პირაცეტამი გამოიყენება ვენაში ან კუნთში ჩვეულებრივ 12 გ-ის ოდენობით დღეში; მიოკლონუსის დროს 24 გ-მდე დღე-ღამეში. სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში დოზას ამცირებენ ოპტიმალურამდე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.
კლონური კრუნჩხვის მკურნალობას იწყებენ დოზით 7.2 გ დღეში, შემდგომში დოზას ზრდიან 4.8 გ-ით ყოველ 3 ან 4 დღეში ერთხელ 24 გ დღეში.
პრეპარატის სადღეღამისო დოზა საჭიროა გავყოთ 2 ან 3 მიღებაზე.
თავის ტვინის მწვავე ინსულტის სამკურნალოდ მოზრდილებში დოზა შეადგენს 9-12 გ-ს დღეში. თავბრუსხვევის დროს პრეპარატი მიიღება 2.4-4.8 გ დღეში დაყოფილ 2-ან 3 თანაბარ დოზად.
ინვოლუციური მდგომარეობის დროს მკურნალობის დასაწყისში დოზა შეადგენს 4.8 გ-ს, შემდგომში დოზას ამცირებენ 2.4 გ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად და სუსტად არის გამოხატული. ხშირად აღინიშნება: აგზნება, განგაშის მდგომარეობა, კუნთების ტრემორი, ძილიანობა, უძილობა და დაღლილობის შეგრძნება.
საკონტროლო კვლევების შედეგად დადგენილია, რომ 2%-ზე ნაკლებ ხანდაზმულ პაციენტებში 2.4 გ-ზე მეტი დოზით მკურნალობისას აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენები. უპირატესად დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი), თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. იშვიათად აღინიშნებოდა პირის სიმშრალე, ლიბიდოს მომატება, სხეულის წონის მომატება და პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა დერმატოლოგიური ცვლილებების სახით. თუმცა მათი განვითარების სიხშირე კლინიკურად არ განსხვავდება პალცებოსაგან.

უკუჩვენებები:
* პირაცეტამის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* თირკმელების მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზწე ნაკლები).

ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველებზე ექსპერიმენტული კვლევის შედეგად პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება არ არის გამოვლენილი.
დღესდღეობით არ არსებობს კლინიკური მონაცემები პირაცეტამის ნაყოფის განვითარებაზე ზემოქმედების შესახებ. ორსულობის I ტრიმესტრისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი პოტენციური სარგებლიანობის გათვალისწინებით.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ პირაცეტამი გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც საჭიროა თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით გამოვიყენოთ. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდსა და კრეატინინის კლირენსს შორის არსებობს უკუდამოკიდებულება. ქვემოთმოყვანილ ცხრილში მითითებულია დოზის შემცირების დამოკიდებულება 60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის დროს.

კრეატინინის კლირენსი შრატში კრეატინინის

კონცენტრაცია

პირაცეტამის დოზა
60-40 მლ/წთ 1.25გ-1.7მგ/100 მლ 1/2 ჩვეულებრივი დოზის
40-20მლ/წთ 1.7გ-3მგ/100მლ 1/4 ჩვეულებრივი დოზის
20 მლ/წთ-ზე ნაკლები 3 მგ/100 მლ-ზე მეტი წინააღმდეგ ნაჩვენებია

♦ მიოკლონუსით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მოსალოდნელია მიოკლონური ან სხვა ტიპის კრუნჩხვები.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატი დოზით 400 მგ/კგ-ზე ზევით ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია ფორსირებული დიურეზი და სითხის მიღება პერორალურად ან ვენაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პრეპარატის ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტებთან (T3+T4) ერთად გამოყენებისას აღინიშნა აგზნების მხოლოდ ერთი შემთხვევა, ძილის დარღვევა;
– პრეპარატის ურთიერთქმედება კლონაზეპამთან, ფენიტოინთან, ფენობარბიტალთან, ნატრიუმის ვალპროატთან, აგრეთვე სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, სინათლს, ბავშვებისა და გაყინვისაგან დაცულ  ადგილას.

მწარმოებელი: Parmaceutical Compani  JELFA S.A. პოლონეთი

გაფრთხილება