პრეგნავიტი

პრეგნავიტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პრეგნავიტი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით

შემადგენლობა
1 კაფს.
რეტინოლის პალმიტატი (A ვიტამინი)… 3000 სე
ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი)….. 200 სე
ალფა-ტოკოფეროლი (E ვიტამინი)…….0.01 გ
თიამინის ნიტრატი (B1 ვიტამინი)……. 1.5 მგ
რიბოფლავინი (B2 ვიტამინი)………. 2.5 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი).. 5.0 მგ
ციანკობალამინი (B12 ვიტამინი)…….. 5.0 მკგ
ნიკოტინამიდი………………. 15.00 მგ
ასკორბინჟავა (C ვიტამინი)………. 75.00 მგ
კალციუმის პანთოთენატი………… 10.00 მგ
კალციუმის ლაქტატი…………… 6.51 მგ
რკინის ფუმარატი……………. 30.00 მგ
დიკალციუმ უწყლო ფოსფატი…….. 250.00 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეგნავიტი წარმოადგენს კომბინირებულ პოლივიტამინურ საშუალებას, რომელიც შეიცავს მინერალულ ნივთიერებებს. პრეპარატში შემავალი ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები ავსებენ ორგანიზმში არსებულ ამ ნივთიერებების დეფიციტს, კერძოდ კი ორგანიზმის ამ ნივთიერებების მიმართ მოთხოვნილების მომატების პირობებში – ორსულობისა და ლაქტაციის დროს. პრეგნავიტის მოქმედებას განსაზღვრავენ მასში შემავალი კომპონენტები:
– რეტინოლი (A ვიტამინი) აუცილებელია როდოპსინის სინთეზისათვის, ეპითელური უჯრედების მთლიანობის შესანარჩუნებლად, ორგანიზმის ზრდისათვის, მათ შორის ორსულობის დროს ნაყოფის ზრდისათვის; – ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, აგრეთვე ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესს, მათ შორის ორსულობის პერიოდში ნაყოფის ძვლოვანი სიტემის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას;
– თიამინის ნიტრატი (B1 ვიტამინი) კოფერმენტის სახით მონაწილეობას იღებს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში;
– რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) უჯრედოვანი სუნთქვითი პროცესების და მხედველობითი აღქმადობის უმნიშვნელოვანესი კატალიზატორია. ორსულობის პერიოდში ახდენს ტერატოგენული ფაქტორების ლიმიტირებას;
– პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი) კოფერმენტის სახით მონაწილეობას ღებულობს ცილოვან ცვლასა და ნეირომედიატორების სინთეზში. ორსულობის დროს აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ორალური კონტრაცეპტივების მოხმარებას, რომლებიც თავის მხრივ იწვევენ ორგანიზმში პირიდოქსინი დეპოს გამოფიტვას;
– ციანკობალამინი (B12 ვიტამინი) მონაწილეობას ღებულობს ნუკლეოტიდების სინთეზში. წარმოადგენს ნორმალური ზრდის, სისხლწარმოქმნის, ეპითელური უჯრედების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს. აუცილებელია ფოლიუმ მჟავას მეტაბოლიზმისა და მიელინის სინთაზისათვის;
– ნიკოტინამიდი მონაწილეობას იღებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, აგრეთვე ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში;
– ასკორბინმჟავა (C ვიტამინი) უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, მონაწილებას ღებულობს ხრტილების, ძვლების, კბილების ფორმირებასა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. ზემოქმედებას ახდენს ჰემოგლობინის წარმოქმნასა და ერითროციტების მომწიფებაში. ასკორბინმჟავას ფიზიოლოგიური დონე ორსული ქალის ორგანიზმში უაღრესად მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისათვის, აგრეთვე ორგანიზმის ინფექციებისადმი მდგრადობის მომატების თვალსაზრისით;
– პანთოტენის მჟავა კოენზიმ A- ს შემადგენელი კომპონენტის სახით მნიშვნელოვან როლს ასრულებს აცეტილირებისა და ჟანგვით პროცესებში. უზრუნველყოფს ეპითელიუმისა და ენდოთელის რეგენერაციასა და ფორმირებას;
– ფოლიუმ მჟავა მონაწილეობას ღებულობს, ამინომჟავების, ნუკლეოტიდებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზსში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ორსულობის დროს ასრულებს გარკვეული ხარისხით დამცველობით როლს ტერატოგენული ფაქტორების მიმართ;
– ტოკოფეროლი (E ვიტამინი) ანტიოქსიდანტური თვისებების გამო იცავს სხავდასხვა ნივთიერებას დაჟანგვისაგან; მონაწილეობას იღებს ერითროციტების სტაბილობის შენარჩუნებაში, ახდენს ჰემოლიზის პრევენციას. ახდენს დადებით მოქმედებას სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაზე;
– რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ქსოვილებამდე;
– კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ნივთიერების ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემის განხორციელებაში, გლუვი და ხერხემლის კუნთების შეკუმშვაში, მიოკარდის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

ჩვენებები
ჰიპოვიტამინოზისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკონვალესცენციის პერიოდში ხანგრძლივი ან მძიმედ მიმდინარე დაავადებების დროს, მათ შორის ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება საკვების მიღების დროს მცირე რაოდენობა წყლის მიყოლებით.

ორსულობის პერიოდში პრეგნავიტის დღეღამის დოზა განისაზღვრება ორსულობის ვადით. I ტრიმესტრში ყოველდღიურად ნიშნავენ 1 კაფსულას დღეში, II ტრიმესტრში – 2 კაფსულას დღეში, III ტრიმესტრში – 3 კაფსულას დღეში.

უკუჩვენება
პერნიციოზული ანემია.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის პერიოდში რეტინოლის პალმიტატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 სე.

ჭარბი დოზირება
სპეციალური ღონისძიებების მიღება არ არის ნაჩვენები, გარდა სამედიცინო მეთვალყურეობისა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეგნავიტის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს ცხიმში ხსნადი (A, D3, E) ვიტამინების ჰიპერდოზირება მათი ორგანიზმში დეპონირების გამო.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ტევა, უკრაინა

გაფრთხილება