რაბელოკი

რაბელოკი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რაბელოკი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რაბეპრაზოლი/rabeprazole

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H+/K+-ატფ-აზას ინჰიბიტორი, წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატი

აღწერა და ქიმიური თვისებები:
ი.ვ. რაბელოკის აქტიური ინგრედიენტი არის საინექციო რაბეპრაზოლის ნატრიუმი, შეცვლილი ბენზიმიდაზოლი, რომელიც აინჰიბირებს კუჭის მჟავას სეკრეციას. რაბეპრაზოლის ნატრიუმი ქიმიურად ცნობილია, როგორც 2-[[[4-(3-მეთოქსიპროპოქსი)-3-მეთილ-2-პირიდინილი]-მეთილ]სულფინილ]-1H-ბენზიმიდაზოლის ნატრიუმის მარილი. მისი ემპირიული ფორმულაა C08H20N3NaO3S, ხოლო მოლეკულური წონა არის 381-43. ქვემოთ მოცემულია სტრუქტურული ფორმულა.

რაბეპრაზოლის ნატრიუმი არის თეთრი-ოდნავ მოყვითალო-მოთეთრო ფერის მყარი ნივთიერება. ის ხსნადია წყალში და მეთანოლში, თავისუფლად ხსნადი ეთანოლში, ქლოროფორმში და ეთილაცეტატში და უხსნადია ეთერსა და ნ-ჰექსანში. ი.ვ. რაბელოკის სტერილური საინექციო წყლით BP გაზავების შემდეგ პH არის 8.5-10.5-ის ფარგლებში.

გაზავება:
ი.ვ. რაბელოკის 5მლ სტერილური საინექციო წყლით BP გაზავების შემდეგ მიიღება გამჭვირვალე უფერო სითხე.

შეთავსებადობა სხვა ი.ვ. სითხეებთან:
ი.ვ. რაბელოკი შეთავსებადია დექსტროზას ინექციასთან, დექსტროზას მარილის ინექციასთან.

მოქმედების მექანიზმი:
რაბეპრაზოლის ნატრიუმი მიეკუთვნება ანტისეკრეტორული ნაერთების, შეცვლილი ბენზიმიდაზოლების კლასს, რომლებიც არ ავლენენ ანტიქოლინერგიულ ან H2 ჰისტამინის ანტაგონისტის თვისებებს, მაგრამ თრგუნავს კუჭის მჟავას სეკრეციას H+/K+-AთPაზას ფერმენტის სპეციფიკური ინჰიბირებით კუჭის პარიეტალური უჯრედის სეკრეტორულ ზედაპირზე. ეს ფერმენტული სისტემა განიხილება, როგორც მჟავას (პროტონის) საქაჩი და ამიტომ, რაბეპრაზოლის ნატრიუმის კლასიფიცირდება, როგორც კუჭის პროტონის საქაჩი ინჰიბიტორი, რომელიც ბლოკავს მჟავას წარმოების საბოლოო ეტაპს. ეს ეფექტი არის დოზადამოკიდებული და იწვევს ბაზალური და სტიმულირებული მჟავას სეკრეციის ინჰიბირებას, მიუხედავად გამაღიზიანებლისა.

ანტისეკრეტორული მოქმედება:
რაბეპრაზოლის ნატრიუმის 20 მგ დოზის მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული მოქმედება იწყება 7 -10  წთ ში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 2-4 საათის განმავლობაში. ბაზალური და საკვებით სტიმულირებული მჟავას გამოყოფა რაბეპრაზოლის ნატრიუმის პირველი დოზის მიღებიდან 23 საათის შემდეგ არის 69% და 82% შესაბამისად და ინჰიბირება გრძელდება 48 საათამდე. ფარმაკოდინამიკური მოქმედების ამგვარი ხანგრძლივობა უფრო დიდია, ვიდრე ფარმაკოკინეტიკური ნახევარგამოყოფის პერიოდი (დაახლოებით ერთი საათით). ამგვარ მოქმედებას სავარაუდოდ განაპირობებს პროლონგირებული შეკავშირება H+/K+-AთPაზას ფერმენტთან. რაბეპრაზოლის ნატრიუმის ინჰიბიტორული მოქმედება მჟავას სეკრეციაზე იზრდება უმნიშვნელოდ განმეორებით დღეში ერთხელ დოზის მიღებისას, ხოლო სამი დღის შემდეგ აღწევს მყარ ინჰიბიტორულ მდგომარეობას. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სეკრეტორული მოქმედება ნორმალიზდება 2-3 დღეში.

ფარმაკოკინეტიკა:
რაბეპრაზოლის ნატრიუმის უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები (Cmax) და AUC არის სწორხაზოვანი 10-40 მგ დოზის ფარგლებში. ჯანმრთელ სუბიექტებში პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს (0.7-1.5 სთ), ხოლო საერთო კლირენსი ორგანიზმში შეადგენს 283+95 მლ/წთ-ს. ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში AUC ორმაგდებოდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, რაც მიუთითებდა დაქვეითებული პირველი გავლის ეფექტზე, ხოლო პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი მატულობდა 2-3-ჯერ.

რაბეპრაზოლის ნატრიუმი დაახლოებით 97%-ით უკავშირდება ადამიანის პლაზმის პროტეინებს. რაბეპრაზოლი ექვემდებარება თითქმის სრულ, ძირითადად არაფერმენტულ მეტაბოლიზმს და წარმოქმნის თიოეთერ-რაბეპრაზოლს. ძირითადი პლაზმური მეტაბოლიტებია თიოეთერი (M1) და კარბოქსილმჟავა (M6). მცირე მეტაბოლიტები ფიქსირდება უფრო დაბალ დონეებზე და ესენია სულფონი (M2), დესმეთილ-თიოეთერი (M4) და მერკაპტურის მჟავას კონიუგატი (M5). მხოლოდ დესმეთილის მეტაბოლიტს (M3) გააჩნია მცირე ანტისეკრეტორული მოქმედება, მაგრამ ის არ აღინიშნება პლაზმაში.

ექსკრეცია ძირითადად არის შარდისმიერი (90%), შარდში უცვლელი პრეპარატის გარეშე. დანარჩენი მეტაბოლიტები გამოიდევნება განავლით. საერთო აღდგენა შეადგენდა 98%-ს, რაც მიუთითებს რაბეპრაზოლის ნატრიუმის მეტაბოლიტების დაბალ ბილიარულ ექსკრეციაზე.

ყველა პროტონის საქაჩი ინჰიბიტორი, გარდა რაბეპრაზოლისა, მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლისმიერი ციტოქრომის P450 ფერმენტული სისტემით და CYP 2C19 იზოფერმენტის საერთო გენეტიკური პოლიმორფიზმები გავლენას ახდენენ მის კლირენსსა და ბიოშეღევადობაზე. ეს იწვევს შეუთავსებლობას მჟავას სუპრესიის თვალსაზრისით ყველა პროტონის საქაჩ ინჰიბიტორთან მიმართებაში, გარდა რაბეპრაზოლისა. CYP2C19-ის გენეტიკური პოლიმორფიზმები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენენ რაბეპრაზოლის კლირენსზე, კლინიკურ ეფექტიანობასა და პრეპარატებთან ურთიერთქმედების პოტენციალზე.

იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სტაბილური, ბოლო სტადიის თირკმლის უკმარისობა და საჭიროებენ შემანარჩუნებელ ჰემოდიალიზს (კრეატინინის კლირენსი <5მლ/წთ/1.73მ2), რაბეპრაზოლის ნატრიუმის განთავსება ძალიან ჰგავდა ჯანმრთელ მოხალისეებში არსებულს. რაბეპრაზოლის ნატრიუმის ელიმინაცია რამდენადმე მცირდებოდა ხანდაზმულებში. 7 დღის განმავლობაში დღეში 20 მგ რაბეპრაზოლის ნატრიუმის მიღების შემდეგ AUC დაახლოებით ორმაგდებოდა, ჩმახ იზრდებოდა 60%-ით, ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, არ აღინიშნა რაბეპრაზოლის ნატრიუმის აკუმულაცია.

ჩვენებები:
1. რაბელოკის პერორალური თერაპიიდან გადასვლა, მაგ. პაციენტი მანამდე იღებდა პერორალურ რაბელოკს, რომელსაც დროებით არ შეუძლია პერორალური ღX-ის მიღება რაიმე მიზეზით, მაგ. ქირურგიული პროცედურის დროს.
2. აქტიური თორმეტგოჯას წყლული სისხლდენით ან სერიოზული ეროზიებით.
3. აქტიური კუჭის წყლული სისხლდენით ან სერიოზული ეროზიებით.
4. მძიმე ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (GORD/GERD) ან არაეროზიული რეფლუქსის დაავადება, როდესაც პაციენტს არ შეუძლია პერორალური პროტონის საქაჩი ინჰიბიტორების მიღება.
5. ქირურგიის დროს მჟავა-ასპირაციის პრევენცია.
6. სტრესით ინდუცირებული მუკოზური დაზიანება კრიტიკული თერაპიისას, მაგ. თავის ტრავმა, დამწვრობები, MI, სხვ.

უუჩვენებები
– დადასტურებული მგრძნობელობა რაბეპრაზოლის ნატრიუმის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან რომელიმე სხვა დამხმარე საშუალების მიმართ.
– ორსულობა და ლაქტაცია.

დოზირება და მიღების წესი
ინტრავენურის გარდა სხვა პარენტერალური შეყვანის გზები რეკომენდებული არ არის.

დოზის კორექცია აუცილებელი არ არის თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულებში. დღეში 40 მგ-ზე მაღალი დოზები შესწავლილი არ ყოფილა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. დოზის კორექცია აუცილებელი არ არის ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. რეკომენდებული დოზა მოზრდილებისათვის, როგორც პერორალური თერაპიის გაგრძელების ალტერნატივა, არის 20 მგ რაბეპრაზოლი, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ ინტრავენური ბოლუსის სახით 15 წუთის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიით 7-10 დღის განმავლობაში.

ინექცირება კუნთებში:
არ გამოიყენება კუნთებში შეყვანის გზით.

მოზრდილები/ხანდაზმულები:
აქტიური თოქრმეტგოჯას წყლული და აქტიური კეთილთვისებიანი კუჭის წყლული:
20 მგ მიიღება დღეში ერთხელ.
ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება (GOღD): 20 მგ მიიღება დღეში ერთხელ.

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების გრძელვადიანი მართვა (GOღD შენარჩუნება
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
60 მგ დღეში

სპეციალური გაფრთხილებები:
რაბეპრაზოლის კონცენტრაციის მომატება ხანდაზმულებში, არახელსაყრელი სტატუსი CYP2C19-სთვის და ღვიძლის ფუნქციის მოშლა არ არის ორზე მეტად დიდი, თირკმლის ფუნქციის მოშლა გავლენას არ ახდენს ელიმინაციაზე. შეყოვნებული ელიმინაციის მქონე პაციენტებშიც კი არ გამოვლენილა რაბეპრაზოლის მნიშვნელოვანი აკუმულაცია ხანგრძლივად მიღებისას. ინ ვივო კვლევებისას არ გამოვლენილა რაბეპრაზოლის მნიშვნელოვანი ეფექტი სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა:
დოზის კორექცია აუცილებელი არ არის ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობიას. მიუხედავად ამისა, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც რაბეპრაზოლი პირველად ინიშნება ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

ბავშვები:
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ბავშვებში, ვინაიდან მცირე გამოცდილება არსებობს პრეპარატის ამ ჯგუფში გამოყენების შესახებ.

გვერდითი ეფექტები და სპეციალური სიფრთხილის ზომები
ყველაზე ხშირი არასასურველი მოვლენები იყო თავის ტკივილი, დიარეა და გულისრევა. სხვა არასასურველი მოვლენები იყო, მუცლის ტკივილი, ასთენია, მუცლის შებერილობა,  ღებინება, არასპეციფიკური ტკივილი/ზურგის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყაბზობა და უძილობა. სხვა ნაკლებად ხშირი არასასურველი მოვლენები იყო გამონაყარი, მიალგია, ტკივილი გულ-მკერდის არეში, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ფეხებში სპაზმები.
ცალკეულ შემთხვევებში, პაციენტთა 2%-ში აღინიშნა ანორექსია, გასტრიტის, წონაში მომატება, დეპრესია, ქავილი, მხედველობის ან გემოს დარღვევა, ოფლიანობა, ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება.
აღინიშნა თრომბოციტოპენიის, ნეიტროპენიისა და ლეიკოპენიის შემთხვევები. აღინიშნა ბულოზური გამონაყარი და სხვა დერმატოლოგიური რეაქციები, ერითემას ჩათვლით. კანის დაზიანებების განვითარებისას მკურნალობა დაუყოვნებლოივ უნდა შეწყდეს.

რაბეპრაზოლის ნატრიუმით თერაპიაზე სიმპტომატური პასუხი არ გამორიცხავს კუჭის ან საყლაპავის ავთვისებიანობის არსებობას. ამიტომ, რაბეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანობის შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ პერპარატთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემების შესახებ მტკიცებულებები არ გამოვლენილა მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების კვლევისას, ექიმმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რაბეპრაზოლით მკურნალობის პირველად დანიშვნისას ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედებები
რაბეპრაზოლის ნატრიუმი ექვემებარება თითქმის სრულ, ძირითადად არაფერმენტულ მეტაბოლიზმს მეტაბოლიტების თირკმლისმიერი ელიმინაციით. CYP3A4 და CYP2C19 ხელს უწყობენ ფერმენტებით განპირობებული მეტაბოლიზმის ფრაქციას. ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლის ნატრიუმს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა იმ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP450 სისტემით, როგორიცაა ვარფარინი, ფენიტოინი, თეოფილინი ან დიაზეპამი.

რაბეპრაზოლის ნატრიუმი იწვევს კუჭის მჟავას სეკრეციის ღრმა და ხანგრძლივ ინჰიბირებას.  შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება ისეთ ნაერთებთან, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია pH-ზე, ამიტომ შესწავლილ იქნა ამგვარი ურთიერთქმედების პოტენციალი. რაბეპრაზოლის იმავდროულად მიღება იწვევს კეტოკონაზოლის დონეების 33%-ით დაქვეითებას, ხოლო დიგოქსინის დონეებს ზრდის 22%-ით ნორმალურ სუბიექტებში. ამიტომ, აუცილებელია ცალკეული პაციენტების მონიტორინგი, რათა დადგინდეს ამ პრეპარატებთან ერთად რაბეპრაზოლის მიღებისას დოზირების კორექციის საჭიროება. კლინიკური ცდებისას ანტაციდები მიიღებოდა რაბეპრაზოლთან ერთად და კონკრეტული ცდისას, რომლის მიზანი იყო ამგვარი ურთიერთქმედების განსაზღვრა, არ გამოვლენილა ურთიერთქმედება თხევად ანტაციდებთან. არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან. ინ ვიტრო კვლევებმა ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით აჩვენა, რომ რაბეპრაზოლის ნატრიუმი მეტაბოლიზდება CYP450 იზოფერმენტებით (CYP2C19 და CYP3A4). კვლევები აჩვენებენ ურთიერთქმედების დაბალ პოტენციალს; თუმცა, ციკლოსპორინის მეტაბოლიზმი მოქმედება ისეთივეა, როგორიც სხვა პროტონის საქაჩი ინჰიბიტორებისას.

ჭარბი დოზა
ცნობილი არ არის სპეციფიკური ანტიდოტის შესახებ. რაბეპრაზოლის ნატრიუმი ფართოდ უკავშირდება ცილებს და ამიტომ ის არის დიალიზებადი. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური და დამხმარე.

ინექცია:
შეინახეთ 25ºC-ზე ქვემოთ.
შეინახეთ სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას.

ყველა პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

სტაბილურობა:
ი.ვ. რაბელოკი 5 მლ სტერილურ საინექციო წყალში BP გაზავების შემდეგ გამოყენებული უნდა იყოს 4 საათში, თუ ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო მაცივარში შენახვისას – 24 საათის განმავლობაში. როგორც ყველა სხვა პარენტერალური მინარევების შემთხვევაში, გახსნილი ან შემდგომ გაზავებული ხსნარი უნდა შემოწმდეს ფერის შეცვლაზე, ნალექების ან გაჟონვის არსებობაზე. გამოუყენებელი ნაწილი უნდა გადაიღვაროს.
შემცველობის ფერის შეცვლის შემთხვევაში, არ გამოიყენოთ და გადააგდეთ ფლაკონი.

გამოშვების ფორმა: 20მგ ლიოფილიზატი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით)
მწარმოებელი: cadila pharma, ინდოეთი

გაფრთხილება