რემედის პასტილა

რემედის პასტილა. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რემედის პასტილა აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული ანტიბაქტერიული და ფუნგიციდური საშუალებაა, რომელიც  გამოიყენება სტომატოლოგიაში და ოტორინოლარინგოლოგიაში. პრეპარატი შეიცავს მცენარეულ ანტიმიკრობულ კომპონენტ -ბოსველიას, პროპოლისს, მენთოლს, ევკალიპტს,  ასევე ჯანჯაფილის და ლიმონის ეთერზეთებს.
ამ ნაერთებს გააჩნიათ ფართო სპექტრის ანტიმიკრობული აქტივობა, ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. იწვევს ბაქტერიის უჯრედის მემბრანის დესტრუქციას, რის გამოც მას აქვს ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. რემედის პასტილის მიმართ მგძნობიარეა Streptococcus spp., Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus pyogenes, Staphylococcus salivarius, Diplococcus pneumoniae, Aerobacter spp და სხვა აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმები.
აგრეთვე, აქტიურია გვარი Candida-ს სოკოს მიმართ, რაც არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მისი არჩევის სოკოვანი ინფექციებით გამძაფრებული  ანთებითი დაავადებების მკურნალობაში.
შეიცავს პიტნის, ბოსველიას და ევკალიპტის მცენარეული ეთერზეთების კომპლექსს. რეფლექსურად ზრდიან სანერწყვე ჯირკვლების სეკრეციას, რის გამოც, ამ მცენარეულ ეთერზეთებს აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი ლორწოვან გარსზე. ნერწყვის გაზრდილი რაოდენობით გამოყოფას, აგრეთვე აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, რადგან ნერწყვი შეიცავს ლიზოციმს- ბუნებრივ ანტიბიოტიკს.
გარდა ამისა, ლორწოვანთან კონტაქტისას, მცენარეული ეთერზეთები იწვევენ კონგესტიას, რაც იწვევს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას და აჩქარებს შეხორცების პროცესს.

რემედის პასტილა პროპოლისით –  აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ზრდის ინფექციის მიმართ  ორგანიზმის რეზისტენტობის უნარს. პროპოლისს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, იწვევს ორგანიზმიდან ტოქსინების ელიმინაციას.

რემედის პასტილა  C ვიტამინით-   გარდა ანტიბაქტერიული კომპონენტებისა შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს კაპილარების განვლადობას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება.  ასკორბინის მჟავა აინჰიბირებს პროსტაგლანდინების და ჰისტამინის სინთეზს, ეხმარება შეშუპებისა და ანთების შემცირებას.

რემედის პასტილა  მენთოლით-   მენთოლის და ევკალიპტის ეთერზეთებს კომბინაციაში აქვთ ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ამოსახველებელი მოქმედება. მეტიც, მენთოლს და ევკალიპტს კომბინაციაში აქვთ ვაზოკონსტრიქტორული მოქმედება, რითაც ხსნის ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას.

რემედის პასტილა თაფლით და ლიმონით-  აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ზრდის ინფექციის მიმართ  ორგანიზმის რეზისტენტობის უნარს. პროპოლისს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, იწვევს ორგანიზმიდან ტოქსინების ელიმინაციას.
ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი

ჩვენებები:
გამოიყენება, მიკროორგანიზმებით გამოწვეული, პირის ღრუს და ხახის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს: ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, სტომატიტი, რძიანა, პერიოდონტალური დაავადებები. ასევე გამოიყენება ანგინის სამკურნალოდ.

დოზირება:
უფროსებში და ბავშვებში 6 წლიდან ზემოთ მიიღება 1ტაბლეტი 3-4საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზა არის 6 ტაბლეტი. მიღება რეკომენდირებულია ჭამის შემდგომ ან ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ბოლომდე.

გვერდითი ეფექტები:
შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს პირში გემოს ცვლილება.  სხვა გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა, რადგან მისი კომპონენტები არ მოქმედებენ სისტემურად.

უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა. რემედის პასტილა თაფლით და ლიმონით- ჰიპერმგრძნობელობა თაფლზე.
არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ბავშვებისთვის.  შეიცავს გლუკოზას, რის გამოც შეზღუდულია მისი გამოყენება დიაბეტიანებში

განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია

გამოშვების ფორმა: 24 პასტილა

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება