რინოპრონტი

რინოპრონტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რინოპრონტი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კარბინოქსამინი, ფენილეფრინი / CARBINOXAMINE; PHENYLEPHRINE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიალერგიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.
1 კაფს.
კარბინოქსამინი…………..    4 მგ
ფენილეფრინი…………….   20 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი. ანტიჰისტამინური, ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორული მოქმედების. ამცირებს ადგილობრივი ექსუდატიურობის გამოვლინებას, ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის კაპილარების გამავლობას. ფენილეფრინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას. იცავს რინიტის, თვალების წვის, თავში სიმძიმის შეგრძნების განვითარებისაგან 10–12 სთ–ით.

ჩვენებები:
მწვავე რინიტი (ვაზომოტორული, ალერგიული, ინფექციურ–ანთებითი);
სინუსიტი;
თივის ცხელება.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა;
* არტერიული ჰიპერტენზია;
* თირეოტოქსიკოზი;
* ფეოქრომოციტომა;
* დახურულკუთხოვანი გალაუკომა;
* წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;
* ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:
პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, დისპეფსია, მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, შფოთი, დამუხრუჭება, გულისცემის გაძლიერება, კარდიალგია, არტერიული წნევის მომატება, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება, კანის ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ბავშვებში და ხანდაზმულებში ცნს–ის აგზნება.

ურთიერთქმედება:
შეუთავსებელია მაო–ს ინჰიბიტორებთან; ადრენომიმეტური მოქმედება ძლიერდება გუანეტიდინის და იზობარინის ფონზე. ჰალოტანი აძლიერებს არითმიის განვითარების რისკს.

მწარმოებელი: HEINRICH MACK NACHF, გერმანია

გაფრთხილება