რინო-სტასი

რინო-სტასი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რინო-სტასი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): სილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი / XYLOMETAZOLINE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალფა-ადრენომიმეტური, ალერგიული რინიტის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები 0.1%: ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი……..  1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
0.2 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას-მონოჰიდრატი, გლიცეროლი, ნატრიუმის ციტრატი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი აღაგზნებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ალფა-ადრენორეცეპტორებს, ამცირებს ექსუდაციის მოვლენებს და ლორწოვანის შეშუპებას.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მწვავე სურდოს, ვაზომოტორული რინიტის დროს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად, ალერგიული სურდოს, აგრეთვე თივის ცხელების სამკურნალოდ.
ქრონიკული სურდოს დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
პრეპარატი გამოიყენება მოზარდებსა და მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება:
მოზარდებსა და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება დღეში 3-ჯერ 1-2 წვეთის ოდენობით ცხვირის თითოეულ ნესტოში. დოზირება ზუსტდება ინდივიდუალური მგრძნობელობის და თერაპიული ეფექტის მიხედვით.
პრეპარატი არ გამოიყენება 5-7 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე. პრეპარატის განმეორებითი მიღება შესაძლებელია რამდენიმე დღის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
სასუნთქი გზების მხრივ: პრეპარატმა, განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე).
ცალკეულ შემთხვევაში მისი მოქმედების დამთავრების შემდეგ, შესაძლებელია ლორწოვანი გარსის ძლიერი შეშუპება (რეაქტიული ჰიპერემია).
პრეპარატის ხანგრძლივმა, ხშირმა ან მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე) და ლორწოვანი გარსის ძლიერი შეშუპება, რაც მედიკამენტის ხშირი გამოყენებით შეიძლება გაუარესდეს (მედიკამენტოზური რინიტი). აღნიშნული ეფექტი შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან უკვე 5-7 დღის შემდეგ და პრეპარატის გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის დაზიანება მისი ატროფიის სახით.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად, ან ცალკეულ შემთხვევებში თავის ტკივილი, ძილიანობა ან დაღლილობის შეგრძნება.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ აღინიშნება ტაქიკარდია, სისხლის არტერიული წნევის მომატება.

უკუჩვენებები:
პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნაწილის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთებისას;
ჩვილებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში;.
პრეპარატში ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობის გამო, არ შეიძლება ქსილომეტაზოლინის გამოყენება ამ სუბსტანციის მიმართ წინასწარ ცნობილი სენსიბილიზაციის შემთხვევაში;
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით ან სიმპათომიმეტური საშუალებებით;
თვალშიდა წნევის მომატებისას, განსაკუთრებით ვიწროკუთხოვანი გლაუკომის დროს;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების (მაგ. გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტონია) დროს;
ფეოქრომოციტომის შემთხვევაში;
ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას (მაგ., ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი).

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული არასაკმარისი კვლევების არსებობის გამო.

განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატის ხანგრძლივი და დიდი დოზით გამოყენება, უპირველეს ყოვლისა ბავშვებში დაუშვებელია.
* სიფრთხილეა საჭირო: სურდოს საწინააღმდეგო მედიკამენტების პერმანენტულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება და საბოლოოდ მისი ატროფია.
* რინო-სტასის ხანგრძლივმა ან მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გულის ფუნქციურ მაჩვენებლებზე და სისხლის მიმოქცევაზე.
* პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარის დაქვეითება, კერძოდ, შეამციროს სწრაფი რეაგირების უნარი, რის გამოც არ არის რეკომენდებული მისი მიღების ფონზე ტრანსპორტის მართვა.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დიდი დოზებით მიღების დროს, ან მისი ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელია შემდეგი მოვლენები:
თვალის გუგების გაფართოვება, დისკომფორტი, ტუჩების ციანოზი, ტემპერატურის მომატება, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, გულის არითმია, გულის გაჩერება, ჰიპერტონია, ფილტვების ფუნქციის დარღვევა (ფილტვების შეშუპება, ან სუნთქვის მხრივ სხვა დარღვევები), ფსიქიური მოშლილობანი.
ამასთან ერთად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძილიანობას, სხეულის ტემპერატურის დაქვეითებას, გულისცემის სიხშირის შემცირებას, სისხლის წნევის დაქვეითებას, სუნთქვის შეჩერებას და კომას.
თერაპიული ღონისძიებების სახით რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა და ოქსიგენოთერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატისა და ტრანილციპრომინის ტიპის, ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:    2 წელი.

მწარმოებელი: STADA ARZNEIMITTEL, გერმანია

გაფრთხილება