გა-40-პარა / GA-40-para
გამოყენების ინსტრუქცია
საინექციო პარასამკურნალო საშუალება
აღწერილობა: უფერო გამჭვირვალე სითხე, სუსტი სპეციფიკური სუნით.
5 მლ საინექციო ხსნარი ფლაკონში. შეფუთვაში 5 ფლაკონი. ინსტრუქციასთან კომპლექტში მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: ქრისტესისხლას, მთის სვინტრის ექსტრაქტებიდან მიღებული პოლიპეპტიტების ჯამი 0,5 მგ.
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი – 45.0 მგ, კალიუმის დიჰიდროფოსფატი – 13.5 მგ, pH 7.4, საინექციო წყალი 5 მლ.
გამოყენების რეკომენდაციები
საინექციო ხსნარი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. გამოიყენება, როგორც დამხმარე პარასამკურნალო საშუალება, კომპლექსურ თერაპიაში, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, შემდეგი პათოლოგიების დროს: იმუნოდეფიციტური, ავტოიმუნური და ალერგიული, ინფექციურ-ანთებითი, სიმსივნური დაავადებები, ადაპტაციური, გონებრივი და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
გამოყენების დოზა და წესი
დოზირების რეჟიმი: ინექცია.
გა-40-პარა-ს ერთი ინექციის დოზაა 50 მკგ / 0.5 მლ ყოველ 50კგ სხეულის წონაზე, შესაბამისად:
- 1-50 კგ სხეულის წონაზე – 0.5 მილილიტრი;
- 50-100 კგ სხეულის წონაზე – 1.0 მილილიტრი;
- 100-150 კგ სხეულის წონაზე – 1.5 მილილიტრი;
- 150-200 კგ სხეულის წონაზე – 2.0 მილილიტრი;
გა-40-პარა შეჰყავთ კუნთებში.
სასურველია ინექციები გაკეთდეს დუნდულო კუნთზე ინსულინის შპრიცით, სხეულის 100 კგ-მდე სხეულის წონაზე და 2 გრამიანი შპრიცით სხეულის 100 კგ ზევით.
რეკომენდებულია ინექციები გაკეთდეს ყოველდღიურად დღეში ერთხელ, საღამოს 6 საათის შემდეგ.
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და საშუალოდ შეადგენს 7 თვეს.
გამოყენება შესაძლებელია გაგრძელდეს დაავადებების სრულ რეგრესიამდე.
ყველა შემთხვევაში იგი შედგება სულ მცირე 3 კურსისაგან, მათ შორის პაუზებით 7-10 დღე.
უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
გა-40-პარას გამოყენებისას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
მითითება „მოხსნის სინდრომის“ რისკის განვითარების შესახებ
გა-40-პარას არ გააჩნია „მოხსნის სინდრომი“.
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე ზეგავლენა:
არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.
განსაკუთრებული მითითებები:
დაუშვებელია გა-40-პარას გამოყენების პერიოდში ალკოჰოლის მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: უარყოფითი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.
ხსნარის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა იმუნომოდულატორებისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.
გაფრთხილება: ვიზუალურად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა: 5 მლ საინექციო სითხე, 5 ფლაკონი მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება სინათლის ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას +15 +25°C ტემპერატურის პირობებში.
შენახვის ვადები
ვარგისიანობის ვადა: გახსნიდან 14 დღე. გაუხსნელი 2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს, მედიკობიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ალექსისი“.
საქართველო, თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. 2.
ვებსაიტი: www.ga-40.com
ტელ/მობ: 555 90 30 00
ბმები:
- გა-40
- Га-40
- Ga-40
- გა – 40 ევროპასა და ამერიკაში
- დისტანციური კონსულტაციები
- ალექსის ემესეს
- სამეცნიერო კვლევები გა-40-ის შესახებ
- გიორგი ალექსიძის ბიოგრაფია
- გა-40-ზე შემომვალი ლინკები
- პაციენტთა კონსულტანტის პროფ. კონსტანტინე ჩახუნაშვილის პერსონალური გვერდი