ენტეროპათიური აკროდერმატიტი

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.


ენტეროპათიური აკროდერმატიტი

ენტეროპათიური აკროდერმატიტი (ბავშვებში) – ავტოსომურ-რეცესიული დაავადება, რომელიც გამოწვეულია ნაწლავში შეწოვის დარღვევით; ბავშვებში ვლინდება შემატებითი საკვების დანიშვნისას.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დაავადებას საფუძვლად უდევს თუთიის ნაკლებობა, რაც გამოწვეულია საკვებთან თუთიის არასაკმარისი მიღებით ან ნაწლავში მისი შეწოვის დარღვევით.
თუთიის დეფიციტი აქვეითებს მრავალი ფერმენტის აქტიურობას და იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, განსაკუთრებით კი ნახშირწყლებისა და ცილების.

კლინიკური სურათი

დამახასათებელია ვეზიკულური, პუსტულოზური, ბულოზური დერმატიტის განვითარება კიდურების დისტალურ ნაწილებზე, ასევე სხეულის ბუნებრივი ხვრელების ირგვლივ;  ხშირია ალოპეცია, წარბებისა და წამწამების დაცვენა, ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაზიანება, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ფაღარათი, სტეატორეა).
დროთა განმავლობაში ვითარდება ჰიპოტროფია, მეორადი ჩირქოვანი ინფექცია; ბავშვები ჩამორჩებიან ზრდაში.

დიაგნოზი

დასტურდება სისხლში თუთიის დაბალი შემცველობის დადგენით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ნაწლავის შეწოვის დარღვევის სინდრომთან, დერმატიტთან.

მკურნალობა

ინიშნება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი ადრე დაწყებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

პროფილაქტიკა – კვების წესების დაცვა ბავშვის ასაკთან შესაბამისობით. პედიატრიული დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.