ბერძნულ – ლათინურ ელემენტებიანი სიტყვების მართლწერა
ალგორითმთა ამ ჯგუფის მომზადებისას, ძირითადად ვისარგებლეთ რუსუდან ზექალაშვილის სახელმძღვანელოთი. [1] მიანიშნებს რ.ზექალაშვილის სახელმძღვანელოზე. უშუალოდ სამედიცინო ტერმინოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ პირებს ვურჩევთ ამ სახელმძღვანელოს გაცნობას.
|
h |
სამედიცინო ტერმინებში, სადაც ბერძნული ხორხისმიერი h არის, უნდა დარჩეს ჰ და არა გ, როგორც ეს რუსულშია. ეს წესი ვრცელდება პრეფიქსოიდებზეც, ასევე ჰ რჩება სიტყვის შუაში, როგორც ლათინურ, ისე ბერძნულ სიტყვებში. გ უნდა დაიწეროს ყველა იმ სიტყვაში, სადაც ამოსავალ ენაში g გამოიყენება.[1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
g |
გ უნდა დაიწეროს ყველა იმ სიტყვაში, სადაც ამოსავალ ენაში g გამოიყენება.[1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
f |
თუ ამოსავალ ენაში გვაქვს ph ან f, ქართულად გადმოიცემა ფ-თი, ხოლო p – პ-თი.[1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
p |
თუ ამოსავალ ენაში გვაქვს ph ან f, ქართულად გადმოიცემა ფ-თი, ხოლო p – პ-თი.[1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
ph |
თუ ამოსავალ ენაში გვაქვს ph ან f, ქართულად გადმოიცემა ფ-თი, ხოლო p – პ-თი.[1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
ch |
ლათინური ch ქართულად გადმოიცემა ქ ასოთი და არა ხ-თი. ეს წესი ვრცელდება პრეფიქსოიდებზეც.[1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
t |
სამედიცინო ტერმინებში, სადაც ლათინურად th წერია (ბერძნ. თეტა), ქართულად იწერება თ, ხოლო t (ბერძნ. ტაუ) გადმოიცემა ტ-თი (რუსულში ორივე შემთხვევაში t წერია), იგივე ითქმის გერმანული და ფრანგული წარმოშობის სიტყვებზეც. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
th |
სამედიცინო ტერმინებში, სადაც ლათინურად th წერია (ბერძნ. თეტა), ქართულად იწერება თ, ხოლო t (ბერძნ. ტაუ) გადმოიცემა ტ-თი (რუსულში ორივე შემთხვევაში t წერია), იგივე ითქმის გერმანული და ფრანგული წარმოშობის სიტყვებზეც. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
ca |
c იკითხება როგორც კ – a-ს წინ [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
co |
c იკითხება როგორც კ – o-ს წინ [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
cu |
c იკითხება როგორც კ – u-ს წინ [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
ci |
c იკითხება როგორც ც – i-ს წინ. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
cy |
c იკითხება როგორც ც – y-ს წინ. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
cj |
c იკითხება როგორც ც – j-ს წინ. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
ce |
c იკითხება როგორც ც – e-ს წინ. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
cae |
c იკითხება როგორც ც – ae-ს წინ. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
coe |
c იკითხება როგორც ც – oe-ს წინ. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
ct |
c თანხმოვანი t-ს წინ გადმოიცემა ქტ ბგერათკომპლექსით | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
kt |
k თანხმოვანი t-ს წინ გადმოიცემა ქტ ბგერათკომპლექსით | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
ae |
ლათინური დიფთონგები ae გადმოიცემა როგორც ე | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
oe |
ლათინური დიფთონგები oe გადმოიცემა როგორც ე | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
i |
ლათინური დიფთონგები i გადმოიცემა როგორც ი | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
eu |
ლათინური დიფთონგები eu გადმოიცემა როგორც ევ | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
au |
ლათინური დიფთონგები au გადმოიცემა როგორც ავ | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
ps |
ps კომპლექსი ქართულად უნდა გადმოიცეს ფს-თი. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
cs |
cs კომპლექსი ქართულად უნდა გადმოიცეს ქს-თი. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
ks |
ks კომპლექსი ქართულად უნდა გადმოიცეს ქს-თი. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
ex |
ex, exen ქართულად უნდა გადმოიცეს გზ. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
exen |
ex, exen ქართულად უნდა გადმოიცეს გზ. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
pt |
p(tio) ქართულად უნდა გადმოიცეს ფც. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
cc |
როცა ლათინურად წერია cc (აქედან ხშირად პირველი c პრეფიქსისაა) ან ფუძე მთავრდება c-ზე და მოსდევს სუფიქსი – tio, ქართულად უნდა დაიწეროს ქც (და არა კც). გამონაკლისია გაორმაგებული cc. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
pt |
როცა ლათინურად წერია pt ქართულად გადმოიცემა როგორც პტ [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
phth |
phth ბგერათკომპლექსი ქართულად გადმოიცემა როგორც – ფთ [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
qu |
ლათინური წარმოშობის სიტყვებში qu ბგერათაკომპლექსი იკითხება არა უ, არამედ – ვ. ქართულში ნორმადაა მიჩნეული დაიწეროს კვ (და არა ქვ). [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
lu |
lu ბგერათკომპლექსი რუსულად იწერება ëþ-თი, ქართულად კი – ლუ. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
la |
la ბგერათკომპლექსი რუსულად იწერება ëÿ-თი, ქართულად კი – ლა. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
al |
ძალზე ხშირია შეცდომა – ალ (al) სუფიქსიან ზედსართაულ ფუძეზე – ურ (ლ) სუფიქსის დართვისას. უცხოურ – al და ქართულ – ურ სუფიქსებს ერთნაირი ფუნქცია აქვს, ამიტომ აღარაა საჭირო – al, – ურ უნდა დაერთოს უშუალოდ ფუძეს. [1] | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
|
dys |
დიზ- (დის) პრეფიქსიან სიტყვებში თუ სიტყვა თანხმოვნით იწყება თავსართია დის; თუ სიტყვა ხმოვნით იწყება თავსართია დიზ | საილუსტრაციო ფაილზე გასვლა |
____________________________________________________________