აპოპტოზი

აპოპტოზი  – -(ბერძნულიდან – ფოთლების ჩამოცვენა) უჯრედების ბუნებრივი კვდომაა, რომელსაც თან ახლავს დამახასიათებელი ციტოლოგიური ნიშან–თვისებები (აპოპტოზის მომნიშვნელები) და მოლეკულური პროცესები. ამ დროს  უჯრედის ზომა მცირდება, ხდება ქრომატინის კონდენსაცია და ფრაგმენტაცია, გარე და ციტოპლაზმური მემბრანა  მკვრივდება, მაგრამ არ ხდება უჯრედის შიგთავსის გარეთ გამოსვლა.

აპოპტოზი (apoptosis) – უჯრედების „პროგრამირებული“ კვდომა ქსოვილების დიფერენცირების და წარმოქმნის პროცესში (ემბრიოგენეზში, ქსოვილების ცალკეული მონაკვეთების ატროფიისას და სხვა). მორფოლოგიურად აპოპტოზი ვლინდება ქრომოსომების კლამპინგში (გადაბმა), ბირთვის ფრაგმენტაციით, ციტოპლაზმის კონდენსაციით და მემბრანის ბუშტუკისებრი გამობერვით. აპოპტოზის რეგულაცია ხორციელდება ჰორმონებით – შეიძლება ის ხელოვნურადაც იყოს გამოწვეული. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.