ელექტროფიზიოლოგია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ელექტროფიზიოლოგია – ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწალის ცოცხალი ორგანიზმის ელექტრულ (ბიოელექტრულ) მოვლენებს. ელექტროფიზიოლოგიას საფუძველი ჩაუყარა ლ. გალვანიმ (1791), რომელმაც დაამტკიცა, რომ ელექტრობის წყარო შეიძლება იყოს ცხოველური ორგანიზმის აგზნებადი ქსოვილი. შემდგომში დამტკიცდა, რომ ერთი მხრით, აგზნებასა და შეკავებას შორის, ხოლო მეორე მხრით, ქსოვილებში ელექტრულ მოვლენათა შორის არსებობს კავშირი; აღმოჩნდა აგრეთვე ბიოელექტრული პოტენციალების 2 ძირითადი ფორმა (მოსვენებისა და მოქმედების). განსაკუთრებით განვითარდა ელექტროფიზიოლოგია XX საუკუნის დასაწყისში სიმებიანი გალვანომეტრის გამოგონებასთან ერთად და უმაღლეს დონეს მიაღწია 30 – იან წლებში. მძლავრი ელექტრონული მაძლიერებლებითა და უინერციო და მცირე ინერციის ოსცილოგრაფებით მიიღეს ახალი მონაცემები აგზნებადი ქსოვილების თვისებების, ნერვული იმპულსის გავრცელების სიჩქარის, ნერვული ცენტრების მოქმედების შესახებ. მიკროელექტროდებით შეისწავლეს ცალკეული ნერვული უჯრედებისა და ნერვული ბოჭკოების მოქმედება. ტონოსკოპმა (ელექტროენცეფალოსკოპმა), რომელიც ტვინის მრავალ წერტილში ელექტრული პოტენციალების ცვალებადობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა ახალი შესაძლებლობანი დასახა ადამიანისა და ცხოველთა უმაღლესი ნერვული მოქმედების გამოსაკვლევად. ამჟამად სხვადასხვა ელექტროფიზიოლოგიური მეთოდი – ელექტროკარდიოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, ელექტრომიოგრაფია და სხვ. – გამოიყენება კლინიკური დიაგნოსტიკისათვის. [“1”] ელექტროფიზიოლოგია – ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ბიოელექტრულ მოვლენებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა