ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ემბრიობლასტი – / არქიბლასტი / (embryoblastus ბერძნ.embryo – ჩანასახი, blastos – ნერგი, „ჩანასახის ნერგი“, სინ.შიგა უჯრედული მასა – massa cellularum interna) ადამიანისა და ძუძუმწოვრების ჩანასახში უჯრედთა ერთობლიობა ტროფობლასტის შიგნით მორულისა და ადრეული ბლასტოცისტის სტადიაზე. ემბრიობლასტი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ჩანასახში ე.წ.ჩანასახოვანი კვანძი ბლასტოცისტის ღრუს წარმოქმნის სტადიაზე. ემბრიობლასტი ჩანასახის ნაწილია, რომელიც წარმოიქმნება მუქი ბლასტომერების ფირფიტისაგან და შემოფარგლულია ტროფობლასტის ნათელი ბლასტომერებით. ემბრიობლასტის მასალა ბლასტოცელში (blastocoelia) ქმნის ჩანასახოვან კვანძს, რომელიც ტროფობლასტის კედლის ერთ – ერთ უბანთან არის მიღებული. შემდგომში ჩანასახოვანი კვანძი გარდაიქმნება ჩანასახოვან ფარად, რომლისგანაც ვითარდება როგორც ჩანასახის სხეული, ასევე ზოგიერთი ჩანასახსგარე ორგანო (ამნიონი, ყვითრის პარკი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა