კანი – (cutis) ორგანიზმის გარეთა საფარი, შედგება ეპიდერმისის, დერმის, კანქვეშა ბადურისა და მისი წარმონაქმნებისაგან (თმები, ჯირკვლები, ფრჩხილები). ორგანიზმს იცავს მექანიკური დაზიანებისაგან, ხელს უშლის მიკროორგანიზმების, შხამიან და მავნე ნივთიერებათა შეღწევადობას, მონაწილეობს გარემოსთან წყლისა და აირთა ცვლაში, ვიტამინების ცვლაში, სისხლის დეპონირებაში, გარე გაღიზიანებათა რეცეპციაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – ადამიანისა და ცხოველის სხეულის ზედაპირული საფარველი. შედგება ორი შრის – ეპიდერმისისა და დერმისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი არიან ბაზალური მემბრანით.(2)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი