კანის ანგიიტები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კანის ანგიიტები – (ვასკულიტები) ანთებით – ალერგიული დერმატოზების ჯგუფი, რომელთა ძირითადი გამოვლინებაა სხვადასხვა კალიბრის დერმოჰიპოდერმული სისხლძარღვების დაზიანება. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზი უმრავლეს შემთხვევაში იმუნოკომპლექსურია (სისხლძარღვთა კედლების დაზიანება იმუნური დეპოზიტებით ინფექციური, მედიკამენტოზური და სხვა ანტიგენებთან ერთად). ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება ფოკალურ ქრონიკულ ინფექციას (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ტუბერკულოზის ჩხირი, საფუარის და სხვა სოკოები), რომელიც შეიძლება ლოკალიზებული იყოს ნებისმიერ ორგანოში (ხშირად ნუშურებში, კბილებში). ანგიიტების განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქრონიკულ ინტოქსიკაციებს (ალკოჰოლიზმი, სიგარეტის წევა), ენდოკრინოპათიებს (შაქრიანი დიაბეტი), ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს (სიმსუქნე), გადაცივებას, ზოგად და ადგილობრივ სისხლძარღვივან დაავადებებს (ჰიპერტონიული დაავადება, მაობლიტირებელი თრომბანგიიტი), შემაერთებელი ქსოვილის დიფუზურ დაავადებებს. კანის ანგიიტების ნიშნებია: ანთებით – ალერგიული ხასიათის გამონაყარი, რომელიც მიდრეკილია შეშუპებისადმი, სისხლჩაქცევებისა და ნეკროზისადმი, გამონაყრის ელემენტების პოლიმორფიზმი; გამონაყრის სიმეტრულობა, უპირატესი ან პირველადი ლოკალიზაცია ქვედა კიდურებზე; მწვავე ან პერიოდულად გამწვავებული მიმიდნარეობა; თანმხლები სხვა ორგანოების სისხლძარღვოვანი ან ალერგიული დაავადებების ხშირი არსებობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა