Tag Archives: ინფექციას

ქორიოდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოდიტი – (ანატ. choriodea – თვალის საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი) თვალის სიხლძარღვოვანი გარსის ანთება. პროცესში ერთვება თვალის ბადურა. ქორიოდიტის განვითარებაში გარკვეული როლი ენიჭება ინფექციას – ტუბერკულოზური, ტოქსოპლაზმური, სტრეპტო –  და სტაფილოკოკური, ვირუსული, სიფილისური, ბრუცელოზური და სხვ. პროცესში ბადურის ჩართვისას ვითარდება მხედველობის დარღვევა. დაავადების პროგრესირება იწვევს ბადურის შემღვრევას დაზიანებული

Read More

სტრეპტოკოკები

სტრეპტოკოკები – 1. გრამდადებითი ბაქტერიები. შეუძლიათ შაქრებისა და სპირტების დუღილის გამოწვევა. ზოგიერთ პათოლოგიურ სტრეპტოკოკს შეუძლია სისხლის ერითროციტების დაშლა. სხვები იწვევენ ანგინას, წითელ ქარს, პნევმონიას, სეფსისს, დაჩირქებას და ა. შ. 2.  სფეროსებრი უმოძრაო ბაქტერები. გამრავლებისას წარმოქმნიან უჯრედთა ჯაჭვს;  პათოგენური სტრეპტოკოკები იწვევენ სტრეპტოკოკურ ინფექციას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი