ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლაიტვუდ – ოლბრაიტის სინდრომი – (R. Lightwood, ინგლ. პედიატრი; F. Albright, ამერ. ექიმი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება პოლიურიით, ჩონჩხის რაქიტისებრი ცვლილებებით, სისხლის მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის დარღვევით, კალციუმის მარილების ჩალაგებით თირკმლის პარენქიმაში (ნეფროკალცინოზი) და თირკმლის ღრუში ან პარენქიმაში კენჭების წარმოქმნით (ნეფროლითიაზი). არსებობს სინდრომის ორი ფორმა ლაიტვუდის სინდრომი (იხ.) და ბატლერ – ოლბრაიტ – ლაიტვუდის სინდრომი (იხ.). – მემკვიდრეობითი ჰიპოპარათირეოზის ფორმა, გადაცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. ვლინდება პოლიურიით, მძიმე მოგვიანებითი რაქიტით, ძვლების გამრუდებით და სპონტანური მოტეხილობებით, დიფუზური ოსტეოპოროზით, ნეფროკალცინოზით, ნეფროლითიაზით და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის დარღვევით. მიმდინარეობა ჩვილ ბავშვთა ასაკში შედარებით იოლია, ხოლო მოზრდილებში და ზრდასრულებში – მძიმე. არჩევენ სინდრომის ორ ფორმას: ლაიტვუდის სინდრომს (იხ.) და ბატლერ – ლაიტვუდ – ოლბრაიტის სინდრომს (იხ.). [“3”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა