ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/ comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:-აქტიური სუბსტანცია: სალიცილის მჟავა 5%,გოგირდი 10%, დამხმარე სუბსტანცია: ვაზელინი და სხვა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:-კომბინირებული პრეპარატია, აქვს სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება.
ჩვენება:
–ტერფისა და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
-თითებს შუა გლუვი კანის და სხვა სოკოვანი დაზიანებები;
-სხვადასხვა ფერის პიტირიაზი;
-კანის ჩირქოვანი დაავადებები;
-დერმატიტები;
გამოყენების წესი და დოზირება:-მიკონოლსანი თხელი ფენით დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში.მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 1-2 კვირას. სასურველია გამოყენება მიკოსანის ხსნართან კომბინაციაში შემდეგი წესით: ხსნარის წასმიდან 5-10 წუთის შემეგ ხდება მალამოს წასმა წრიული მოძრაობით 1-2ჯერ დღეში. კანის გაღიზიანებისა და აქერცვლის შემდეგ ვწყვეტთ ხსნარით ზედაპირის დამუშავებას და მკურნალობას ვაგრძელებთ მალამოთი.
უკუჩვენება:– ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, კანის ტუბერკულიოზი,ათაშანგის კანისმიერი გამოვლინებები, ჩუტყვავილა,მარტივი ჰერპესი,პოსტ-ვაქცინური კანისმიერი რეაქციები და ღია ჭრილობაზე დატანა.
ადგილობრივი რეაქციები:- კანის ჰიპერემია, პრეპარატის დატანის ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება, ( გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა)
შენიშვნა:- უკუნაჩვენებია თვალის მიმდებარე კანზე დატანა. ასევე უნდა მოვერიდოთ დაზიანებულ კანზე და ღია ჭრილობაზე პრეპარატის დატანას.არასასურველია გამოყენება სისველით მიმდინარე პროცესების დროს.
ვარგისიანობის ვადა:– 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები:–ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25C- ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: ვიტაფარმი, საქართველო
გამოშვების ფორმა: 25მგ მალამო პოლიმერული მასალის ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)