ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
პოლიცენტრული მიტოზი – (mitosis ბერძნ.mitos – ძაფი, poly – ბევრი და centrum – ცენტრი; სინ.მიტოზი მულტიპოლარული) მრავალპოლუსიანი მიტოზი, რომლის დროს წარმოიქმნება რამდენიმე უჯრედის ცენტრი ცენტროსომის გაყოფის გამო არა ორ, როგორც ჩვეულებრივ, არამედ რამდენიმე ცენტრიოლად. ამის შესაბამისად ვითარდება დიდი რაოდენობით აქრომატული თითისტარები. გაყოფის პოლუსებისა და მათთან დაკავშირებული აქრომატული თითისტარების რაოდენობა და განლაგება სულ სხვადასხვა შეიძლება იყოს. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი პოლუსი წარმოიქმნება, ასეთ მიტოზებს უწოდებენ ტრიქვადრი – , პენტა – , ჰექსა – და ა.შ. პოლარულებს. მრავალპოლუსიანი მიტოზების დროს ქრომოსომები შვილეულ უჯრედებს შორის ძალიან არათანაბრად ნაწილდება. მათი რიცხვი მკვეთრად მომატებულია. მრავალპოლუსიანი მიტოზის შედეგად წარმოქმნილი შვილეული უჯრედები შეიცავს ქრომოსომების ანეუპლოიდურ ნაკრებს და, როგორც წესი, ანომალურია. მრავალპოლუსიანი მიტოზი ახასიათებს მეგაკარიოციტებს, სიმსივნეების გიგანტურ უჯრედებსა და უჯრედების ქსოვილთა კულტურებს, უჯრედების დაბერების დროს და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა