ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
რეინო – ლერიშის სინდრომი – (А. G. М. Raynaud, ფრან. ექიმი; R. Н.М. Leriche, ფრან. ქირურგი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ტიპიურია რეინოს დაავადებისათვის, მაგრამ ვითარდება ზოგიერთი სხვა დაავადების დროს, რომლებიც ხასიათდებიან კიდურების სისხლძარღვების დაზიანებით და (ან) ნევრული სისტემის დაზიანებით, რომლებიც აინერვებენ მათ ნაწილებს, მაგ. სკლეროდერმიის, სისტემური წითელი მგლურას, სირინგომიელიის, პოლინევრიტების, ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანების დროს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა