ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ფიმოზი, პარაფიმოზი – ფიმოზი წარმოადგენს ჩუჩის თანდაყოლილ დაგრძელებასა და შევიწროებას. გამოყოფენ ორ ფორმას: 1. ჰიპერტროფული ფიმოზი – ჩუჩის თანდაყოლილი ,,ხორთუმისებური” დაგრძელება და შევიწროება, რომლის ქვეშ ადვილად ვითარდება მორეციდივე ანთება, შარდვის დარღვევები იწვევს მანკიერ წრეს და პრეპუციალური პარკის ზომების გადიდებას; 2. ატროფული ფიმოზი – ჩუჩის შევიწროება ასაკობრივი ატროფიის, სკლეროდერმიის ან ქრონიკული ბალანიტის დროს წინასწარი ჰიპეტროფიის გარეშე. დიფერენციალური დიაგნოზი: პატარა ბავშვებში ჩუჩის შიგნითა ფურცლის ფიზიოლოგიური შეწებება სასქესო ასოს თავთან; არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალით გაცალკევება. გართულებები: ქრონიკული ბალანოპოსტიტი, პიელონეფრიტი, სასქესო ასოს კიბო, სქესობრივი აქტის დარღვევები, პარაფიმოზი. მკურნალობა – ჩუჩის გაკვეთა; პროგნოზი კეთილსაიმედოა. პარაფიმოზი – სასქესო ასოს ჩაჭედვა რეტრაგირებული ჩუჩით. გართულებები: სასქესო ასოს ნეკროზი. მკუნალობა: სასქესო ასოს შეშუპების დროს ხუთწუთიანი გაცივების შემდეგ ცდილობენ მის რეპონირებას. წარუმატებლობის შემთხვევაში – ჩუჩის გაკვეთა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა