გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”
ქირურგიული დანა – რბილი და ზოგიერთი მკვრივი ქსოვილის გასაკვეთი, ბასრი ქირურგიული ინსტრუმენტი.
ქირურგიული დანა მნიშვნელოვანი ძალისხმევის გარეშე კვეთს ქსოვილს; ბასრი დანით გაკეთებული განაკვეთი ნაკლებად მტკივნეულია და ადვილად ხორცდება.
გამოიყენება კიდურის ამპუტაციის, გულმკერდის ღრუზე ოპერაციული მიდგომისას და ა.შ.
გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის ქირურგიულ დანებს.
- საამპუტაციო დანა
- სარეზექციო დანა
- ხრტილის გასაკვეთი დანა
- თავის ტვინის დანა