გულის არითმიები (II)

გულის არითმიები (II)

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

დასაწყისი იხ.>>>

გულის ბლოკადა –  გულის ნორმალური მოქმედების დარღვევა, რომელიც გამოწვეულია გამტარ სისტემაში იმპულსის გატარების შენელებით ან შეწყვეტით. ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სინოატრიულ (წინაგულების მიოკარდის დონეზე), წინაგულ – პარკუჭოვანი  (ატრიოვენტრიკულური კვანძის დონეზე) და პარკუჭთაშიგა ბლოკადებს (ჰისის კონის მისი განტოტებების დონეზე). გამოხატულების მიხედვით განასხვავებენ გამტარობის შენელებას (ყოველი იმპულსი შენელებულად ტარდება გამტარი სისტემის ნაწილებში, I ხარისხის ბლოკადა), არასრულ ბლოკადებს  (ტარდება მხოლოდ იმპულსების ნაწილი, I I ხარისხის ბლოკადა), და სრულ ბლოკადებს (იმპულსები არ ტარდება, გულის მოქმედება შენარჩუნებულია რიტმის წამმართველის ექტოპიური ცენტრით, III ხარისხის ბლოკადა).

სინოატრიალური და წინაგულ – პარკუჭოვანი გამტარობის დარღვევები შესაძლოა წარმოიქმნას მიოკარდიტების, კარდიოსკლეროზის, მიოკარდის კეროვანი და დეგენერაციული დაზიანებების დროს, განსაკუთრებით უკანა კედლის მიდამოში, ინტოქსიკაციების, ცდომილი ნერვის ტონუსის მომატების დროს, ბეტა-ადრენობლოკატორების, ვერაპამილის ზემოქმედებით. პარკუჭთაშიგა გამტარობის დარღვევები ხშირად განპირობებულია ნეკროზული ან ანთებითი პროცესებით. გამტარობის არამძიმე დარღვევები შეიძლება აღინიშნებოდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში. თანდაყოლილი სრული განივი ბლოკადა ძალიან იშვიათია. მთლიანობაში, რაც უფრო დისტალური და გამოხატულია ბლოკადა, მით სერიოზულია მისი კლინიკური გამოვლინებები. ბლოკადები შეიძლება იყოს მყარი და გარდამავალი; გარდამავალი ბლოკადები ზოგჯერ მოწმობენ გულის დაავადებების გართულებას. ბლოკადების ლოკალიზაცია და გამოხატულება განისაზღვრება ეკგ – ს მიხედვით. სინოატრიალური ბლოკადის დროს დიაგნოსტირდება მხოლოდ არასრული ბლოკადა: სინუსური რიტმის ან სინუსური არითმიის ფონზე აღინიშნება PQRST ცალკეული კომპლექსების გამოვარდნა, დიასტოლური პაუზის შესაბამისი გახანგრძლივებით.

blokada_11

წინაგულ – პარკუჭოვანი ბლოკადა პირველი ხარისხის – Q ინტერვალი გახანგრძლივებულია 0,21 წმ – ით და მეტად, მაგრამ ყველა წინაგულოვანი იმპულსები აღწევენ პარკუჭებს. წინაგულ – პარკუჭოვანი ბლოკადა მეორე ხარისხის: ცალკეული წინაგულოვანი იმპულსები არ ტარდება პარკუჭებში, შესაბამისი

2nd_degree_type11

პარკუჭოვანი კომპლექსი ვარდება (ეკგ – ზე იზოლირებული კბილი). პაროქსიზმული ტიპის ბლოკადის დროს ასეთ გამოვარდნას წინ უძღვის – Q ინტერვალის პროგრესირებადი გახანგრძლივება. დისტალური ტიპის ბლოკადის დროს ცალკეული ციკლების გამოვარდნას წინ არ უძღვის – Q ინტერვალის თანდათანობითი გახანგრძლივება. დისტალური ტიპის ბლოკადას ადგილი აქვს მიოკარდის მძიმე დაზიანების დროს, იგი უფრო ხშირად გადადის სრულ განივ ბლოკადაში. მესამე ხარისხის წინაგულ – პარკუჭოვანი ბლოკადის დროს წინაგულები და პარკუჭები აღიგზნებიან სწორ, მაგრამ ერთმანეთისაგან

3rd_degree1

დამოუკიდებელ რიტმში. ასევე შესაძლოა გამოყოფილი იქნას პაროქსიზული ტიპის და დისტალური ტიპის ბლოკადა. პარკუჭთაშიგა ბლოკადები ეხება პარკუჭთაშიგა გამტარი სისტემის ერთ, ორ ან ყველა სამ ტოტს. ჰისის კონის მარცხენა ფეხის წინა ან უკანა ტოტის ბლოკადა ხასიათდება გულის ელექტრული ღერძის მნიშვნელოვანი გადახრით, შესაბამისად მარცხნივ ან მარჯვნივ. ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადის

bbb11

დროს QRS კომპლექსის საწყისი ნაწილი შენარჩუნებულია, საბოლოო კი გაფართოებული და დაკბილულია, QRS ხანგრძლივობა გაზრდილია, V^ განხრაში გადიდებული და დაკბილულია R კბილი, ST სეგმენტი დაწეულია, T – კბილი უარყოფითი; ელექტრული ღერძი ფრონტალურ სიბრტყეზე ცუდად პროეცირდება. სიმპტომები. არასრული განივი ბლოკადის დროს აღინიშნება პულსისა და გულის ტონების გამოვარდნა. პარკუჭთაშიგა ბლოკადები ზოგჯერ მიმდინარეობენ ტონების გახლეჩით, ხშირია ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა. სრული განივი ბლოკადა ხასიათდება სტაბილური ბრადიკარდიით, გულის ტონების ცვლილებებით, კრუნჩხვებით. სტენოკარდია, გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი შესაძლოა განვითარდეს სრული განივი ბლოკადის, განსაკუთრებით დისტალური ტიპის დროს. მკურნალობა. მკურნალობენ ძირითად დაავადებას, ხსნიან ფაქტორებს რომლებიც იწვევენ ბლოკადას.  ბლოკადები, რომლებსაც მივყევართ გულის უკმარისობამდე და (ან) პერფერიული სისხლის მიმოქცევის უკმარისობამდე, ასევე დისტალური ტიპის არასრული და სრული ბლოკადების დროს ნაჩვენებია დროებითი ან მუდმივი პარკუჭოვანი ელექტროსტიმულაცია.

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი დაკავშირებულია სინუსური კვანძის ავტომატიზმის დასუსტებასთან ან შეწყვეტასთან. იგი შეიძლება განპირობებული იყოს კვანძის მიდამოს იშემიით, კარდიოსკლეროზით, მიოკარდიტით, კარდიომიოპათიით, ასევე მიოკარდის ინფილტრირებადი დაზიანებით. სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი შესაძლოა იყოს ასევე გამტარი სისტემის თანდაყოლილი თავისებურების გამოვლინება. სიმპტომები. განსაკუთრებით დამახასიათებელია სინუსური ბრადიკარდიის ან ბრადიარითმიის შერწყმა ტაქისისტოლური და ექტოპიური არითმიის პაროქსიზმებთან. სინდრომის სხვა გამოვლინებებია: ჩანაცვლებადი ექტოპიური რიტმისა და ზოგჯერ სრული ასისტოლიის პერიოდები, რიტმის წამმართველის მიგრაცია, წინაგულების ციმციმი, სინოატრიალური ბლოკადა, ექსტრასისტოლია და ტაქიკარდია. მრავალ ავადმყოფს არ აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები. რიგ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ტვინისა და გულის არასაკმარისი სისხლმიმოქცევის ნიშნები, გულის უკმარისობა. ავადმყოფები ცუდად იტანენ ვაგოტროპულ ზემოქმედებას. მკურნალობა. მრავალი ავადმყოფი არ საჭიროებს მკურნალობას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლმიმოქცევის დარღვევის ნიშნების დროს ნაჩვენებია მუდმივი ელექტროკარდიოსტიმულაცია. სიმპტომატური და ანტიარითმული საშუალებები უკუნაჩვენებია, ვინაიდან მათ შესაძლოა სახიფათოდ გააძლიერონ სინდრომის შესაბამისად ტაქიკარდიული ან ბრადიკარდიული კომპონენტი. პროგნოზი დამოკიდებულია დაავადებაზე, რომელიც იწვევს სინდრომის განვითარებას. პარკუჭების ნაადრევი აგზნების სინდრომი (ვოლფ – პარკინსონ – უაიტის სინდრომი) ელექტროკარდიოგრაფიული სინდრომი – Q ინტრვალის შემოკლებით და QRS კომპლექსის გაფართოებით, საწყისი, ე. წ. დელტა – ტალღის ხარჯზე. სინდრომი შესაძლოა იყოს მყარი ან გარდამავალი. მას საფუძვლად უდევს გამტარი სისტემის თანდაყოლილი თავისებურება. სინდრომი შესაძლოა გამოვლინდეს დაბადებისთანავე ან მოგვიანებით; დიაგნოსტირდება მხოლოდ ეკგ – ით. ზოგიერთ განხრაში შესაძლებელია Q კბილის რეგისტრაცია, S – ” – ს ცვლილება, რაც ზოგჯერ იწვევს შეცდომით იშემიური დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, პარკუჭების ჰიპერტროფიის დიაგნოსტიკას. პაროქსიზმული ტაქიკარდიის არარსებობისას მკურნალობა საჭირო არ არის. თავი უნდა ავარიდოთ ზემოქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა მოახდინონ მათი პროვოცირება. ტაქიკარდიის პაროქსიზმების მკურნალობასა და პროფილაქტიკას ატარებენ ისევე, როგორც სხვა წარმოშობის პაროქსიზმული პარკუჭზედა ტაქიკარდიის დროს. თუკი შეტევები ხშირია, ან დაკავშირებულია მძიმე სიმპტომატიკასთან, მაშინ შეტევების გარეშე პერიოდში ატარებენ პროფილაქტიკურ მკურნალობას  ეფექტური ანტიარითმული საშუალებებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები