nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


 გულის არითმიები (I)

გულის არითმიები - სინუსური არითმია, სინუსური ბრადიკარდია, ექტოპიური რითმები, ექსტრასისტოლია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, პაროქსიზმული ტაქიკარდია..>>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე 

არითმიაგულის არითმიები - წარმოადგენს გულის მოქმედების ნორმალური რითმის დარღვევას. არითმიები შესაძლოა წარმოიქმნას გულის გამტარ სისტემაში სტრუქტურული ცვლილებების, გულის დაავადებების, ასევე ვეგეტატიური, ენდოკრინული, ელექტროლიტური და სხვა მეტაბოლური დარღვევების, ინტოქსიკაციებისა და ზოგიერთი წამლისმიერი ზემოქმედებების დროს. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები გავლენას ახდენენ გულის გამტარი სისტემის ძირითად ფუნქციაზე, განაპირობებენ მიოკარდის ელექტროლიტურ დისბალანსს, რაც იწვევს არითმიას. ცალკეულ შემთხვევებში არითმიები განპირობებულია გამტარი სისტემის ინდივიდუალური თანდაყოლილი ანომალიებით. არითმიული სინდრომის გამოხატულება შესაძლოა არ შეესაბამებოდეს გულის ძირითადი დაავადების სიმძიმეს. არითმიების უმრავლესობის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფული ნიშნებით. იშვიათად, აუცილებელია სპეციალური ელექტროფიზიოლოგიური კვლევები, რომელიც ტარდება სპეციალიზირებულ კარდიოქირურგიულ დაწესებულებებში. არითმიის მკურნალობაში ყოველთვის შედის ძირითადი დაავადების მკურნალობა და, საკუთრივ, არითმიის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

გულის მოქმედების ნორმალურ რითმს განაპირობებს სინუსური კვანძის ავტომატიზმი და მას სინუსური რითმი ეწოდება. სინუსური რითმის სიხშირე ჯანმრთელი მოზრდილების უმრავლესობაში მოსვენებულ

 norm_sin_ritmi1

მდგომარეობაში შეადგენს 60 – 75 დარტყმას წუთში. სინუსური არითმია ეს არის სინუსური რითმი, რომლის დროსაც ეკგ – ზე R – R ინტერვალებს შორის განსხვავება აღემატება 0,1 წმ – ს. სუნთქვითი სინუსური არითმია – ფიზიოლოგიური მოვლენაა; იგი განსაკუთრებით ხშირია (პულსის ან ეკგ-ს მიხედვით) ახალგაზრდებში ნელი, მაგრამ ღრმა სუნთქვის დროს. ფაქტორები, რომლებიც ახშირებენ სინუსურ რითმს (ფიზიკური და ემოციური დატვირთვები, სიმპათომიმეტიკები), ამცირებენ ან ხსნიან სუნთქვით სინუსურ არითმიას. სინუსური არითმია, რომელიც დაკავშირებული არ არის სუნთქვასთან, იშვიათია.სინუსური არითმია მკურნალობას არ მოითხოვს.

გულის არითმიები – სინუსური ტაქიკარდია  წარმოადგენს სინუსურ რითმს 1 წთ – ში 90 – 100 დარტყმაზე მეტი სიხშირით. ჯანმრთელებში იგი ვითარდება ფიზიკური

 სინუსური ტაქიკარდია

დატვირთვისა და ემოციური აგზნების დროს. სინუსური ტაქიკარდიისადმი გამოხატული მიდრეკილება წარმოადგენს ნეიროცირკულარული დისტონიის ერთ – ერთ გამოვლინებას; ამ შემთხვევაში ტაქიკარდია შესამჩნევად მცირდება სუნთქვის შეჩერებისას. დროებითი სინუსური ტაქიკარდია ვითარდება ატროპინის, სიმპათომიმეტიკების გავლენით, ნებისმიერი წარმოშობის არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითებისას, ალკოჰოლის მიღების შემდეგ. შედარებით მყარ სინუსურ ტაქიკარდიას ადგილი აქვს ცხელების, თირეოტოქსიკოზის, მიოკარდიტის, გულის უკმარისობის, ანემიის , ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს. სინუსური ტაქიკარდია შეასაძლებელია მიმდინარეობდეს გულის ფრიალის შეგრძნებით. მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადებისაკენ.

გულის არითმიები – სინუსური ბრადიკარდია – წარმოადგენს სინუსურ რითმს წუთში 55 დარტყმაზე ნაკლები სიხშირით; არც თუ იშვიათია ჯანმრთელებში,

 სინუსური ბრადიკარდია

განსაკუთრებით ფიზიკურად ტრენირებულ პირებში მშვიდ მდგომარეობაში, ძილის დროს. იგი ხშირად ერწყმის სუნთქვით არითმიას, ზოგჯერ ექსტრასისტოლიას. სინუსური ბრადიკარდია შესაძლოა იყოს ნეიროცირკულარული დისტონიის ერთ – ერთი გამოვლინება. ზოგჯერ იგი წარმოიქმნება მიოკარდის ინფარქტის, სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს (იშემიური, სკლეროზული, ანთებითი, დეგენერაციული, ქალაშიდა წნევის მომატებისას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას, ზოგიერთი ვირუსული ინფექციების დროს, ზოგიერთი წამლის ზეგავლენით (საგულე გლიკოზიდები, ბეტა – ადრენობლოკატორები, ვერაპამილი, სიმპათოლიტიკები, განსაკუთრებით რეზერპინი). ზოგჯერ ბრადიკარდია ვლინდება გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებით. მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადებისაკენ.

გულის არითმიები – ექტოპიური რითმები. სინუსური კვანძის დასუსტების ან მოქმედების შეწყვეტის დროს შესაძლოა წარმოიქმნას (დროდადო ან მუდმივად) ჩანაცვლებითი ექტოპიური რითმები, ანუ გულის შეკუმშვა, განპირობებული მიოკარდის ან გულის გამტარი სისტემის სხვა ნაწილების ავტომატიზმით. მათი სიხშირე ნაკლებია სინუსური რითმის სიხშირეზე. რაც უფრო დისტალურადაა ექტოპიური რითმის წყარო, მით იშვიათია მისი იმპულსების სიხშირე. ექტოპიური რითმი შესაძლოა წარმოიქმნას  სინუსური კვანძისა და გამტარი სისტემის სხვა ნაწილების ანთებითი, იშემიური, სკლეროზული ცვლილებებისას; ზოგჯერ კი სინუსური კვანძის სისუსტის ერთ – ერთი გამოვლინებაა. პარკუჭზედა ექტოპიური რითმი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვეგეტატიურ დისფუნქციასთან, საგულე გლიკოზიდების დოზების გადაჭარბებასთან. იშვიათად ექტოპიური რითმი განპირობებულია ექტოპიური ცენტრის ავტომატიზმის გაზრდით; ამასთან, გულის შეკუმშვათა სიხშირე მეტია, ვიდრე ჩანაცვლებით ექტოპიური რითმის დროს (დაჩქარებული ექტოპიური რითმი). ექტოპიური რითმი და მისი წყარო ვლინდება მხოლოდ ეკგ – ს მიხედვით. წინაგულოვანი რითმი ხასიათდება კბილის კონფიგურაციის ცვლილებებით. მისი დიაგნოსტიკური ნიშნები არამკაფიოა; ზოგჯერ კბილის ფორმა და – Q ინტერვალის ხანგრძლივობა იცვლება ციკლიდან ციკლამდე, რასაც უკავშირებენ რითმის წამმართველის მიგრაციას წინაგულებში. წინაგულ – პარკუჭოვანი რითმი ხასიათდება კბილის ინვერსიით, რომელიც შესაძლოა რეგისტრირებული იყოს პარკუჭოვანი კომპლექსთან ახლოს. ჩანაცვლებადი წინაგულ – პარკუჭოვანი რითმისათვის დამახასიათებელია წუთში 40 – 50 დარტყმა, დაჩქარებულისათვის – 60 – 100 დარტყმა წუთში. თუკი ექტოპიური ცენტრი რამდენადმე უფრო აქტიურია, ვიდრე სინუსური კვანძი, ხოლო იმპულსის უკუმიმართულებით გატარება ბლოკირებულია, მაშინ წარმოიქმნება პირობები არასრული წინაგულ – პარკუჭოვანი დისოციაციისა, ამასთან სინუსური რითმის პერიოდები მონაცვლეობს ჩანაცვლებად წინაგულ – პარკუჭოვან რითმთან, რომლის თავისებურებას წრამოადგენს წინაგულების უფრო იშვიათი რითმი – ( ) და დამოუკიდებელი, მაგრამ უფრო ხშირი პარკუჭების რითმი – (QRST). ექტოპიური პარკუჭოვანი რითმი  (რეგულარული კბილი არ არის, პარკუჭოვანი კომპლექსები დეფორმირებულია, სიხშირე – 20 – 50 დარტყმა წუთში) ჩვეულებრივ მიუთითებს მიოკარდის ცვლილებებზე; პარკუჭების შეკუმშვების ძალიან დაბალი სიხშირის დროს შესაძლოა განვითარდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების იშემია.

გულის არითმიები – მკურნალობა. ზემოთაღწერილი ექტოპური რითმების დროს საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა. წინაგულ – პარკუჭოვანი რითმი და არასრული წინაგულ – პარკუჭოვანი დისოციაცია, რომელიც უკავშირდება ვეგეტატიურ დისფუნქციას, შესაძლოა მოიხსნას ატროპინით ან ატროპინისმაგვარი პრეპარატებით. იშვიათი პარკუჭოვანი რითმის დროს შესაძლოა აუცილებელი გახდეს მუდმივი ან დროებითი ელექტროკარდიოსტიმულაცია.

გულის არითმიები – ექსტრასისტოლია - წარმოადგენს გულის ნაადრევ შეკუმშვას, რომელიც განპირობებულია სინუსური კვანძის გარეთ წარმოქმნილი იმპულსით. ექსატრასისტოლია შესაძლოა თან ახლდეს გულის ნებისმიერ დაავადებას. შემთხვევათა ნახევარში ექსტრასისტოლია დაკავშირებული არ არის გულის დაავადებასთან, არამედ განპირობებულია ვეგეტატიური და ფსიქოემოციური დარღვევებით, წამლების მიღებით (განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდები), ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებით, ალკოჰოლისა და ამგზნები საშუალებების მიღებით, სიგარეტის წევით და სხვ. იშვიათად ექსტრასისტოლია ვლინდება ერთი შეხედვით ჯანმრთელ პირებში, მაღალი ფუნქციური შესაძლებლობებით, მაგალითად სპორტსმენებში. ფიზიკური დატვირთვა საერთოდ აპროვოცირებს ექსტრასისტოლიას, რომელიც უკავშირდება გულის დაავადებებს და მეტაბოლურ დარღვევებს, და თრგუნავს ექსტრასისტოლას, რომელიც გამოწვეულია ვეგეტატიური დისრეგულაციით. ექტრასისტოლია შესაძლოა განვითარდეს მიყოლებით, ორ – ორი და ჯგუფური ექსტრასისტოლები. გულის რითმს, რომლის დროსაც ყოველ ნორმალურ სისტოლას მოჰყვება ექსტრასისტოლა, ეწოდება ბიგემინია. განსაკუთრებით საყურადღებოა ჰემოდინამიკურად არაეფექტური ადრეული ექსტრასისტოლები, რომლებიც წარმოიქმნებიან წინა ციკლის ” კბილთან ერთდროულად, ან მისი დამთავრებიდან არა უგვიანეს 0,05 წმ – ისა . თუკი ექტოპიური იმპულსები ფორმირდებიან სხვადასხვა კერებში, წარმოიქმნება პოლიტოპური ექსტრასისტოლები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ექტრასისტოლური კომპლესის ფორმით  და პრეექსტრასისტოლური ინტერვალის სიდიდით. ამგვარი ექსტრასისტოლები ხშირად განპირობებულია მიოკარდის მნიშვნელოვანი ცვლილებებით. ზოგჯერ შესაძლებელია ექტოპიური ფოკუსის ხანგრძლივი რითმული ფუნქციონირება სინუსური რითმის წამმართველთან ერთად – პარასისტოლია. პარასისტოლური იმპულსები მონაცვლეობენ სწორი რითმით, სინუსური რითმისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ მათი ნაწილი ემთხვევა გარემომცველი ქსოვილის რეფრაქტერულ პერიოდს და არ რეალიზდება. ეკგ – ზე წინაგულოვანი ექსტრასისტოლები ხასიათდებიან P კბილის ფორმისა და მიმართულების ცვლილებით და ნორმალური პარკუჭოვანი კომპლექსით. პოსტექსტრასისტოლური ინტერვალი შესაძლოა არ გაიზარდოს. ადრეული წინაგულოვანი ექსტრასისტოლიების დროს ხშირად აღინიშნება წინაგულ – პარკუჭოვანი და პარკუჭშიგა გამტარობის – (ხშირად მარჯვენა ფეხის ბლოკადის ტიპის) დარღვევა ექსტრასისტოლურ ციკლში. წინაგულ – პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები ხასიათდებიან იმით, რომ ინვერტირებული P კბილი მდებარეობს შეუცვლელი პარკუჭოვანი კომპლექსის მახლობლად. შესაძლებელია პარკუჭშიგა გამტარობის დარღვევა ექსტრასისტოლურ ციკლში. პოსტექსტრასისტულური პაუზა ჩვეულებრივ გადიდებულია.

გულის არითმიები – პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები გამოირჩევიან QRST კომპლესის მეტ – ნაკლებად გამოხატული დეფორმაციით, რომელსაც წინ არ უძღვის კბილი

parkuw_eqstrasistolia

(გარდა ძალიან გვიანი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლისა, რომლის დროსაც იწერება ჩვეულებრივი კბილი, მაგრამ ინტერვალი – Q შემოკლებულია). პრედ – და პოსტექსტრასისტოლური ინტერვალების ჯამი ტოლია ან რამდენადმე აღემატება სინუსურ შეკუმშვებს შორის ორი ინტერვალის ხანგრძლივობას. ადრეული ექტრასისტოლების დროს ბრადიკარდიის ფონზე პოსტექსტრასისტოლური პაუზა, შესაძლოა არ იყოს. მარცხენაპარკუჭოვანი ექსტრასისტოლების დროს QRS კოპლექსში, V განხრაში, განსაკუთრებით დიდია R კბილი, რომელიც ზემოთ არის მიმართული, ხოლო მარჯვენაპარკუჭოვანის დროს – S კბილი, რომელიც ქვევითაა მიმართული.

სიმპტომები. ავადმყოფები ან ვერ შეიგრძნობენ ექსტრასისტოლიას, ან შეიგრძნობენ როგორც გაძლიერებულ ბიძგს გულის არეში, ან გულის გაჩერების შეგრძნებას. პულსის გამოკვლევისას ექსტრასისტოლას შეესაბამება წინასწარი შესუსტებული პულსური ტალღა, ან მომდევნო პულსური ტალღის გამოვარდნა, ხოლო აუსკულტაციითგულის ნაადრევი  ტონები. ექსტრასისტოლების კლინიკური მნიშვნელობა სხვადასხვაგვარია. იშვიათ ექსტრასისტოლებს, გულის დაავადების გარეშე, ჩვეულებრივ არა აქვს არსებითი კლინიკური მნიშვნელობა. ექსტრასისტელების გახშირება ზოგჯერ მიუთითებს არსებული დაავადების გამწვავებაზე (გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტი და სხვ.) ან გლიკოზიდულ ინტოქსიკაციაზე. ხშირი წინაგულოვანი ექსტრასისტოლები ხშირად მაუწყებელია წინაგულების ციმციმისა. განსაკუთრებით საყურადღებოა ხშირი ადრეული, ასევე პოლიტოპური და ჯგუფური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, რომლებიც ინფარქტის მწვავე პერიოდში და გულის გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის დროს შესაძლოა მაუწყებელნი იყვენენ  პარკუჭების ციმციმისა. ხშირმა ექსტრასისტოლებმა შესაძლოა გააღრმავონ კორონარული უკმარისობა.

მკურნალობა. საჭიროა გამოვლინდეს და შესაძლებლობის მიხედვით მოიხსნას ექსტრასისტოლიის გამომწვევი ფაქტორები. თუკი ექსტრასისტოლია უკავშირდება გარკვეულ დაავადებას (მიოკრადიტი, თირეოტოქსიკოზი, ალკოჰოლიზმი და სხვ.), მაშინ ამ დაავადების მკურნალობას გარკვეული მნიშვნელობა აქვს არითმიის მოსახსნელად. როდესაც ექსტრასისტოლია შერწყმულია გამოხატულ ფსიქოემოციურ დარღვევებთან, საჭიროა სედატიური მკურნალობა. ექსტრასისტოლები სინუსური ბრადიკარდიის ფონზე, როგორც წესი, არ საჭიროებს არითმიის საწინააღმდეგო მკურნალობას;  იშვიათი ექსტარასისტოლები (გულის დავაადების გარეშე) ასევე არ საჭიროებს მკურნალობას. როდესაც ექსტრასისტოლია ვითარდება ან ხშირდება საგულე გლიკოზიდებით მკურნალობის ფონზე, საჭიროა მათი დროებითი მოხსნა და კალიუმის პრეპარატის დანიშვნა. ადრეული პოლიტოპური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიების წარმოქმნისას საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია.

გულის არითმიები – პაროქსიზმული ტაქიკარდია – წარმოადგენს ექტოპიური ტაქიკარდიის შეტევას, რომელიც ხასიათდება სწორი რითმით, წუთში 140 – 240 დარტყმის სიხშირით, უეცარი დაწყებითა და უეცარი დამთავრებით. ეკგ – ს მიხედვით, შესაძლებელია გამოვყოთ პარკუჭზედა (წინაგულოვანი და წინაგულ – პარკუჭოვანი) და პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

გულის არითმიები – წინაგულოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია ხასიათდება მკაცრი რიტმულობით, ეკგ – ზე უცვლელი პარკუჭოვანი კომპლექსით, რომელთა წინ შესაძლებელია შესამჩნევი იყოს მსუბუქად დეფორმირებული კბილი. ხშირად წინაგულოვანი ტაქიკარდია მიმდინარეობს წინაგულ – პარკუჭოვანი და – (ან) პარკუჭშიგა გამტარობის დარღვევებით, ხშირად ჰისის კონის მარჯვენა ფეხში. წინაგულ – პარკუჭოვანი ტაქიკარდია ხასიათდება უარყოფითი კბილით, რომელიც შესაძლოა მდებარეობდეს QRST კომპლექსის მახლობლად; რიტმი მკაცრად რეგულარულია. შესაძლოა გამოვლინდეს პარკუჭშიგა გამტარობის დარღვევები. ეკგ – ის მიხედვით წინაგულოვანი და წინაგულ – პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გარჩევა საკმაოდ რთულია. ზოგჯერ ასეთ ავადმყოფებში პაროქსიზმის გარეშე ეკგ – ზე რეგისტრირდება ექსტრასისტოლები, რომელიც წარმოიქმნება იმავე დონეზე.

გულის არითმიები – პარკუჭოვანი ტაქიკარდია ხასიათდება QRST კომპლექსის მნიშვნელოვანი დეფორმაციით. წინაგულები შესაძლოა აღიგზნონ პარკუჭებისაგან

 180341

დამოუკიდებლად, სწორ რიტმში, მაგრამ კბილი ძნელი გასარჩევია. QRST  კომპლექსის ფორმა და ამპლიტუდა და იზოელექტრული ხაზის კონტური მცირედ იცვლება ციკლიდან ციკლამდე, რიტმი ჩვეულებრივ არ არის მკაცრად სწორი. ეს თავისებურებები გამოარჩევენ პარკუჭოვან ტაქიკარდიას პარკუჭზედა ტაქიკარდიისაგან, ჰისის კონის ფეხის ბლოკადით. ზოგჯერ რამოდენიმე დღის მანძილზე პაროქსიზმული ტაქიკარდიის შემდეგ ეკგ – ზე რეგისტრირდება უარყოფითი ” კბილი, იშვიათად – ST სეგმენტის გადანაცვლებით, – ანუ ცვლილებები, რომელიც აღინიშნება როგორც პოსტაქიკარდიული სინდრომი. ასეთი ავადმყოფები საჭიროებენ მეთვალყურეობას; აუცილებელია მიოკარდიუმის მცირეკეროვანი ინფარქტის გამორიცხვას.

სიმპტომები. ტაქიკარდიის პაროქსიზმი ჩვეულებრივ შეიგრძნობა როგორც გულის ფრიალის შეტევა, გამოკვეთილი დასაწყისითა და დამთავრებით, რამოდენიმე წამიდან რამოდენიმე დღის ხანგრძლივობით. პარკუჭზედა ტაქიკარდიები ხშირად მიმდინარეობს ვეგეტატიური დისფუნქციით – ოფლიანობით, შეტევის ბოლოს უხვი შარდგამოყოფით, ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებით, სხეულის ტემპერატურის მცირედი მომატებით. გახანგრძლივებული შეტევები მიმდინარეობს სისუსტით, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებებით, ხოლო გულის დაავადებების დროს – სტენოკარდიით, გულის უკმარისობის განვითარებით ან მისი გაძლიერებით.

გულის არითმიები – პარკუჭზედა ტაქიკარდიის ყველა სახისათვის საერთოა რიტმის თუნდაც დროებითი ნორმალიზაცია კაროტიდული სინუსის მიდამოს მასაჟის დროს. პარკუჭოვანი ტაქიკარდია შედარებით იშვიათია  და თითქმის ყოველთვის

supraventrikuluri_taqikardia1

უკავშირდება გულის დაავადებას. იგი არ პასუხობს კაროტიდული სინუსის მასაჟზე და ხშირად იწვევს ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევას და გულის უკმარისობას. პარკუჭოვანი ტაქიკარდია, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდში, შესაძლოა მაუწყებელი იყოს პარკუჭების ციმციმისა.

მკურნალობა. შეტევის დროს აუცილებელია დატვირთვის შეწყვეტა, ავადმყოფის დამშვიდება, საჭიროების შემთხვევაში სედატიური საშუალებები. აუცილებელია გამოირიცხოს განსაკუთრებული სიტუაციები, როცა ტაქიკარდიის პაროქსიზმი დაკავშირებულია საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციასთან, ან სინუსური კვანძის სისუსტესთან; ასეთ ავადმყოფებს უტარდება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია კარდიოლოგიურ განყოფილებაში.

გულის არითმიები – წინაგულების თრთოლვა და ციმციმი – (მოციმციმე არითმია). წინაგულების ციმციმი წარმოადგენს წინაგულების კუნთოვანი ბოჭკოების

winagul_cimcimi1

ცალკეული ჯგუფების ქაოსურ შეკუმშვას; ამასთან წინაგულები მთლიანობაში არ იკუმშება, არამედ წინაგულ – პარკუჭოვანი გამტარობის ცვლილებასთან დაკავშირებით პარკუჭები იკუმშებიან არითმულად, წუთში 100 – 150 დარტყმის სიხშირით. წინაგულების თრთოლვა წარმოადგენს წინაგულების რეგულარულ შეკუმშვებს წუთში 250 – 300 დარტყმის

 winagul_trtolva

სიხშირით; პარკუჭოვანი შეკუმშვების სიხშირეს განსაზღვრავს წინაგულ – პარკუჭოვანი გამტარობა; პარკუჭოვანი რიტმი შესაძლოა იყოს რეგულარული ან არარეგულარული. წინაგულების ციმციმი შესაძლოა იყოს მყარი ან პაროქსიზმული. თრთოლვა აღინიშნება 10 – 20 – ჯერ იშვიათად, ვიდრე ციმციმი, და ჩვეულებრივ პაროქსიზმის სახით. ზოგჯერ წინაგულების თრთოლვა და ციმციმი მონაცვლეობენ. მოციმციმე არითმია შესაძლებელი აღინიშნებოდეს გულის მიტრალური მანკების, გულის იშემიური დაავადების, თირეოტოქსიკოზის, ალკოჰოლიზმის დროს. გარდამავალი მოციმციმე არითმია ზოგჯერ აღინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, ასევე საგულე გლიკოზიდებით, ალკოჰოლით ინტოქსიკაცია/”>ინტოქსიკაციის დროს. წინაგულების ციმციმის დროს ეკგ – ზე კბილები არ არის, მათ ნაცვლად რეგისტრირდება უწესრიგო ტალღები, რომლებიც უკეთ ჩანს V1 განხრაში; პარკუჭოვანი კომპლექსები მონაცვლეობენ არასწორი რიტმით. ხშირი პარკუჭოვანი რიტმის დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰისის კონის ფეხის ბლოკადა, ჩვეულებრივ მარჯვენისა. იშვიათად წინაგულების ციმციმი შერწყმულია სრულ წინაგულ – პარკუჭოვან ბლოკადასთან. წინაგულების თრთოლვის დროს კბილის ნაცვლად რეგისტრირდება რეგულარული წინაგულოვანი ტალღები, პაუზების გარეშე, რომელთაც აქვთ დამახასიათებელი ხერხისებრი სახე; პარკუჭოვანი კომპლექსები მონაცვლეობენ რიტმულად, ყოველ მე – 2. მე – 3 და ა. შ. წინაგულოვანი ტალღის შემდეგ, ან არითმულად.

სიმპტომები. მოციმციმე არითმია შესაძლოა ავადმყოფმა ვერ შეიგრძნოს, ან შეიგრძნოს როგორც გულის ფრიალი. წინაგულების ციმციმისა და თრთოლვის დროს პულსი ართმულია, გულის ტონები –  ცვალებადი. პულსის ავსება ასევე ცვლებადია და გულის შეკუმშვების ნაწილი საერთოდ არ იძლევა პულსურ ტალღას (პულსის დეფიციტი). წინაგულების თრთოლვა რეგულარულ პარკუჭოვან რიტმთან შეიძლება დიაგნოსტირებული იყოს მხოლოდ ეკგ – ს მიხედვით. მოციმციმე არითმია ხშირი პარკუჭოვანი რითმით ხელს უწყობს გულის უკმარისობის წარმოქმნას, ან მის გაძლიერებას. როგორც მყარი, ასევე განსაკუთრებით პაროქსიზმული მოციმციმე არითმია განაპირობებს მიდრეკილებას თრომბოემბოლიური გართულებებისაკენ.

მკურნალობა. უმრავლეს შემთხვევაში, თუკი მოციმციმე არითმია დაკავშირებულია გულის გამოუსწორებელ დაავადებასთან, მკურნალობის მიზანს წარმოადგენს პარკუჭოვანი რიტმის რაციონალური გაიშვიათება  (წუთში 70 – 80 დარტყმა);  ზოგჯერ საჭირო ხდება სტაციონარული მკურნალობა.. მკურნალობის შედეგები უკეთესია, რაც ნაკლებია არითმიის ხანგრძლივობა და ნაკლებადაა გამოხატული გულის უკმარისობა. დეფიბრილაცია უკუნაჩვენებია წინაგულების მნიშვნელოვანი ზრდისას, თრომბოემბოლური გართულებებისას ანამნეზში, მიოკარდიტის, იშვიათი პარკუჭოვანი რითმის, გამტარობის გამოხატული დარღვევების, საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის დროს.

გულის არითმიები – პარკუჭების ციმციმი და თრთოლვა, პარკუჭოვანი ასისტოლია შესაძლოა წარმოიქმნას გულის ნებისმიერი მძიმე დაავადების დროს, ფილტვის

vf1

არტერიის თრომბოემბოლიის, საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული საშუალებების ჭარბი დოზებით მიღებისას, ელექტროტრავმის, ნარკოზის, გულშიგა მანიპულაციებისა, მძიმე მეტაბოლური დარღვევების დროს. სიმპტომებისისხლის მიმოქცევის უეცარი შეწყვეტა, კლინიკური სიკვდილის სურათი: პულსის, გულის ტონების არარსებობა, გონების დაკარგვა, აგონიური სუნთქვა, ზოგჯერ კრუნჩხვები, გუგების გაფართოება. პარკუჭების თრთოლვა და ციმციმი და ასისტოლიის დიფერენცირება შესაძლებელია ეკგ – საშუალებით. პარკუჭების ციმციმის დროს ეკგ – ს აქვს უწესრიგო, სხვადასხვა ფორმის ტალღების სახე. დიდტალღოვანი ციმციმი რამდენადმე ადვილად შექცევადია ადეკვატური მკურნალობით, მცირეტალღოვანი კი მიუთითებს მიოკარდის ღრმა ჰიპოქსიაზე. პარკუჭების თრთოლვის დროს ეკგ მსგავსია პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს ეკგ – ისა, მაგრამ რიტმი ხშირია. ასისიტოლიას ეკგ – ზე შეესაბამება სწორი ხაზი. დამხმარე დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს წინამორბედ არითმიას: ადრეული პოლიტოპური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიები და პარკუჭოვანი ტაქიკარდია ხშირად წინ უძღვის პარკუჭების თრთოლვას და ციმციმს, ხოლო მზარდი ბლოკადა – ასისტოლიას.

მკურნალობა ითვალისწინებს გულის გარეთა მასაჟს, ხელოვნურ სუნთქვას, რომელიც გრძელდება ეფექტის მიღებამდე. გულში სამკურნალო საშუალებების შეყვანა შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ავადმყოფთა ნაწილში, თუკი არითმიის ბუნება დადგენილი არ არის; ტარდება ძირითადი დაავადების ინტენსიური მკურნალობა.

გაგრძელება >>>


Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka