სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული  დაავადებები

როზაცეაროზაცეა - დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულურ – პუსტულური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით.

ეტიოლოგია  დადგენილი არ არის.

პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში – ოვარიულ დისფუქციას. პროცესის პროვოცირებას იწვევენ გარე გამაღიზიანებელი ფაქტორები (მზე, ქარი, ყინვა, ცხელ საამქროებში მუშაობა).
კლინიკური სურათი. ზიანდება მხოლოდ სახის კანი; სებორეულ ფონზე  წარმოიქმნება მყარი დიფუზური სიწითლე (ერითემა) ტელეანგიექტაზიებით. ერითემის გაჯერება იცვლება. შედეგად მის ფონზე ჩნდება წვრილი, კაშკაშა წითელი ფერის პაპულები, რომელთა ცენტრში ფორმირდება ზედაპირული როზაცეაპუსტულები. გამონაყარის რეგრესის დროს ნაწიბურები არ რჩება. სუბიექტურად აღინიშნება სიცხის შეგრძნება, მსუბუქი ქავილი. მიმდინარეობს ხშირი გამწვავებებით, შესაძლებელია განვითარდეს ცხვირის კანის ხორკლიანი ჰიპერტროფია (რინოფიმა). ზოგჯერ აღინიშნება კერატიტის თანდართვა.
მკურნალობა. მაპროვოცირებელი გარეგანი გამაღიზიანებლის მოხსნა. ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისტონიის, კუჭ – ნაწლავისა და ოვარიული დარღვევების კორექცია. დიეტა ალკოჰოლის, ცხარე საკვების, მაგარი ჩაის და ყავის გამორიცხვით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2196 times by 1185 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka