სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი - (ალკოჰოლური ემბრიოპათია, ფეტალური ალკოჰოლიზმი) აერთიანებს ბავშვის ფსიქიკური განვითარების გადახრებს, რომელთა მიზეზია დედის მიერ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ორსულობის პერიოდში.

ეტიოლოგიასა და პათოგენეზს საფუძვლად უდევს ალკოჰოლისა და მისი დაშლის პროდუქტების ზემოქმედება ბავშვის ორგანიზმზე. ამას ხელს უწყობს ალკოჰოლის ადვილი შეღწევადობა პლაცენტაში, ჩანასახისა და ნაყოფის ღვიძლში ალკოჰოლდეჰიდროგენაზას არარსებობა, უჯრედული და არაუჯრედული რნმ-ის სინთეზის დათრგუნვა, ალკოჰოლური ჰიპოგლიკემიის განვითარება, ასევე ესენციური ამინომჟავების, თუთიის და სხვ. ტრანსპლაცენტური ტრანსპორტის დარღვევა.

კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და წარმოდგენილია შემდეგი ოთხი სიმპტომით: პრე- და პოსტნატალური დისტროფია; ქალა-სახის დისმორფია; სომატური სიმახინჯეები, ტვინის დაზიანება. პრე- და პოსტნატალური დისტროფია – წარმოადგენს ალკოჰოლური სინდრომის

ალკოჰოლური სინდრომი

ძირითად კლინიკურ გამოვლინებას, რომელიც კორელაციაშია დედის მიერ ორსულობის პერიოდში მიღებული ალკოჰოლის რაოდენობასთან. ბავშვები იბადებიან დაბალი წონით და სხეულის არასაკმარისი სიგრძით. წლის შემდეგ ასეთ ბავშვებში ზრდის სიჩქარე შეადგენს ნორმალური მაჩვენებლების 65%-ს, ხოლო წონაში მატება 38%-ს. ქალა-სახის დისმორფია

ალკოჰოლური სინდრომი

იმდენად ტიპიურია, რომ მას უწოდებენ: ,,ბავშვის სახე ალკოჰოლური სინდრომით“; აღინიშნება ტერფების დამოკლება, ჰიპოსპადია, საშოს გაორება, უკანა ტანის შეხორცება, გულის თანდაყოლილი მანკები, კავერნოზული ანგიომები, ღვიძლის ფიბროზი და სხვ. ნერვული სისტემის დაზიანება შესაძლებელია გამოვლინდეს დაბადებისთანავე (ტრემორი, სპონტანური კლონური კრუნჩხვები, ოპისტოტონუსი, კუნთოვანი ჰიპოტონია და სხვ.) და პოსტნატალური პერიოდის გვიან პერიოდებში. (გონებრივი ჩამორჩენა, ოკლუზიური ჰიდროცეფალია და სხვ.). კლინიკური გამოვლინებების მიხედვით განასხვავებენ ალკოჰოლური სინდრომის 3 ხარისხს: მსუბუქ, საშუალო სიმძიმისა და მძიმეს.

დიაგნოზის დადგენა ხდება დედის ანალიზითა და კლინიკური გამოვლინებებით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ნანიზმის სხვა ფორმებთან, მემკვიდრულ სინდრომებთან.

მკურნალობა სიმპტომატურია და მიმართულია ძირითადი მიზეზის აღკვეთისაკენ. პროგნოზი სერიოზულია; ბავშვები ალკოჰოლური სინდრომით გარდა ექიმის მეთვალყურეობისა, საჭიროებენ სოციალურ იურიდიულ დახმარებას.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1216 times by 686 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka