ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი – (ალკოჰოლური ემბრიოპათია, ფეტალური ალკოჰოლიზმი) აერთიანებს ბავშვის ფსიქიკური განვითარების გადახრებს, რომელთა მიზეზია დედის მიერ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ორსულობის პერიოდში.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეტიოლოგია და პათოგენეზი

საფუძვლად უდევს ალკოჰოლისა და მისი დაშლის პროდუქტების ზემოქმედება ბავშვის ორგანიზმზე. ამას ხელს უწყობს ალკოჰოლის ადვილი შეღწევადობა პლაცენტაში, ჩანასახისა და ნაყოფის ღვიძლში ალკოჰოლდეჰიდროგენაზას არარსებობა, უჯრედული და არაუჯრედული რნმ-ის სინთეზის დათრგუნვა, ალკოჰოლური ჰიპერგლიკემიის განვითარება, ასევე ესენციური ამინომჟავების, თუთიის და სხვ. ტრანსპლაცენტური ტრანსპორტის დარღვევა.

კლინიკური სურათი

მრავალფეროვანია და წარმოდგენილია შემდეგი ოთხი სიმპტომით: პრე – და პოსტნატალური დისტროფია; ქალა-სახის დისმორფია; სომატური სიმახინჯეები, ტვინის დაზიანება. პრე – და პოსტნატალური დისტროფია – წარმოადგენს ალკოჰოლური სინდრომის ძირითად კლინიკურ გამოვლინებას, რომელიც კორელაციაშია დედის მიერ ორსულობის პერიოდში მიღებული ალკოჰოლის რაოდენობასთან. ბავშვები იბადებიან დაბალი წონით და სხეულის არასაკმარისი სიგრძით. წლის შემდეგ ასეთ ბავშვებში ზრდის სიჩქარე შეადგენს ნორმალური მაჩვენებლების 65%-ს, ხოლო წონაში მატება 38%-ს. ქალა-სახის დისმორფია იმდენად ტიპიურია, რომ მას უწოდებენ: ,,ბავშვის სახე ალკოჰოლური სინდრომით“; აღინიშნება ტერფების დამოკლება, ჰიპოსპადია, საშოს გაორება, უკანა ტანის შეხორცება, გულის თანდაყოლილი მანკები, კავერნოზული ანგიომები, ღვიძლის ფიბროზი და სხვ. ნერვული სისტემის დაზიანება შესაძლებელია გამოვლინდეს დაბადებისთანავე (ტრემორი, სპონტანური კლონური კრუნჩხვები, ოპისტოტონუსი, კუნთოვანი ჰიპოტონია და სხვ.) და პოსტნატალური პერიოდის გვიან პერიოდებში. (გონებრივი ჩამორჩენა, ოკლუზიური ჰიდროცეფალია და სხვ.). კლინიკური გამოვლინებების მიხედვით განასხვავებენ ალკოჰოლური სინდრომის 3 ხარისხს: მსუბუქ, საშუალო სიმძიმისა და მძიმეს.

დიაგნოზი

დადგენა ხდება დედის ანალიზითა და კლინიკური გამოვლინებებით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ნანიზმის სხვა ფორმებთან, მემკვიდრულ სინდრომებთან.

მკურნალობა

სიმპტომატურია და მიმართულია ძირითადი მიზეზის აღკვეთისაკენ.

პროგნოზი სერიოზულია; ბავშვები ალკოჰოლური სინდრომით გარდა ექიმის მეთვალყურეობისა, საჭიროებენ სოციალურ იურიდიულ დახმარებას. პედიატრიული დაავადებები