მწვავე ბრონქიტი ბავშვებში

მწვავე ბრონქიტი ბავშვებში

მწვავე ბრონქიტი – ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ბრონქიტის გამომწვევი შესაძლებელია იყოს პნევმოკოკი, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ადენოვირუსები, გრიპის ვირუსი. ანთებითი პროცესი ლოკალიზებულია ბრონქების ლორწოვან გარსში; ვითარდება  ლორწოვანი გარსის შეშუპება, ბრონქების სანათურში მატულობს სეკრეტის გამოყოფა, რამაც ადრეული ასაკის ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს ობსტრუქციული სინდრომის განვითარება.

კლინიკური სურათი

დაავადების დასაწყისში აღინიშნება ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, ზოგადი მდგომარეობის მცირედი დარღვევა. ფილტვებში მოისმინება უპირატესად მშრალი ხიხინი, მოგვიანებით თან ერთვის სველი ხიხინი. გაურთულებელი მიმდინარეობის დროს დაავადების ხანგრძლივობა 1-2 კვირამდეა.

ბავშვებში რომელთაც აღენიშნებათ რაქიტი, ალერგიული დიათეზი, ქრონიკული ტონზილიტი, სინუსიტი, ადენოიდიტი ხშირია დაავადების გახანგრძლივება. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კაპილარული ბრონქიტი (ბრონქიოლიტი), რომლის დროსაც წვრილი ბრონქების სანათური იხშობა ლორწოვან-ჩირქოვანი საცობებით. ვითარდება ქოშინი, ემფიზემა, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები. ფილტვებში მოისმინება წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. ადრეული ასაკის ბავშვებში შედარებით გართულებულია ბრონქიოლიტის დიფერენცირება წვრილკეროვანი პნევმონიისაგან. მორეციდივე ბრონქიტი მეორდება წელიწადში 3-4-ჯერ და მიმდინარეობს ბრონქოსპაზმის ნიშნების გარეშე. რეციდივები ხშირად უკავშირდება ქრონიკული ანთების კერებს (ქრონიკული ტონზილიტი, ადენოიდები, სინუსიტები).

დიაგნოზი

ეყრდნობა ანამნეზის მონაცემებსა და კლინიკურ სიმპტომებს, სუნთქვის უკმარისობის არარსებობას. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პნევმონიასთან (ფილტვების კლინიკურ-რენტგენოლოგიური დაზიანების ნიშნები, სუნთქვის უკმარისობა); ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევაში – ბრონქულ ასთმასთან (დამახასიათებელი ალერგიული ანამნეზი).

მკურნალობა

სიმპტომატურია: წოლითი რეჟიმი, შენობის კარგად განიავება, თბილი სითხეები, სითბური პროცედურები. ამოსახველებელი საშუალებები ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები ნაჩვენებია პნევმონიის თანდართვისას. პროგნოზი კეთილსაიმედოა. პედიატრიული დაავადებები


მწვავე ბრონქიტი ბავშვებში