ჰემორაგიული ვასკულიტი

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები  
ბავშვის მაკრატელი  
ბავშვის წყლის თერმომეტრი  
საბავშვო კრემები
 საბავშვო ზეთები  
 საბავშვო ტალკი (პუდრი)
 საბავშვო ლოსიონები  
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებებ
 საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები  
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
 ბავშვის კბილის ჯაგრისები


ჰემორაგიული ვასკულიტი

ეტიოლოგია

სრულად დადგენილი არ არის. მნიშვნელობა ენიჭება მწვავე და ქრონიკულ ინფექციებს, ტოქსიკურ-ალერგიულ ფაქტორებს. პათოგენეზი რთულია. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ტოქსიკური სუბსტანციების წარმოქმნას, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლძარღვის კედელზე, ზრდიან მათ განვლადობას. გარკვეული როლს ასრულებს სისხლძარღვის კედლის იმუნოკომპლექსური დაზიანება.

კლინიკური სურათი

დაავადება ხშირად იწყება უეცრად, იშვიათად ხანმოკლე პროდრომული პერიოდის შემდეგ (შემცივნება, თავის ტკივილი, სისუსტე), ჩვეულებრივ, ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ (გრიპი, ანგინა და სხვ.). მნიშვნელოვანი სიმპტომია კანზე პაპულოზურ-ჰემორაგიული, ზოგჯერ კი ბულოზური გამონაყარი.
კანის გამონაყარი სიმეტრულია, ლოკალიზებულია ფეხებზე, სახსრების ირგვლივ, თუმცა შესაძლებელია იყოს ტანზე, სახეზე, ხელებზე; დამახასიათებელია დისტალური განლაგება.
გამონაყრის გაქრობის შემდეგ კანზე რჩება პიგმენტაცია. ჰემორაგიული ვასკულიტების დროს ხშირია კანის ქავილი, პარესთეზიები.
არაიშვიათად ბავშვებში პურპურასთან ერთად ვლინდება მტევნების, ტერფების, წვივების კვინკეს ტიპის შეშუპება. სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურია; ჰემატურიის არსებობა მიუთითებს ჰემორაგიული ნეფრიტის თანდართვაზე.
ხშირი სიმპტომია ტკივილი მუცელში, შესაძლებელია ღებინება სისხლის შერევით, შავი განავალი. აღინიშნება სახსრების ტკივილი და შეშუპება. ლაბორატორიული გამოკვლევებით აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით, ეოზინოფილია, ალბუმინურ-გლობულინური მაჩვენებელი დაქვეითებულია მით უფრო, რაც მძიმეა დაავადება, პროთრომბინი დაქვეითებულია, მომატებულია კაპილარების განვლადობა. ხშირად ავადდებიან სკოლამდელი ასაკის ბავშვები. დაავადების ხანგრძლივობაა 2-3 კვირიდან რამდენიმე წლამდე. განასხვავებენ მწვავე (30-40 დღემდე), ქვემწვავე (2 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში), ქრონიკულ და მორეციდივე მიმდინარეობას, ასევე აქტიურობის 3 ხარისხს: პირველი ხარისხი (მინიმალური), მეორე ხარისხი, რომლის დროსაც ექსუდაციური კომპონენტი გამოხატულია მკაფიოდ, და მესამე ხარისხი (უხვი ექსუდაციურ-ჰემორაგიული გამონაყარი, ვეზიკულურ ნეკროზულ ელემენტებთან; პოლიართრიტი; მძიმე აბდომინური სინდრომი სისხლიანი ღებინებითა და სისხლიანი განავლით; თირკმელების, ღვიძლის სისხლძარღვების, თვალის გარსების, ასევე ნერვული და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება). აუცილებელია დიფერენცირება ვერლჰოფის დაავადებისაგან და ჰემოფილიისაგან.

ჰემორაგიული ვასკულიტის მკურნალობა

წოლითი რეჟიმი, არა მხოლოდ მწვავე პერიოდში, არამედ გამონაყრის გაქრობიდან 1-2 კვირის მანძილზე. იმ დროს, როდესაც დადგენილია კავშირი ინფექციასთან, იყენებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს. ჰიპოსენსიბილიზაციის მიზნით ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალებები. პროგნოზი მთლიანობაში კეთილსაიმედოა, მაგრამ სერიოზული ხდება აბდომინური, ღვიძლისმიერი ან ცერებრული სინდრომის განვითარების დროს. პედიატრიული დაავადებები


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ჰემორაგიული ვასკულიტი