ლალი დათეშიძე
ენდოცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ანთება. ინფექციის გამომწვევია გონოკოკი, ჩირქმბადი მიკრობები.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება საშოდან ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენით; მტკივნეულობა არ აღინიშნება. კლინიკური სურათი მწირედ არის გამოხატული. მწვავე სტადიაში ვლინდება ჰიპერემია გარეთა პირის ირგვლივ და ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი. ქრონიკულ სტადიაში ჰიპერემია თითქმის აღარ აღინიშნება, გამონადენი რჩება. პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს ყელის გასქელება (ჰიპერტროფია). პროცესის ეტიოლოგიის დადგენის მიზნით აუცილებელია საშოდან გამონადენის მიკროსკოპიული გამოკვლევა.
მკურნალობა. მწვავე სტადიაში – სიმშვიდე, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ქრონიკულში – საშოს აბაზანები პროტარგოლის 2-3%-იანი ხსნარით, ლორწოვანის დამუშავება ვერცხლის ნიტრატის 5%-იანი
ხსნარით, ანტიბიოტიკების ინექციები ყელის სისქეში. გონორეული ეტიოლოგიის დროს ინიშნება სპეციფიკური მკურნალობა.
პროგნოზი კეთილსაიმედოა; პროფილაქტიკა – ისეთივეა როგორც ენდომეტრიტის დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1714 times by 801 viewers



