ენდომეტრიტი

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ენდომეტრიტი endometritis

ენდომეტრიტი საშვილოსნოს ლორწოვანი გასის ანთება. ანთებას იწვევს ჩირქმბადი მიკრობები, რომელთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პათოგენურ სტაფილოკოკს; შესაძლებელია დაზიანება ტუბერკულოზური მიკობაქტერიით. ხშირად პროცესი უკავშირდება აბორტის შემდგომ ინფექციას; შესაძლებელია განვითარდეს მენსტუაციის შემდეგ, საშვილოსნოსშიგა დიაგონოსტიკური მანიპულაციების ჩატარებისას (ზონდირება, გამოფხეკა). ენდომეტრიუმის ნეკროზი იწვევს მის ჩამოფრცქვნას, სისხლდენას, თხიერი ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენის გაჩენას. პროცესი შესაძლებელია გავრცელდეს მიომეტრიუმზე, მეტრიტის ან მეტროენდომეტრიტის განვითარებით.

ენდომეტრიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა

ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, ტკივილი მუცლის ქვევით, ჩირქოვანი თეთრად შლა. ქრონიკულ მიმდინარეობას თან ახლავს საშვილოსნოს გამკვრივება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სპონტანური აბორტები.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ენდომეტრიტი – მკურნალობა

მწვავე სტადიაში – სიმშვიდე, ყინული მუცელზე, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, გამაყუჩებელი საშუალებები და სხვ.. ქრონიკულ სტადიაში ნაჩვენებია სითბური გაწოვითი პროცედურები.

პროგნოზი ადეკვატური მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა. ჰიგიენის დაცვა მენსტრუაციის დროს; აბორტის შემდგომი და მშობიარობის შემდგომი  ინფექციების თავიდან აცილება. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენდომეტრიტი – საშვილოსნოს ლორწოვანი გასის ანთება. ანთებას იწვევს ჩირქმბადი მიკრობები, რომელთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პათოგენურ სტაფილოკოკს; შესაძლებელია დაზიანება ტუბერკულოზური მიკობაქტერიით. ხშირად პროცესი უკავშირდება აბორტის შემდგომ ინფექციას, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს მენსტუაციის შემდეგ, საშვილოსნოსშიგა დიაგნოსტიკური მანიპულაციების (ზონდირება, გამოფხეკა) ჩატარების დროს. ენდომეტრიუმის ნეკროზი იწვევს მის ჩამოფრცქვნას, სისხლდენას, თხიერი ჩირქოვან – სისხლიანი გამონადენის გაჩენას. პროცესი შესაძლებელია გავრცელდეს მიომეტრიუმზე, მეტრიტის ან მეტროენდომეტრიტის განვითარებით. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, ტკივილი მუცლის ქვევით, ჩირქოვანი თეთრად შლა. ქრონიკულ მიმდინარეობას თან ახლავს საშვილოსნოს გამკვრივება, მენტრუალური ციკლის დარღვევა, სპონტანური აბორტები.  პროგნოზი ადეკვატური მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა. ჰიგიენის დაცვა მენსტრუაციის დროს; აბორტისა და მშობიარობის შემდგომი ინფექციების თავიდან აცილება.

ენდომეტრიტი – (გინეკ.) საშვილოსნოს ლორწოვანი და კუნთოვანი გარსების ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ენდომეტრიტი ხასიათდება ტკივილებით მუცლის ქვევით, ტემპერატურის მომატებით, საშვილოსნოდან ჩირქოვანი ან ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენით. ბიმანუალური გამოკვლევით აღინიშნება საშვილოსნოს მტკივნეულობა, მისი გადიდება და რბილი კონსისტენცია. ქრონიკული ენდომეტრიტის დროს ვლინდება ტკივილები, ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენი, ტემპერატურა, როგორც წესი, ნორმალურია, გასინჯვით საშვილოსნოს მტკივნეულობა არ აღინიშნება. დიაგნოზი ისმება ანამნეზის (საავადმყოფოს გარეთ გაკეთებული აბორტი, მშობიარობის შემდგომი პერიოდი), ტემპერატურის მომატების, გინეკოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.